სკოლა პოლიგლოტის მე-4 (ბ) კლასის მოსწავლეები დამრიგებელ თამარ ჯანხოთელთან ერთად იმყოფებოდნენ ნინოშვილის მარანში.
მოსწავლეებს ჩაუტარდათ ტრადიციული ქართული კერძების მატერკლასები:
ხინკლის მომზადება;
ხაჭაპურისა და ლობიანის ცხობა;
ჩურჩხელების ამოვლება.
ისინი აქტიურად ჩაერთნენ პროცესში და დრო საინტერესოდ გაატარეს.
სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის თამარ ჯანხოთელს ასეთი საინტერესო აქტივობის ორგანიზებისათვის და მშობლებს აქტიური ჩართულობისათვის.



