სკოლა პოლიგლოტის მე-2 (გ) კლასში სოფო მუმლაძემ ჩაატარა ღია გაკვეთილი მათემატიკაში თემაზე: “ეროვნული ფულის ერთეულები, არითმეტიკული მოქმედებები, მოქმედებათა ურთიერთშებრუნებულობა.”
გაკვეთილის მიზანი იყო წინარე ცოდნის გამყარება/შეჯამება და მოიცავდა მრავალფეროვან აქტივობებს. ბავშვები აქტიურად ჩაერთნენ ინტერაქციაში, შეძლეს მარტივი მსჯელობა, ლოგიკური კავშირის დამყარება, თვლა, ანგარიში (მიმატება-გამოკლება,როგორც მრგვალი ათეულების,ისე ჩვეულებრივი რიცხვების), რიცხვების დასახელებას და ჩაწერა 100-ის ფარგლებში; ასევე, 100-მდე რიცხვების მიმატება-გამოკლება,ზეპირად ან სხვა ხერხით შეასრულეს შეკრების მოქმედებათა ურთიერთშებრუნებულობა.
ღია გაკვეთილი დატვირთული იყო მრავალფეროვანი დავალებებით, რომელსაც მოსწავლეებმა თავი კარგად გაართვეს და წამახალისებელი შეფასებებიც დაიმსახურეს.
სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის სოფო მუმლაძეს ასეთი საინტერესო გაკვეთილის ორგანიზებისათვის.


