277434798_3048791195334857_8538478073891513546_n

ღია და ინტეგრირებული გაკვეთილები

25 მარტი, 2024

ღია გაკვეთილი თემაზე – ნაცვალსახელი და ზმნა

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ნინო კაპანაძემ მე-3 (ბ) კლასში ჩაატარა ღია გაკვეთილი, თემაზე – ნაცვალსახელი და ზმნა. გაკვეთილის მიზანი იყო, მოსწავლეებს საკუთარი დაკვირვებებით აღმოეჩინათ ზმნის ფორმაცვალება პირის ნაცვალსახელების მიხედვით და გამოეტანათ შესაბამისი დასკვნები. მოსწავლეებმა წარმატებით გაართვეს თავი დავალებებს.

სრულად ნახვა
22 მარტი, 2024

ღია გაკვეთილი მათემატიკაში თემაზე: „არითმეტიკული მოქმედებები”

პოლიგლოტის 1-ლი (გ) კლასის მასწავლებელმა სოფო მუმლაძემ ჩაატარა ღია გაკვეთილი მათემატიკაში თემაზე: „არითმეტიკული მოქმედებები”. გაკვეთილის მიზანი იყო 20-ის ფარგლებში როგორც რიცხვების შეკრება- გამოკლება, ასევე შედარებაც. მოსწავლეებმა კარგად გაართვეს თავი ამ გამოწვევას და წამახალისებელი სტიკერებიც დაიმსახურეს. გაკვეთილზე გამოჩნდა მოსწავლეთა ცოდნა და მაღალი ჩართულობა.

სრულად ნახვა
6 მარტი, 2024

ღია – ინტეგრირებული გაკვეთილი თემაზე: ,,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“ და ტაო-კლარჯეთის ისტორიულ-გეოგრაფიული მიმოხილვა

სკოლა ,,პოლიგლოტის“ ჰუმანიტარულ-საზოგადოებრივი მეცნიერებებისა და ესთეტიკურ-სპორტული აღზრდის კათედრაზე ჩატარდა ღია – ინტეგრირებული გაკვეთილი მე-10 კლასში ქართულში, ისტორიასა და გეოგრაფიაში თემაზე: ,,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“ და ტაო-კლარჯეთის ისტორიულ-გეოგრაფიული მიმოხილვა. ღია გაკვეთილზე მოსწავლეებმა იმსჯელეს და  დააკავშირეს  სამი საგნის ცოდნა ერთ თემასთან, კერძოდ ,,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“ ლიტერატურული, ისტორიული და გეოგრაფიული მნიშვნელობა. ასევე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დაიგეგმა ექსკურსია ტაო -კლარჯეთში… Continue reading ღია – ინტეგრირებული გაკვეთილი თემაზე: ,,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“ და ტაო-კლარჯეთის ისტორიულ-გეოგრაფიული მიმოხილვა

სრულად ნახვა