სკოლა პოლიგლოტის მე-2 (ბ) კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ ნინო ჯვებენავასთან ერთად წარმოგვიდგინეს მეორე კლასის დამამთავრებელი ღონისძიება. მოსწავლეებმა შეასრულეს სიმღერები, ლექსები და წარმოგვიდგინეს შესანიშნავი საცეკვაო ნომრები. ღონისძიების ბოლოს მოსწავლეებს გადაეცათ სკოლა პოლიგლოტის სიგელები — II კლასის სასწავლო პროგრამის წარმატებით ათვისებისთვის. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ნინო ჯვებენავას ასეთი ლამაზი ღონისძიების ორგანიზებისათვის და მშობლებს აქტიური ჩართულობისათვის.
მე-4(ა) კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელ თამარ რიჟამაძესთან ერთად წარმოგვიდგინეს მრავალფეროვანი გამოსაშვები ღონისძიება. მათ იმოგზაურეს დროში, შეასრულეს თანამედროვე და ეროვნული ცეკვები, ქართული და უცხოური სიმღერები. ასევე გაიხსენეს ოთხი წლის მოგონებები. ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობდნენ მშობლები, რომლებმაც შეასრულეს სიმღერა. დასასრულს მოსწავლეებმა დამრიგებელს გაუკეთეს სამახსოვრო გამოსამშვიდობებელი ვიდეო, ერთმანეთს მაისურებზე დააწერეს თბილი ფრაზები და სიმბოლურად ჰაერში აისროლეს ქუდები. სკოლა პოლიგლოტი მადლობას… Continue reading მე-4(ა) კლასის ღონისძიება
სკოლა პოლიგლოტის მე-3(ბ) კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელ თამარ ჯანხოთელთან ერთად წარმოადგინეს გამოსაშვები ღონისძიება, “მეგობრობა გზად და ხიდად”. ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა: მოირგეს სხვადასხვა პერსონაჟების როლი; წაიკითხეს ლექსები; იმღერეს თემატური სიმღერები და შეასრულეს ცეკვები. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის თამარ ჯანხოთელს და მასწავლებლებს: ანი ზაზაშვილს, მირანდა ხუსკივაძეს, გვანცა არაბულს, ასეთი საინტერესო ღონისძიების ორგანიზებისათვის და მშობლებს აქტიური ჩართულობისთვის.
მე-7 (ა) კლასის მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთან,მელანო ჩოკორაიასთან ერთად ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში იმყოფებოდნენ. აღნიშნული ექსკურსიის მიზანი იყო საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრისა და ხელნაწერთა უნიკალური კოლექციის დათვალიერება, ხელნაწერთა ეროვნული მემკვიდრეობის გაცნობა, დაფასება და კულტურული თვითშეგნების ამაღლება. მოსწავლეებმა ექსკურსიის ფარგლებში მოისმინეს საინტერესო ინფორმაცია ქართული ხელნაწერი ტრადიციის ისტორიის, მასალებისა და კალიგრაფიული სტილის შესახებ, დაათვალიერეს… Continue reading მე-7 (ა) კლასი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში
სკოლა პოლიგლოტის მე-2(ა) კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ ნონა წამალაშვილთან ერთად წარმოგვიდგინეს გამოსაშვები ღონისძიება ,,ჩემი სამშობლო საქართველოა”. მოსწავლეებმა წარმოადგინეს თემატური სიმღერები და ცეკვები. ასევე ნაწყვეტები ქართული მულტიპლიკაციური ფილმებიდან. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ნონა წამალაშვილს, მუსიკის მასწავლებელს ანი ზაზაშვილს და დეკორაციების ავტორს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელ სოფიო ლიჩელს ასეთი შესანიშნავი ღონისძიების ორგანიზებისთვის, ხოლო მშობლებს აქტიური ჩართულობისთვის.
სკოლა პოლიგლოტის მე-2(ბ) კლასის მოსწავლეები დამრიგებელ ნინო ჯვებენავასთან ერთად იმყოფებოდნენ ექსკურსიაზე: ვარიანში, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში სტუმრობის მიზანი იყო ცნობილი ქართველი მწერლის უკეთესად გაცნობა, მისი ცხოვრების და შემოქმედების შესახებ ინფორმაციის მიღება და ქართული ლიტერატურისადმი ინტერესის გაღვივება. ექსკურსიამდე მოსწავლეები გაეცნენ ჰერბარიუმის დამზადების პროცესს. ექსკურსიის დღეს მათ მინდვრის ყვავილები და მცენარეები მოკრიფეს, რათა თავად დაემზადებინათ… Continue reading მე-2(ბ) კლასის ექსკურსია
სკოლა პოლიგლოტში გაიმართა მე-2 (გ) კლასის გამოსაშვები ღონისძიება “ენა, მამული, სარწმუნოება”, რომლის ორგანიზატორიც იყო კლასის დამრიგებელი სოფო მუმლაძე. რაფიელ ერისთავს უთქვამს “როგორც უფალი, სამშობლო ერთია ქვეყანაზედა”, განათლებული მომავალი თაობა კი საწინდარია ქვეყნის წინსვლისა და წარმატების. ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა: იმღერეს თემატური სიმღერები. შეასრულეს ტრადიციული ქართული ცეკვები; წაიკითხეს სხვადასხვა პოეტების ლექსები და ფრაზები; სკოლა პოლიგლოტი დიდ მადლობას… Continue reading მე-2 (გ) კლასის გამოსაშვები ღონისძიება
სკოლა პოლიგლოტის მე-4(გ) კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელ გურანდა ხუსკივაძესთან ერთად წარმოადგინეს გამოსაშვები ღონისძიება. მოსწავლეებმა შეაჯამეს მე-4 კლასი, ისაუბრეს მეგობრობაზე, გაიხსენეს მნიშვნელოვანი აქტივობები, მადლობა გადაუხადეს მასწავლებლებს. შეასრულეს სიმღერები და ცეკვები. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის გურანდა ხუსკივაძეს ასეთი ლამაზი ღონისძიების ორგანიზებისათვის და მშობლებს აქტიური ჩართულობისათვის.
სკოლა პოლიგლოტის მე-7 (ა) კლასის მოსწავლეები დამრიგებელთან, მელანო ჩოკორაიასთან და მშობლებთან ერთად იმყოფებოდნენ სასწავლო-შემეცნებით ექსკურსიაზე ყაზბეგში. ექსკურსიის მიზანი იყო საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული ღირსშესანიშნაობების გაცნობა. მოსწავლეებმა ნახეს გუდაურის პანორამული ხედები, გერგეტის სამება, დარიალის ხეობა და სამონასტრო კომპლექსი. დღის ბოლოს მოსწავლეებმა მოაწყვეს პიკნიკი ფასანაურში, სადაც სხვადასხვა შემეცნებითი აქტივობებით დრო სასიამოვნოდ გაატარეს. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის მელანო ჩოკორაიას ასეთი… Continue reading მე-7 (ა) კლასის ექსკურსია
სკოლა პოლიგლოტის I (ა) კლასის მოსწავლეები, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ, ანა მუმლაძესთან ერთად იმყოფებოდნენ სოფელ ვარიანში, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში. მოსწავლეები გაეცნენ იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფიას, მისი ბავშვობის, ყმაწვილობისა და ზრდასრულობის პერიოდს. გასვლითი აქტივობის მიზანი იყო იაკობ გოგებაშვილის შესახებ მეტი ცოდნის მიღება. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ანა მუმლაძეს შემეცნებითი და საინტერესო გასვლითი აქტივობის ორგანიზებისათვის.
სკოლა პოლიგლოტის მე-11 კლასის მოსწავლეები დამრიგებელ ზურა შუბითიძესა და რუსული ენის მასწავლებელ ლამარა თვალიაშვილთან ერთად იმყოფებოდნენ სასწავლო-შემეცნებით ექსკურსიაზე სამცხე ჯავახეთში. მათ მოინახულეს: რაბათის ციხე-ისტორიული ციხე-სიმაგრე ახალციხის მუნიციპალიტეტში; ვარძია — კლდეში ნაკვეთი სამონასტრო ანსამბლი, XII-XIII საუკუნეების ქართული მხატვრული კულტურის ძეგლი; მწვანე მონასტერი — IX საუკუნის მამათა მონასტერი სამცხე-ჯავახეთის მხარის ბორჯომის მუნიციპალიტეტში. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის მასწავლებლებს… Continue reading მე-11 კლასის ექსკურსია