სკოლა პოლიგლოტის მე-2 (გ) კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ ანი ჭელიძესთან ერთად წარმოადგინეს ღონისძიება – “სანტა კლაუსი და ზღაპრის პერსონაჟები”.
სკოლა პოლიგლოტს განსაკუთრებული სტუმრები – ზღაპრის პერსონაჟები ეწვივნენ. პატარებმა მონდომებით წაიკითხეს საახალწლო ლექსები და შეასრულეს სიმღერები, რითაც სანტა კლაუსის მოწონება დაიმსახურეს და საჩუქრებიც მიიღეს.
სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ანი ჭელიძეს საინტერესო საახალწლო ღონისძიების ორგანიზებისთვის, მოსწავლეებს ღონისძიების კარგად ჩატარებისათვის და მშობლებს აქტიური ჩართულობისთვის.









