სკოლა პოლიგლოტის მე-4(ა) კლასის მოსწავლეები, დამრიგებელ ნონა წამალაშვილთან და ქართული ენა და ლიტერატურის მასწავლებელ ნინო ოქრუაშვილთან ერთად იმყოფებოდნენ კახეთში.
მათ მოინახულეს რევაზ ინანიშვილის სახლ-მუზეუმი და საქართველოში ერთადერთი ორგუმბათიანი ტაძარი-გურჯაანის ყველაწმინდა.
ვიზიტის ბოლოს კი ესტუმრნენ ,,თევდორაშვილების მარანს”. მოსწავლეებმა თავისი ხელით დაკრიფეს და დაწურეს ყურძენი, ამოავლეს ჩურჩხელები და დრო სასიამოვნოდ გაატარეს.
სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის მასწავლებლებს ექსკურსიის ორგანიზებისთვის და მშობლებს აქტიური ჩართულობისთვის.





