სკოლა პოლიგლოტის მე-8 კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მე-12 სამეცნიერო პიკნიკზე.
სამეცნიერო პიკნიკზე წარმოდგენილი იყო:
განათლების სფეროს საერთაშორისო ორგანიზაციები
თბილისის და სხვადასხვა რეგიონის საჯარო და კერძო სკოლები
ახალგაზრდა მკვლევართა კლუბები
თბილისის ზოოპარკი და კერძო ორგანიზაციები
საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კვლევითი ცენტრები
ილიაუნის კვლევითი ინსტიტუტები და ლაბორატორიები
მოსწავლეებმა დაათვალიერეს თემატური გამოფენები, მონაწილეობა მიიღეს სახალისო ცდებსა და ექსპერიმენტებში, შემეცნებით-გასართობ პროგრამებში.
სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ქიმიის მასწავლებელს, ნანა ბარიშვილს და საინფორმაციო ტექნოლოგიების პედაგოგს, მარიამ ხაჩიძეს, ამ შესანიშნავ აქტივობაში ჩართულობისათვის.