277434798_3048791195334857_8538478073891513546_n
9 აპრილი, 2023

ანბანის გაცილება

ტრადიციულად , ჩვენი სკოლის პირველკლასელებმა გააცილეს ანბანი. I-ა და I- ბ კლასების ქართული ენის მასწავლებლებმა, მაკა ტოფაძემ და მანანა ჭანტურიძემ , ულამაზესი ღია-საჩვენებელი გაკვეთილები ჩაატარეს. საკლასო ოთახები მორთეს თემატურად, ჯგუფური მუშაობით, საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით შეაჯამეს ნასწავლი მასალა. სიმღერებით , კრეატიული რესურსებითა და ხალისიანი განწყობით დაემშვიდობნენ ქართულ ანბანს და თანაც აღნიშნეს,რომ ეს დამშვიდობება კი არ… Continue reading ანბანის გაცილება

სრულად ნახვა
5 აპრილი, 2023

ცირა ბარბქაძის ლექცია/პერფორმანსი – “პოეზია და მედიტაცია”

5 აპრილს სკოლა “პოლიგლოტში” არაფორმალური განათლების ფარგლებში გაიმართა ცირა ბარბქაძის ლექცია/პერფორმანსი – “პოეზია და მედიტაცია”. მოსწავლეებმა მოისმინეს გალაკტიონის, ილიას, აკაკის, რუმის… თანამედროვე ავტორთა ე.წ. “მედიტაციური პოეზია”. ისაუბრეს იმ შეგრძნებებზე, რომლებიც პოეზიამ წარმოქმნა მათში. აღმოაჩინეს აუდიალური, ვიზუალური და კინესთეტიკური შეგრძნებები საკუთარ თავში… თავად გაზაფხული სტუმრობდა პოეზიის დღეს მოსწავლეებს, ხოლო პოეზია და გაზაფხული წარმოქმნიდა ისეთ მედიტაციურ განწყობას,… Continue reading ცირა ბარბქაძის ლექცია/პერფორმანსი – “პოეზია და მედიტაცია”

სრულად ნახვა
2 აპრილი, 2023

წიგნის საერთაშორისო დღე

2 აპრილს მთელი მსოფლიო ზეიმობს საბავშვო წიგნის დღეს! ამ დღესთან დაკავშირებით სკოლა “პოლიგლოტის” მეექვსე “ა” და “ბ” კლასის მოსწავლეებმა შეასრულეს კომპლექსური დავალება – ვაჟა-ფშაველას მოთხრობის, “შვლის ნუკრის ნაამბობის” მიხედვით. მოსწავლეებმა კომპლექსური დავალების ფარგლებში მისწერეს წერილი პერსონაჟს,შექმნეს ხელთნაკეთი წიგნი, სადაც მოირგეს მწერლის როლი დაწერეს, თუ როგორ შეიძლებოდა გაგრძელებულიყო მოთხრობა და შემოგვთავაზეს თავიანთი ორიგინალური ხედვა, ნამუშევრები გააფორმეს… Continue reading წიგნის საერთაშორისო დღე

სრულად ნახვა
31 მარტი, 2023

VIკლასის მოსწავლეების ექსკურსია

სკოლა ,,პოლიგლოტის“ VIკლასის მოსწავლეები ისტორიის პედაგოგ თინათინ დორეულთან და კლასის დამრიგებელ ნინო გოგოლაძესთან ერთად იმყოფებოდნენ ექსკურსიაზე ძველ თბილისში – მრავალეთნიკურ და მრავალკულტურულ ქალაქში . მათ მოინახულეს ძველი თბილისის სიმბოლოები – ვახტანგ გორგასლის ძეგლი , ქართლის დედა, სატელევიზიო ანძა, ნარიყალის ციხესიმაგრე . გაიხსენეს ლეგენდა თბილისის დაარსების შესახებ და ეწვივნენ აბანოთუბანს, ლეღვთახევს. ექსკურსია იყო შემეცნებითი ხასიათის .… Continue reading VIკლასის მოსწავლეების ექსკურსია

სრულად ნახვა
28 მარტი, 2023

მეხუთე კლასის ვიზიტი თბილისის ციფრულ მუზეუმში

მეხუთე “ა” კლასის მოსწავლეები კლასის დამრიგებელთან და ბუნების მასწავლებელ ნინო წამალაშვილთან ერთად ესტუმრნენ თბილისის ციფრულ მუზეუმს,იმყოფებოდნენ შემეცნებით პროგრამა ,,გალაქტიკაზე” და ასევე ნახეს ფილმი ,,ხმელი წიფელი”. მოსწავლეებმა იმოგზაურეს მისტიკურ გარემოში,რომელიც მხოლოდ ფანტაზიით თუ შეიძლება წარმოვიდგინოთ. დიდი მადლობა ციფრულ მუზეუმს განსაკუთრებული მასპინძლობისთვის

სრულად ნახვა
28 მარტი, 2023

“ძილი და მისი თავისებურებები”

27 მარტს, სკოლა ,,პოლიგლოტში,, გაიმართა პრეზენტაცია თემაზე ,,ძილი და მისი თავისებურებები,, , რომელსაც უძღვებოდნენ სკოლის ექიმი მარიამ გორდელაძე და ფსიქოლოგი თეა ჯაღიაშვილი. შეხვედრას ესწრებოდნენ სკოლის მე- 7- მე-12 კლასის მოსწავლეები, პედაგოგები და დირექციის წევრები. Მომხსენებლებმა ისაუბრეს ძილის სპეციფიკის, დარღვევების, სიზმრის თავისებურებათა და თანამედროვე ცხოვრებაში ძილთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ. Მოზარდები აქტიურად ჩაერთნენ მსჯელობაში, სვამდნენ კითხვებს, მოჰყავდათ… Continue reading “ძილი და მისი თავისებურებები”

სრულად ნახვა
26 მარტი, 2023

,,ჯანსაღი ცხოვრება ჩვენი სტილია“

სკოლა ,,პოლიგლოტში“, ტრადიციულად, დაიწყო საგაზაფხულო შიდსასკოლო სპორტული შეჯიბრებები . ჩემპიონატის ლოზუნგია: ,,ჯანსაღი ცხოვრება ჩვენი სტილია“. სკოლის ჩემპიონატის ფარგლებში ტურნირები გაიმართება : ფრენბურთში , მინიფეხბურთსა და მაგიდის ჩოგბურთში. ჩემპიონატი მიმდინარეობს სპორტის მასწავლებლის, დავით დავითურის, ორგანიზატორობითა და ხელმძღვანელობით. 24 მარტს ჩატარდა ტურნირი ფრენბურთში მე-8- მე-9 -მე-10 კლასის გუნდებს შორის . I ადგილი დაიკავა მე-8 კლასის გუნდმა; II… Continue reading ,,ჯანსაღი ცხოვრება ჩვენი სტილია“

სრულად ნახვა
22 მარტი, 2023

პოეზიის საერთაშორისო დღე პოლიგლოტში

21 მარტს პოეზიის საერთაშორისო დღეა, რომელიც 1999 წელს დაარსდა პარიზში. ამ დღის აღნიშვნის ტრადიციას შეურთდნენ სკოლა ,,პოლიგლოტის” მეხუთე “ა” კლასის მოსწავლეები, მათ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთან ერთად ჩაატარეს პოეზიის საღამო სახელწოდებით ,,პოეზია მუსიკაა სულისა”, ისაუბრეს პოეზიასა და მის მნიშვნელობაზე ადამიანის ცხოვრებაში, წაიკითხეს ცნობილი და განსაკუთრებული ლექსები,პოეზიის საღამო გაფორმებული იყო მუსიკალურად.

სრულად ნახვა
22 მარტი, 2023

ტყის საერთაშორისო დღე პოლიგლოტში

21 მარტს ტყის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სკოლა “პოლიგლოტში” ჩატარდა ეკო აქცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მეორე,მესამე და მეოთხე კლასის მოსწავლეებმა.

სრულად ნახვა
22 მარტი, 2023

მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს

და საბოლოოდ, დაწყებითების კათედრის მოსწავლეებმა ბუშტებით, პლაკატებით, ხელთათმანებითა და განსაკუთრებულად შექმნილი აქსესუარებით გადაწყვიტეს ლამაზი წარმოდგენა შეექმნათ და ამით გამოეხატათ სოლიდარობა დაუნის სინდრომისადმი. დიდი მადლობა მათ პედაგოგებს და კათედრის გამგეს, ქალბატონ თეა ჯაღიაშვილს ამდენი საინტერესო აქტივობისთვის. #მეგობრებიარითვლიანქრომოსომებს

სრულად ნახვა
22 მარტი, 2023

“სუფთა და მეგობრული ხელები”

დღეს სკოლა “პოლიგლოტში” მეოთხეკლასელებმა კლასის დამრიგებელ ანუკი ლაბაძესთან ერთად შექმნეს ნახატები შემდეგი სახელწოდებით – “სუფთა და მეგობრული ხელები”, გამოუშვეს პოსტერი ტყის დღესთან დაკავშირებით. #მეგობრებიარითვლიანქრომოსომებს

სრულად ნახვა
22 მარტი, 2023

მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს – მესამე “ა” კლასის აქტივობა

სკოლა “პოლიგლოტის” მესამე “ა” კლასის მოსწავლეები დამრიგებელ სოფო დვალიშვილთან ერთად სკოლის ეზოში სხვადასხვა პლაკატითა და მოხატული ხელებით შეეცადნენ გამოეხატათ სოლიდარობა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღისადმი. #მეგობრებიარითვლიანქრომოსომებს

სრულად ნახვა
22 მარტი, 2023

მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს – მეორე “გ” კლასის აქტივობა

მეორე “გ” კლასის მოსწავლეები კლასის დამრიგებელ ნათია კოხოძესთან ერთად ასევე მონაწილეობდნენ დღევანდელ აქტივობებში. მათ ხელებზე მოირგეს ამ დღისადმი მიძღვნილი ხელთათმანები და საკუთარი გაზეთებით პოზიციონირებდნენ.#მეგობრებიარითვლიანქრომოსომებს

სრულად ნახვა
22 მარტი, 2023

მეორეკლასელების საინტერესო აქტივობა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სკოლა “პოლიგლოტის” მეორეკლასელებსაც ძალიან საინტერესო აქტივობები ჰქონდათ. მეორე “ა” კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელ თამარ რიჟამაძესთან ერთად გამოუშვეს გაზეთი და სკოლის ეზოში ლამაზი პერფორმანსი დადგეს.

სრულად ნახვა
22 მარტი, 2023

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პირველი “ბ” კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელთან, ქალბატონ მანო ჭანტურიძესთან ერთად გამოუშვეს ძალიან საინტერესო ჟურნალი. #მეგობრებიარითვლიანქრომოსომებს

სრულად ნახვა