ლინგვისტური და საგანმანათლებლო პოლიტიკის ფარგლებში, ასევე პროფესიული ორიენტაციის მიზნით, 8 ოქტომბერს სკოლა პოლიგლოტს ეწვია ფრანგული ინსტიტუტი – ქალბატონი კამილ ნორა (საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი), ქეთევან ქურციკიძე(ატაშე ლინგვისტური და საგანმანათლებლო თანამშრომლობის დარგში, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი), ნათია მსხალაძე(სააგენტო კამპუს ფრანსის წარმომადგენელი, საუნივერსიტეტო და სტუდენტთა მობილობის მიმართულება, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი), სარა გამბარდელა(საუნივერსიტეტო მიმართულების სტაჟიორი).
სკოლაში ფრანგული ენის სწავლების პერსპექტივებთან და სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით ისაუბრეს სკოლის დირექტორთან, ქალბატონ მზია დაუშვილთან.
სტუმრებმა წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაციები საფრანგეთში სწავლებასთან დაკავშირებით, ასევე ისაუბრეს გაცვლითი პროგრამების, ფრანგულენოვანი და ინგლისურენოვანი საუნივერსიტეტო პროგრამების, სტიპენდიების, ფრანგული ენის საერთაშორისო სასერტიფიკაციო გამოცდების, ფრანგული ენის შესწავლასა და პერსპექტივებთან დაკავშირებით.
აღნიშნული ღონისძიება გაიხსნა სკოლა პოლიგლოტის მოსწავლეების მიერ საქართველოსა და საფრანგეთის ჰიმნების შესრულებით.
შეხვედრას ესწრებოდნენ მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები.
სკოლა პოლიგლოტი დიდ მადლობას უხდის საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტს ასეთი საინტერესო და მნიშვნელოვანი ვიზიტისთვის.