277434798_3048791195334857_8538478073891513546_n

ღონისძიებები

24 ივნისი, 2024

მე-3 (ა) კლასის გამოსაშვები ღონისძიება “საქართველო ჩემი სამშობლოა”

სკოლა პოლიგლოტის მე-3 (ა) კლასში ჩატარდა გამოსაშვები ღონისძიება ” საქართველო ჩემი სამშობლოა”. მოსწავლეებმა მოირგეს საქართველოს სახელოვანი მეფეების და დედოფლების როლები, ისაუბრეს სამშობლოს ერთგულებაზე, სიყვარულსა და ერთობაზე. შეასრულეს ქართული ცეკვები: ხორუმი, ნარნარი და ლეკური, ასევე სიმღერები ქართულ, ფრანგულ და ინგლისურ ენაზე. ღონისძიების დასასრულს კი კიდევ ერთხელ გაიხსენეს საქართველოს მებრძოლი, გმირი წინაპრები, რომელთა მაგალითზე იზრდება მომავალი თაობა… Continue reading მე-3 (ა) კლასის გამოსაშვები ღონისძიება “საქართველო ჩემი სამშობლოა”

სრულად ნახვა
22 ივნისი, 2024

მე-3 (ბ) კლასის გამოსაშვები ღონისძიება

სკოლა პოლიგლოტის მე-3 (ბ) კლასში ჩატარდა გამოსაშვები ღონისძიება, რომლის ორგანიზატორიც იყო კლასის დამრიგებელი ანა ნიჟარაძე. ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა: სკოლა პოლიგლოტი დიდ მადლობას უხდის ღონისძიების ორგანიზატორს კლასის დამრიგებელ ანა ნიჟარაძეს, ინგლისური ენის მასწავლებელ ანუკი ლაბაძეს, ფრანგული ენის მასწავლებელ ირმა ჭანკოტაძეს, დეკორაციების ავტორს ხელოვნების მასწავლებელ სოფიო ლიჩელს და ღონისძიების მუსიკალურად გამფორმებელს მუსიკის მასწავლებელ ანი ზაზაშვილს. სკოლა პოლიგლოტი… Continue reading მე-3 (ბ) კლასის გამოსაშვები ღონისძიება

სრულად ნახვა
19 ივნისი, 2024

მე-3 (გ) კლასის გამოსაშვები ღონისძიება

სკოლა პოლიგლოტის მე-3 (გ) კლასში ჩატარდა გამოსაშვები ღონისძიება, რომლის ორგანიზატორი იყო კლასის დამრიგებელი გურანდა ხუსკივაძე. ღონისძიების თემატიკა იყო სამშობლოს სიყვარული, საქართველოს კულტურა: ქართული ენა, ფოლკლორი, ცეკვა და სიმღერა. მოსწავლეებმა ლექსები და სიმღერები შეასრულეს ქართულ, ფრანგულ და ინგლისურ ენაზე. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ინგლისური და ფრანგული ენის პედაგოგებს, სალომე ქერაშვილსა და ირმა ჭანკოტაძეს, მუსიკის მასწავლებელ ანი… Continue reading მე-3 (გ) კლასის გამოსაშვები ღონისძიება

სრულად ნახვა
10 ივნისი, 2024

1-ლი (ბ) კლასის გამოსაშვები ღონისძიება

სკოლა პოლიგლოტის 1-ელ (ბ) კლასში ჩატარდა გამოსაშვები ღონისძიება, რომლის ორგანიზატორი იყო კლასის დამრიგებელი ეკა ჩიტრეკაშვილი. ღონისძიების ფარგლებში პირველკლასელებმა წაიკითხეს ლექსები იაკობ გოგებაშვილის  დედაენაზე და ინგლისურ ანბანზე, შეასრულეს სიმღერები, როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე. სკოლა პოლიგლოტი მადლობას ინგლისური ენის მასწავლებელ მარიამ ცაბაძეს, ღონისძიების მუსიკალურად გამფორმებელს მუსიკის მასწავლებელ ანი ზაზაშვილსა და ულამაზესი დეკორაციების ავტორს ხელოვნების მასწავლებელ სოფიო… Continue reading 1-ლი (ბ) კლასის გამოსაშვები ღონისძიება

სრულად ნახვა
7 ივნისი, 2024

1-ლი (ა) კლასის გამოსაშვები ღონისძიება

სკოლა პოლიგლოტში გაიმართა 1-ლი (ა) კლასის გამოსაშვები ღონისძიება, რომლის ორგანიზატორიც იყო კლასის დამრიგებელი ნონა წამალაშვილი. ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა: სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის პირველი კლასის პედაგოგებს: ნონა წამალაშვილს, მარიამ ცაბაძეს, ანი ზაზაშვილს, ასევე ხელოვნების მასწავლებელსა და დეკორაციების ავტორს სოფიო ლიჩელს ასეთი ლამაზი ღონისძიების ორგანიზებისთვის. მადლობა მშობლებს აქტიური ჩართულობისთვის.

სრულად ნახვა
2 ივნისი, 2024

ღონისძიება “დედაენის მეჯლისი”

სკოლა პოლიგლოტში გაიმართა 1-ლი (გ) კლასის გამოსაშვები ღონისძიება “დედაენის მეჯლისი”, რომლის ორგანიზატორიც იყო კლასის დამრიგებელი სოფო მუმლაძე.   ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა: სკოლა პოლიგლოტი დიდ მადლობას უხდის პირველი კლასის მასწავლებლებს: სოფო მუმლაძეს, მაკა ტოფაძეს, მარიამ ცაბაძეს და ანი ზაზაშვილს ასეთი ლამაზი ღონისძიების ორგანიზებისათვის. ასევე მშობლებს აქტიური ჩართულობისათვის. 

სრულად ნახვა
1 ივნისი, 2024

ბოლო ზარი 2024

სკოლა პოლიგლოტში ჩატარდა მე- 12 კლასის მოსწავლეების “ბოლო ზარი”. ღონისძიება იყო ძალიან საინტერესო და ამაღელვებელი. პატარა პოლიგლოტელებმა ლექსებითა და სიმღერებით მთელი გულით მიულოცეს სკოლის დამთავრება მე-12 კლასელებს, ხოლო მათ სიყვარულითა და მადლიერებით გამთბარი სიტყვები მიუძღვნეს მშობლიურ სკოლას და საუკეთესო მასწავლებლებს. სკოლა პოლიგლოტი ულოცავს მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას და უსურვებს მათ ულევ სიხარულს, ბედნიერებასა და წარმატებას… Continue reading ბოლო ზარი 2024

სრულად ნახვა
30 მაისი, 2024

სპექტაკლი „ფიფქია და შვიდი ჯუჯა”

სკოლა პოლიგლოტის მე- 4 (ა) კლასის მოსწავლეებმა ითამაშეს სპექტაკლი „ფიფქია და შვიდი ჯუჯა” ძმები გრიმების ცნობილი გერმანული ზღაპრის მიხედვით. მოსწავლეებმა შეასრულეს სიმღერები: Wishing well, Whisel while you work, Evil like me ამავე სახელწოდების დისნეის მულტფილმებიდან. ასევე წარმოადგინეს ქორეოგრაფიული ნომრები. სცენარის ავტორი და რეჟისორი ინგლისური ენის მასწავლებელი სალომე ქერაშვილი, მუსიკალური გაფორმება ანი ზაზაშვილი. სკოლა პოლიგლოტი დიდ… Continue reading სპექტაკლი „ფიფქია და შვიდი ჯუჯა”

სრულად ნახვა
21 მაისი, 2024

ღონისძიება ,,ჩემი საქართველო”

სკოლა პოლიგლოტში გაიმართა ღონისძიება ,,ჩემი საქართველო”, რომელიც ეძღვნებოდა ფრანკოფონიის დღეებს საქართველოში. ღონისძიების ფარგლებში ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა წაიკითხეს ქართველი კლასიკოსების ლექსები ფრანგულ ენაზე, შეასრულეს ფრანგული სიმღერები, ასევე იმღერეს ,,სულიკო” ფრანგულ და ქართულ ენაზე, იცეკვეს ცეკვა ქართული ოპერიდან „დაისი“. ღონისძიებას ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები: მაკა ნადარეიშვილი – მასწავლებლის სახლის წარმომადგენელი, მენტორი მასწავლებელი, ქეთევან ქურციკიძე – ატაშე ლინგვისტური და… Continue reading ღონისძიება ,,ჩემი საქართველო”

სრულად ნახვა
8 მაისი, 2024

პოდიუმი ,,აი ია”

სკოლა პოლიგლოტში ,,დედაენის” დღესთან  დაკავშირებით ჩატარდა პირველკლასელთა ღონისძიება – პოდიუმი ,,აი ია”.  მოსწავლეებმა სამსახიობო  ნიჭითა და ოსტატობით დაამშვენეს წითელი ხალიჩა. ეს პოდიუმი სიმბოლურად დაამთავრეს სიმღერით ,,ქართული ანბანი”. სანახაობა იყო მიმზიდველი, სახალისო და შემეცნებითი. ღონისძიების ავტორი გახლდათ სახვითი და გამოყენებით ხელოვნების მასწავლებელი სოფიო ლიჩელი, მუსიკალური გაფორმება ეკუთვნის ანა ზაზაშვილს (,,ქართული რემიქსები”; ,,მოდი  ვნახოთ ვენახი”),  პერფორმანსს კი… Continue reading პოდიუმი ,,აი ია”

სრულად ნახვა
2 მაისი, 2024

კალიგრაფიის კონკურსი

სკოლა პოლიგლოტის მე-6 კლასის მოსწავლეებმა ისტორიის მასწავლებელთან ნაზი ზაალიშვილთან და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთან მელანო ჩოკორაიასთან ერთად ჩაატარეს კალიგრაფიის კონკურსი. გამარჯვებულები გამოვლინდა შემდეგ ნომინაციებში: საუკეთესო ხელნაწერი; საუკეთესო ილუსტრირებული ხელნაწერი; საუკეთესო კედლის გაზეთი. გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებით. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ასეთი საინტერესო აქტივობისათვის.

სრულად ნახვა
26 აპრილი, 2024

დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეული

სკოლა პოლიგლოტის ეკოკლუბის  ინიციატივით, ჩატარდა დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეული. კვირეულის ფარგლებში განხორციელდა სხვადასხვა საინტერესო და თემატური აქტივობა: მადლობა ჩვენი სკოლის ეკოკლუბს და მის ხელმძღვანელს, გეოგრაფიის მასწავლებელს, ნინო წამალაშვილს ასეთი მნიშვნელობანი და საინტერესო ღონისძიებებისათვის.

სრულად ნახვა
18 აპრილი, 2024

1 (ა) კლასში ,,ანბანის გაცილება” აღნიშნეს

სკოლა პოლიგლოტის 1 (ა) კლასში აღინიშნა ,,ანბანის გაცილება”.  გაკვეთილი ტექსტის გაგება-გააზრებაზე ორიენტირებული აქტივობებით იყო დატვირთული.  მოსწავლეებმა წარმოაჩინეს შესწავლილი მასალის ცოდნა, წაიკითხეს მოთხრობა, იმუშავეს წყვილებში და თავად შექმნეს მოთხრობის კომიქსი. დასასრულს კი ძვირფას ანბანს მუსიკალური ნომერი მიუძღვნეს. დიდი მადლობა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს ნინო ოქრუაშვილს ასეთი საინტერესო აქტივობისათვის.

სრულად ნახვა
16 აპრილი, 2024

მკითხველთა კონფერენცია

სკოლა ,,პოლიგლოტში“  დედა ენის დღისადმი მიძღვნილი  კვირეულის ფარგლებში ჩატარდა მკითხველთა კონფერენცია. მოსწავლეებმა  წარმოადგინეს  წაკითხული წიგნების პრეზენტაციები  და  ერთმანეთს გაუზიარეს   შტაბეჭდილებები.  დისკუსია წარიმართა საინტერესოდ და მეგობრულ გარემოში. სკოლა პოლიგლოტი დიდ მადლობას უხდის მკითხველთა კონფერენციის ორგანიზატორებს, ანა ჯავახიშვილსა და თეონა დიასამიძეს, ლიტერატურული კლუბის წევრებს და ჩვენს საყვარელ პრეზენტატორებს შესანიშნავი ღონისძიებისათვის.

სრულად ნახვა
15 აპრილი, 2024

დედა ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული

სკოლა ,,პოლიგლოტში“ ჩატარდა  დედა ენის  დღისადმი მიძღვნილი კვირეული, რომელიც დატვირთული იყო მრავალფეროვანი აქტივობებით. კვირეულში მონაწილეობდნენ დაწყებითი, საბაზო და საშუალო ეტაპის მოსწავლეები. გიზიარებთ განხორციელებულ  აქტივობებს: კვირეულის განმავლობაში მოსწავლეებმა სიღრმისეულად შეისწავლეს დედა ენის დღის ისტორია, გააკეთეს პრეზენტაციები, აიმაღლეს ცნობიერება ქართული ენის მნიშვნელობისა და დანიშნულების შესახებ. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ყველა მასწავლებელსა და მოსწავლეს, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ აღნიშნულ… Continue reading დედა ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული

სრულად ნახვა