კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

680373198_985180644029532_1765550122529724930_n
681930993_982873544260242_148765173135892683_n
683780888_984433044104292_1596656064780730949_n
679761470_982867084260888_6827313468252521335_n
677859156_982868850927378_2691700807006427678_n
678751005_982870610927202_2851624466826078398_n

ღია გაკვეთილი: გარემოს დაცვა და მდგრადი განვითარება – ჰაერის დაბინძურება

სკოლა პოლიგლოტის მე-6 კლასში ინგლისური ენის მასწავლებელმა, ეკატერინე შუბითიძემ და მათემატიკის მასწავლებელმა – ნათია ქანთარიამ ჩაატარეს ინტეგრირებული გაკვეთილი. გაკვეთილის თემა იყო: გარემოს დაცვა და მდგრადი განვითარება – ჰაერის დაბინძურება.

მოსწავლეებმა ინგლისურ ენაზე წარმოადგინეს ძალიან საინტერესო პრეზენტაციები ჰაერის დაბინძურების გამომწვევ მიზეზებზე, შეადგინეს ცხრილები, ააგეს სვეტოვანი და წრიული დიაგრამები, ასევე დაითვალეს ჰაერის დაბინძურების საშუალო მაჩვენებელი.

სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის მასწავლებლებს ასეთი საინტერესო ღია გაკვეთილის ორგანიზებისათვის.