კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

562379411_825767989970799_5822693409215487653_n
561087279_824460610101537_3548071344682186546_n
1
481672046_659163189964614_1357673203803837767_n
526644455_771154618765470_3102988555932484942_n
524206526_764354582778807_4825951326006989881_n

ღია გაკვეთილი თემაზე: ,,4-ის და 5-ის გამრავლება”

სკოლა პოლიგლოტის მე-3 (ბ) კლასში  მასწავლებელმა  ნინო ჯვებენავამ ჩაატარა ღია გაკვეთილი თემაზე: ,,4-ის და 5-ის გამრავლება”.

გაკვეთილი ორიენტირებული იყო თამაშებით სწავლებაზე, რაც კიდევ უფრო საინტერესოსა და სახალისოს ხდიდა სასწავლო პროცესს. მოსწავლეებმა გაიხსენეს წინარე ცოდნა — 2-ისა და 3-ის გამრავლება, რაც წარმოდგენილი იყო პრეზენტაციების სახით.

ახალი მასალის შესწავლის პარალელურად ჩატარდა შემოქმედებითი აქტივობები, რომლებიც დაეხმარა მოსწავლეებს ცოდნის დამკვიდრებასა და მათემატიკური უნარების გაუმჯობესებაში.

სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ნინო ჯვებენავას ასეთი საინტერესო გაკვეთილის ჩატარებისათვის.