277434798_3048791195334857_8538478073891513546_n

სიახლეები

12 ოქტომბერი, 2025

ფრანგული ინსტიტუტი სკოლა პოლიგლოტში

ლინგვისტური და საგანმანათლებლო პოლიტიკის ფარგლებში, ასევე პროფესიული ორიენტაციის მიზნით, 8 ოქტომბერს სკოლა პოლიგლოტს ეწვია ფრანგული ინსტიტუტი – ქალბატონი კამილ ნორა (საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი), ქეთევან ქურციკიძე(ატაშე ლინგვისტური და საგანმანათლებლო თანამშრომლობის დარგში, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი), ნათია მსხალაძე(სააგენტო კამპუს ფრანსის წარმომადგენელი, საუნივერსიტეტო და სტუდენტთა მობილობის მიმართულება, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი), სარა გამბარდელა(საუნივერსიტეტო მიმართულების სტაჟიორი).    სკოლაში ფრანგული ენის… Continue reading ფრანგული ინსტიტუტი სკოლა პოლიგლოტში

სრულად ნახვა
8 ოქტომბერი, 2025

ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი

სკოლა პოლიგლოტის მე-8 კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მე-12 სამეცნიერო პიკნიკზე. სამეცნიერო პიკნიკზე წარმოდგენილი იყო: განათლების სფეროს საერთაშორისო ორგანიზაციები თბილისის და სხვადასხვა რეგიონის საჯარო და კერძო სკოლები ახალგაზრდა მკვლევართა კლუბები თბილისის ზოოპარკი და კერძო ორგანიზაციები საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კვლევითი ცენტრები ილიაუნის კვლევითი ინსტიტუტები და ლაბორატორიები მოსწავლეებმა დაათვალიერეს თემატური გამოფენები, მონაწილეობა მიიღეს სახალისო ცდებსა და ექსპერიმენტებში,… Continue reading ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი

სრულად ნახვა
7 ოქტომბერი, 2025

ენების ევროპული დღე სკოლა პოლიგლოტში

სკოლა პოლიგლოტმა ტრადიციულად წელსაც მიიღო მონაწილეობა ენების ევროპული დღის აღსანიშნავ ღონისძიებაში. სკოლაში დაიგეგმა და განხორციელდა მრავალი საინტერესო, შემეცნებითი თუ გასართობი ღონისძიება. მოსწავლეებმა მასწავლებლების დახმარებით შეისწავლეს დაქტილი ე.წ ყრუ და სმენადაქვეითებულების ანბანი, შექმნეს ენების ხის მაკეტი, პოსტერები, კედლის გაზეთი, კომიქსების წიგნაკი და სხვა მრავალი პროდუქტი ენობრივი მრავალფეროვნების მნიშვნელობის ხაზგასასმელად. ენების ევროპული დღის აღნიშვნა მნიშვნელოვანია, რადგან ის… Continue reading ენების ევროპული დღე სკოლა პოლიგლოტში

სრულად ნახვა
19 სექტემბერი, 2025

სკოლა პოლიგლოტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

სკოლა „პოლიგლოტი“ გილოცავთ 2025-2026 სასწავლო წლის დაწყებას! წინ წარმატებით, თავგადასავლებითა და სიყვარულით სავსე სასწავლო წელია! ისწავლე სკოლა „პოლიგლოტში“ და შეიქმენი შენი ცხოვრების ბედნიერი მომავალი!

სრულად ნახვა
6 სექტემბერი, 2025

სახელმძღვანელოების ჩამონათვალი

    გიზიარებთ ძირითადი  სახელმძღვანელოების ნუსხას კლასებისა და საგნების მიხედვით. ასევე გაცნობებთ, რომ  სკოლამ  დაწყებით საფეხურზე, პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  სამინისტროსთან შეთანხმებით,  შემოიტანა საერთაშორისო  პროგრამა მათემატიკაში,  რომლის სახელმძღვანელოებიც არის ჩამონათვალში.  გაცნობებთ, რომ  ინგლისური წიგნის სახლი მოგვაწვდის მათემატიკის ამ  სახელმძღვანელოებსა და ინგლისური ენის სახელმძღვანელოებს, რომლებსაც სკოლაში შეიძენთ. I კლასი 1.ქართული ენა და ლიტერატურა… Continue reading სახელმძღვანელოების ჩამონათვალი

სრულად ნახვა
2 აგვისტო, 2025

მე-12 კლასელების წარმატება

ვულოცავთ ჩვენს მე-12 კლასელებს ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით დასრულებას. ჩვენ ვამაყობთ მათი მიღწეული შედეგებით და ვუსურვებთ წარმატებულ სტუდენტობას. ჩვენ დარწმუნებულები ვართ მომავალშიც არა ერთხელ ვიამაყებთ თითოეული მათგანის წარმატებით, წინსვლითა და ნათელი მომავლით.

სრულად ნახვა
24 ივლისი, 2025

საერთაშორისო მათემატიკა-გლობალური აზროვნება

საერთაშორისო მათემატიკა-გლობალური აზროვნება ახალი სასწავლო წლიდან სკოლა პოლიგლოტში (I-VI კლასები) იწყება საერთაშორისო მათემატიკის პროგრამის შესწავლა! თანამედროვე სტანდარტები; კრიტიკული და ლოგიკური აზროვნება; საერთაშორისო ცოდნის დონე; მომზადება საერთაშორისო გამოცდებისთვის. ისწავლე სკოლა პოლიგლოტში და შეიქმენი შენი ცხოვრების ბედნიერი მომავალი!

სრულად ნახვა
7 ივლისი, 2025

შემოქმედებითი საღამო -,,ვიკითხოთ წიგნი”

სკოლა პოლიგლოტის მე-5 (ა, ბ) კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკაში, სადაც ლიტერატურული ფესტივალის ფარგლებში დაესწრნენ შემოქმედებით საღამოს -,,ვიკითხოთ წიგნი”. ღონისძიებას უძღვებოდა ფრანგული ინსტიტუტის მიერ საქართველოში მოწვეული ფრანგი მწერალი, რომელმაც ბავშვებს წაუკითხა ძალიან საინტერესო ტექსტი საფრთხის წინაშე მყოფი ზღვის ცხოველების შესახებ. ტექსტის წაკითხვის შემდეგ გაიმართა საინტერესო დისკუსია. ჩვენი მოსწავლეები გამოირჩეოდნენ აქტიურობით და წარმოადგინეს საკუთარი… Continue reading შემოქმედებითი საღამო -,,ვიკითხოთ წიგნი”

სრულად ნახვა
4 ივლისი, 2025

ლექცია თემაზე: ,,წყლის ყოველი წვეთი ძვირფასია“

სკოლა პოლიგლოტმა უმასპინძლა კომპანია GWP-ს წარმომადგენელს მარიამ მარკოზაშვილს, რომელმაც მე-8 კლასის მოსწავლეებს ჩაუტარა ლექცია თემაზე: ,,წყლის ყოველი წვეთი ძვირფასია“. კომპანიის წარმომადგენელმა შესაბამისი ვიზუალური და საინფორმაციო მასალებით აუხსნა რა გზას გადის წყალი მყინვარებიდან ჩვენს ონკანებამდე. რა მნიშვნელობა აქვს წყალზე, როგორც სასიცოცხლო მნიშვნელობის რესურსზე ზრუნვას, თითოეული ჩვენგანისთვის და გარემოსთვის. ლექციის მიმდინარეობისას მოსწავლეებმა ითამაშეს პროექტის ფარგლებში მომზადებული საგანმანათლებლო… Continue reading ლექცია თემაზე: ,,წყლის ყოველი წვეთი ძვირფასია“

სრულად ნახვა
3 ივლისი, 2025

მე-3(ა) კლასის გამოსაშვები ღონისძიება ,,სტუმრად ბიბლიოთეკაში’’

სკოლა პოლიგლოტის მე-3(ა) კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელ მაკა წურწუმიასთან ერთად წარმოადგინეს გამოსაშვები ღონისძიება ,,სტუმრად ბიბლიოთეკაში’’. მოსწავლეებმა გააცოცხლეს ამბავი წიგნებიდან. ღამის წყვდიადში ბიბლიოთეკის თაროებიდან იღვიძებდნენ პატარა ჭიამაიები, ციცინათელები, სალამურა, ბაია, შვლის ნუკრი, ისინი თავიანთ სატკივარს და სიხარულს უზიარებდნენ მკითხველს. ეს სპექტაკლი არ იყო მხოლოდ მხატვრული წარმოდგენა, ის იყო ერთგვარი სიმბოლო იმისა,თუ როგორ უნდა შევაყვაროთ ბავშვს წიგნი, აუხსნათ… Continue reading მე-3(ა) კლასის გამოსაშვები ღონისძიება ,,სტუმრად ბიბლიოთეკაში’’

სრულად ნახვა
1 ივლისი, 2025

სასწავლო პროექტის — „ხელოვნური ინტელექტი და ციფრული უნარების“ შემაჯამებელი შეხვედრა

სკოლა პოლიგლოტში გაიმართა ფინალური შეხვედრა პროფესორ ცირა ბარბაქაძესთან. შეხვედრა ეხებოდა მიმდინარე სასწავლო პროექტის — „ხელოვნური ინტელექტი და ციფრული უნარები“ — შემაჯამებელ ეტაპს, რომელშიც ჩართულნი იყვნენ სკოლა “პოლიგლოტის” მოსწავლეები. პროექტი მთელი წლის განმავლობაში აერთიანებდა ინოვაციურ და პრაქტიკულ აქტივობებს, რომელთა მიზანი იყო მოსწავლეების ციფრული და კრეატიული კომპეტენციების გაძლიერება. მოსწავლეებმა შეისწავლეს ხელოვნური ინტელექტის პრინციპები, ჩატბოტებთან ეფექტური კომუნიკაციის საფუძვლები,… Continue reading სასწავლო პროექტის — „ხელოვნური ინტელექტი და ციფრული უნარების“ შემაჯამებელი შეხვედრა

სრულად ნახვა
27 ივნისი, 2025

მე-6 კლასის სპექტაკლი “მატილდა პატარა საოცრება”

სკოლა პოლიგლოტის მე-6 კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელ, ინგლისურის ენის მასწავლებელ ეკატერინე შუბითიძესთან ერთად წარადგინეს სპექტაკლი “მატილდა პატარა საოცრება” ინგლისურ ენაზე. მატილდა გამორჩეული ინტელექტის მქონე გოგონაა, რომელსაც უყურადღებო მშობლები ჰყავს და სკოლაშიც უხეში დირექტორი ხვდება. თუმცა თავისი გონიერებითა და მეგობრების დახმარებით, ის მათ წინააღმდეგ იბრძოლებს და დაიხსნის თავს. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ეკატერინე შუბითიძეს ასეთი ლამაზი ღონისძიების… Continue reading მე-6 კლასის სპექტაკლი “მატილდა პატარა საოცრება”

სრულად ნახვა
25 ივნისი, 2025

მე-8 (ბ) კლასის ექსკურსია

სკოლა პოლიგლოტის მე-8 (ბ) კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ ექსკურსიაზე შიდა ქართლში, კასპის მუნიციპალიტეტში. სოფელ ნოსტეში მათ მოინახულეს გიორგი სააკაძის ძველი ნასახლარი და ციხე-დარბაზი. ასევე, ნახეს ქვათახევის მონასტერი და გაეცნენ მის ისტორიულ თუ გეოგრაფიულ მდებარეობას. ექსკურსიის მიზანი იყო საქართველოს ბუნებრივი სილამაზის, კულტურული მემკვიდრეობის და გეოგრაფიული მხარის გაცნობა. დღის ბოლოს მოეწყო სახალისო და შემეცნებით პიკნიკი, რამაც მოსწავლეებზე წარუშლელი… Continue reading მე-8 (ბ) კლასის ექსკურსია

სრულად ნახვა
24 ივნისი, 2025

I ადგილი „ტვინების ბრძოლაში“

სკოლა პოლიგლოტის მე-8 (ბ) კლასის მოსწავლეებმა ალექსანდრე ახალკაცმა, ლიზი ბაშარულმა, ალექსანდრე გოგიშვილმა, ცოტნე მამფორიამ და თინანო ნიშნიანიძემ მიიღეს მონაწილეობა brains.Ge-ს მიერ ორგანიზებულ ოლიმპიადაში „ტვინების ბრძოლა“ და მოიპოვეს თბილისის მასშტაბით I ადგილი, ხოლო საქართველოს მასშტაბით III ადგილი. გამარჯვებული პოლიგლოტელები დაჯილდოვდნენ საზაფხულო ბანაკში დასვენების საგზურით. სკოლა პოლიგლოტი ულოცავს მათ ამ წარმატებას და მომავალშიც უსურვებს წინსვლას.

სრულად ნახვა
23 ივნისი, 2025

მე-5(ბ) კლასის ღონისძიება

სკოლა პოლიგლოტის მე-5(ბ) კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ ნინო ოქრუაშვილთან ერთად, წარმოადგინეს გამოსაშვები ღონისძიება. ზეიმის თემატიკა იყო მომავლის პროფესიები და კლასელების შეხვედრა სკოლის დასრულებიდან 10 წლის შემდეგ. მოსწავლეებმა სცენაზე განასახიერეს თავიანთი საოცნებო პროფესიები და თვალსაჩინოდ წარმოადგინეს, თუ როგორ ხედავენ საკუთარ თავს მომავალში. ღონისძიება დატვირთული იყო ემოციებითა და სითბოთი. ბავშვებმა გაიხსენეს მეგობრობა, საერთო მოგონებები, თავიანთი საკლასო ისტორია. სცენაზე… Continue reading მე-5(ბ) კლასის ღონისძიება

სრულად ნახვა