277434798_3048791195334857_8538478073891513546_n

ღია და ინტეგრირებული გაკვეთილები

10 აპრილი, 2024

ღია გაკვეთილი თემაზე: ნაშთიანი გაყოფა

სკოლა პოლიგლოტის მათემატიკის მასწავლებელმა სოფო დვალიშვილმა მე-4 (ა) კლასში ჩაატარა ღია გაკვეთილი თემაზე:  ნაშთიანი გაყოფა. მოსწავლეებმა გაიხსენეს უკვე შესწავლილი მასალა გამრავლებისა და გაყოფის კომპონენტებზე, ჩამოაყალიბეს გამრავლების თვისებები. ისწავლეს რიცხვების გაყოფა ნაშთით და შეასრულეს სხვადასხვა ტიპის დავალება როგორც ინდივიდუალურად, ისე წყვილებში. მადლობა ქალბატონ სოფოს ასეთი საინტერესო აქტივობისათვის.

სრულად ნახვა
9 აპრილი, 2024

ღია გაკვეთილი თემაზე: ,, „როგორ იხსნა ჯოვანინომ თავისი ქვეყანა“

სკოლა პოლიგლოტის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ნინო ოქრუაშვილმა მე-4 (ბ) კლასში ჩაატარა სამფაზიან კონსტრუქტივისტულ-ინტერაქტივისტულ მოდელზე აგებული ღია გაკვეთილი, თემაზე: ,, „როგორ იხსნა ჯოვანინომ თავისი ქვეყანა“. მოსწავლეები გაეცნენ უცნობ ავტორებს, მოსინჯეს კითხვის სტრატეგია „ჰკითხე ავტორს“, რომლის ფარგლებშიც მოიფიქრეს და დაუსვეს სხვადასხვა საინტერესო შეკითხვა ავტორს. განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ჯგუფური აქტივობის ნაწილი. მოსწავლეებმა მოირგეს კრიტიკოსების, ჟურნალისტების, მხატვრებისა… Continue reading ღია გაკვეთილი თემაზე: ,, „როგორ იხსნა ჯოვანინომ თავისი ქვეყანა“

სრულად ნახვა
2 აპრილი, 2024

ღია გაკვეთილი  თემაზე: ,,ვეფხისტყაოსანი” და მისი ავტორი

სკოლა პოლიგლოტის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მელანო ჩოკორაიამ მე-6 (ა) კლასში ჩაატარა ღია გაკვეთილი,  თემაზე: ,,ვეფხისტყაოსანი” და მისი ავტორი.  მოსწავლეებმა საკითხის შესახებ დიდი ცოდნა გამოავლინეს, ისაუბრეს შოთა რუსთაველზე, განიხილეს პოემის სხვადასხვა ასპექტი და უპასუხეს ლიტერატურული ვიქტორინის შეკითხვებს. მადლობა ქალბატონ მელანოს ასეთი საინტერესო გაკვეთილისათვის. 

სრულად ნახვა
1 აპრილი, 2024

ღია გაკვეთილი თემაზე: “რიცხვების გამრავლება”

სკოლა პოლიგლოტის მათემატიკის მასწავლებელმა თამარ რიჟამაძემ მე-3 (გ) კლასში ჩაატარა ღია გაკვეთილი, თემაზე: “რიცხვების გამრავლება”. მოსწავლეები გაეცნენ გამრავლების თვისებასა და გამრავლებისას მართკუთხოვანი ცხრილის გამოყენებას. ასევე შეასრულეს სხვადასხვა ტიპის დავალებები წყვილებში და ინდივიდუალურად. მადლობა ქალბატონ თამარს ასეთი საინტერესო გაკვეთილისთვის, რაც მოსწავლეებს სამომავლოდ კიდევ უფრო დაეხმარება ცოდნის გაღრმავებაში.

სრულად ნახვა
29 მარტი, 2024

ინტეგრირებული გაკვეთილი თემაზე: აბსტრაქცია და ფსიქოლოგია (რა გრძნობებს იწვევს ჩვენში აბსტრაქცია)

სკოლა ,,პოლიგლოტის“ ფსიქოლოგმა, თეა ჯაღიაშვილმა და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელმა, სოფიო ლიჩელმა მე-5 (ა) კლასში ინტეგრირებული გაკვეთილი ჩაატარეს თემაზე: აბსტრაქცია და ფსიქოლოგია (რა გრძნობებს იწვევს ჩვენში აბსტრაქცია). მოსწავლეებმა დიდი ცოდნა და ინტერესი გამოამჟღავნეს თანამედროვე ხელოვნების შესახებ. თავიანთი ნამუშევრები კი განიხილეს ფსიქოლოგთან ერთად. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის მასწავლებლებს ასეთი საინტერესო აქტივობისათვის.

სრულად ნახვა
29 მარტი, 2024

ღია გაკვეთილი თემაზე: “შეგრძნების ორგანოები”

სკოლა პოლიგლოტის 1-ლი (ბ) კლასის დამრიგებელმა ეკა ჩიტრეკაშვილმა ჩაატარა ღია გაკვეთილი თემაზე: “შეგრძნების ორგანოები”. მოსწავლეებმა შეისწავლეს ადამიანის შეგრძნების ორგანოები და მათი ფუნქციები. შეასრულეს სახალისო აქტივობები და იმსჯელეს ორგანოების მნიშვნელობაზე. მადლობა ქალბატონ ეკას ასეთი საინტერესო გაკვეთილისათვის.

სრულად ნახვა
28 მარტი, 2024

ინტეგრირებული გაკვეთილი მათემატიკასა და ინგლისურში

სკოლა ,,პოლიგლოტი“ მე-2 (ბ) კლასში მასწავლებლებმა ნათია ქანთარიამ და ანუკი ლაბაძემ ინტეგრირებული გაკვეთილი ჩაატარეს მათემატიკასა და ინგლისურში. გაკვეთილის მიზანი იყო საგნების ფარგლებში მიღებული ცოდნის ერთმანეთთან დაკავშირება და სიახლეების აღმოჩენა.  მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ ინტერაქციაში და ასევე აითვისეს ახალი ლექსიკური და მათემატიკური ერთეულები. დიდი მადლობა მასწავლებლებს საინტერესო და სახალისო გაკვეთილისთვის.

სრულად ნახვა
26 მარტი, 2024

ღია გაკვეთილი თემაზე: „არითმეტიკული მოქმედებები”

სკოლა ,,პოლიგლოტის” მასწავლებელმა სოფო მუმლაძემ ჩაატარა ღია გაკვეთილი 1-ლი (ა და ბ) კლასის მოსწავლეებისათვის მათემატიკაში თემაზე: „არითმეტიკული მოქმედებები”. გაკვეთილის მიზანი იყო 20-ის ფარგლებში შედარება, წინა და მომდევნო რიცხვების დადგენა, ნახატის შესაბამისი რაოდენობების დასახელება, ასევე 20-ის ფარგლებში რიცხვების შეკრება-გამოკლებაც. გაკვეთილი მოიცავდა მრავალფეროვან აქტივობებს, რომელსაც მოსწავლეებმა თავი კარგად გაართვეს და წამახალისებელი შეფასებებიც დაიმსახურეს.

სრულად ნახვა
25 მარტი, 2024

ღია გაკვეთილი თემაზე – ნაცვალსახელი და ზმნა

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ნინო კაპანაძემ მე-3 (ბ) კლასში ჩაატარა ღია გაკვეთილი, თემაზე – ნაცვალსახელი და ზმნა. გაკვეთილის მიზანი იყო, მოსწავლეებს საკუთარი დაკვირვებებით აღმოეჩინათ ზმნის ფორმაცვალება პირის ნაცვალსახელების მიხედვით და გამოეტანათ შესაბამისი დასკვნები. მოსწავლეებმა წარმატებით გაართვეს თავი დავალებებს.

სრულად ნახვა
22 მარტი, 2024

ღია გაკვეთილი მათემატიკაში თემაზე: „არითმეტიკული მოქმედებები”

პოლიგლოტის 1-ლი (გ) კლასის მასწავლებელმა სოფო მუმლაძემ ჩაატარა ღია გაკვეთილი მათემატიკაში თემაზე: „არითმეტიკული მოქმედებები”. გაკვეთილის მიზანი იყო 20-ის ფარგლებში როგორც რიცხვების შეკრება- გამოკლება, ასევე შედარებაც. მოსწავლეებმა კარგად გაართვეს თავი ამ გამოწვევას და წამახალისებელი სტიკერებიც დაიმსახურეს. გაკვეთილზე გამოჩნდა მოსწავლეთა ცოდნა და მაღალი ჩართულობა.

სრულად ნახვა
6 მარტი, 2024

ღია – ინტეგრირებული გაკვეთილი თემაზე: ,,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“ და ტაო-კლარჯეთის ისტორიულ-გეოგრაფიული მიმოხილვა

სკოლა ,,პოლიგლოტის“ ჰუმანიტარულ-საზოგადოებრივი მეცნიერებებისა და ესთეტიკურ-სპორტული აღზრდის კათედრაზე ჩატარდა ღია – ინტეგრირებული გაკვეთილი მე-10 კლასში ქართულში, ისტორიასა და გეოგრაფიაში თემაზე: ,,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“ და ტაო-კლარჯეთის ისტორიულ-გეოგრაფიული მიმოხილვა. ღია გაკვეთილზე მოსწავლეებმა იმსჯელეს და  დააკავშირეს  სამი საგნის ცოდნა ერთ თემასთან, კერძოდ ,,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“ ლიტერატურული, ისტორიული და გეოგრაფიული მნიშვნელობა. ასევე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დაიგეგმა ექსკურსია ტაო -კლარჯეთში… Continue reading ღია – ინტეგრირებული გაკვეთილი თემაზე: ,,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“ და ტაო-კლარჯეთის ისტორიულ-გეოგრაფიული მიმოხილვა

სრულად ნახვა