სკოლა ,,პოლიგლოტის“ ფსიქოლოგმა, თეა ჯაღიაშვილმა და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელმა, სოფიო ლიჩელმა მე-5 (ა) კლასში ინტეგრირებული გაკვეთილი ჩაატარეს თემაზე: აბსტრაქცია და ფსიქოლოგია (რა გრძნობებს იწვევს ჩვენში აბსტრაქცია).
მოსწავლეებმა დიდი ცოდნა და ინტერესი გამოამჟღავნეს თანამედროვე ხელოვნების შესახებ. თავიანთი ნამუშევრები კი განიხილეს ფსიქოლოგთან ერთად.
სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის მასწავლებლებს ასეთი საინტერესო აქტივობისათვის.











