კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

680373198_985180644029532_1765550122529724930_n
681930993_982873544260242_148765173135892683_n
683780888_984433044104292_1596656064780730949_n
679761470_982867084260888_6827313468252521335_n
677859156_982868850927378_2691700807006427678_n
678751005_982870610927202_2851624466826078398_n

სკოლა ,,პოლიგლოტში“ პირველ კლასელებმა “დედის დღისადმი” მიძღვნილი ზეიმი გამართეს

2017 წლის 2 მარტს სკოლა ,,პოლიგლოტში“ დედის დღისადმი მიძღვნილი ზეიმი გაიმართა. პირველი კლასის მოსწავლეებმა ულამაზესი , სითბოთი და სიყვარულით აღსავსე სიტყვებით , ლექსებითა და სიმღერებით მიულოცეს დედებს დღესასწაული. დადგეს მუსიკალური ზღაპარი ,,მამა დათვის განცხადება“. ბოლოს გადასცეს დედიკოებსა და საყვარელ მასწავლებლებს თავიანთი ხელით დამზადებული მისალოცი ბარათები , საჩუქრები და ულამაზესი ყვავილების თაიგულები.

დასასრულ, სიტყვით გამოვიდა სკოლის დირექტორი ქალბატონი მზია დაუშვილი და მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზატორებს- პირველი კლასის დამრიგებელს ქალბატონ ინგა შველიძეს, მუსიკის მსწავლებელ ქეთევან ჯეირანაშვილს, ხატვის პედაგოგ სოფიო ლიჩელს და მშობლებს ამ ულამაზესი საღამოს მოწყობისთვის.