16 მაისი ცელიაკიის საერთაშორისო დღეა, რომელიც წელს პირველად აღინიშნა საქართველოში. ცელიაკია არის ავტოიმუნური დაავადება, რომელიც გამოწვეულია გლუტენის აუტანლობით. ამ დღესთან დაკავშირებით, სოლიდარობის ნიშნად, საქართველოში თბილისის ანძა და ეშმაკის ბორბალი მწვანე ფერში განათდა. სკოლა “პოლიგლოტი” გეგმავს ამ დაავადების შესახებ ინფორმირების მიზნით სკოლაში მოიწვიოს ცნობილი ექიმები და შეახვედროს “პოლიგლოტის” მშობლებსა და ბავშვებს. შეხვედრის თარიღს მალე დავაანონსებთ.
სკოლა “პოლიგლოტში” ყველა პირობაა შექმნილი მოჭადრაკეთა დაოსტატებისათვის! 13, 14 მაისს პოლიგლოტელები ჭადრაკის სასახლეში გამართულ საკვალიფიკაციო ტურნირში იღებდნენ მონაწილეობას. უფროსების ჯგუფში მესამე კლასელი ვაჟა ხელაშვილი იბრძოდა, უმცროსების ჯგუფში კი 6 ნიჭიერი პირველკლასელი ჩაერთო და წარმატებულადაც იასპარეზეს: ალექსანდრე სართანიამ, აბო წულაიამ, ნუცი ბუქურმა, საბა შაყულაშვილმა, და ძმებმა ალექსი და მაქსი ლუჩაკებმა. ნატალია მესხის შეგირდებმა კარგი სატურნირო გამოცდილება… Continue reading პოლიგლოტელი მოჭადრაკეების მორიგი წარმატება!
სკოლა “პოლიგლოტში” ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მელანო ჩოკორაიამ მეექვსე კლასის მოსწავლეებთან ერთად ჩაატარა ღია გაკვეთილი თემაზე: ,,ჩემი თბილისი”. გაკვეთილის მიზანი გახლდათ საინფორმაციო-შემეცნებითი ტექსტის გაგება-გააზრება, წაკითხულის შეფასება და საკუთარი აზრის დასაბუთება, თბილისის შესახებ მიღბული ცოდნის შეჯამება და თვალსაწიერის გაფართოება. მოსწავლეებმა წარმოადგინეს მათ მიერ გაკეთებული კედლის გაზეთები, ლეპბუკი, საინფორმაციოს ხასიათის ბუკლეტები, ვიდეორგოლები და გააკეთეს თავიანთი ნამუშევრის… Continue reading ,,ჩემი თბილისი”
სკოლა “პოლიგლოტის” მეხუთე “ბ” კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ ექსპერიმენტორიუმში. მათ იმოგზაურეს მეცნიერული აღმოჩენების სამყაროში, მონაწილეობა მიიღეს სახალისო ექსპერიმენტებში.ბავშვებს გაუღვივდათ ინტერესი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისადმი. ისინი შთაბეჭდილებებით აღვსილნი დაბრუნდნდნ სკოლაში.
სკოლა ,,პოლიგლოტში“ მოეწყო საიუბილეო შეხვედრა 90 წლის დამსახურებულ სახალხო არტისტთან, ცოცხალ ლეგენდასთან, ბატონ ლეო ანთაძესთან და საქართველოს ეროვნული ფილარმონიის დირექტორ ბატონ ლადო ხელაშვილთან. ბატონმა ლადომ წარუდგინა მოსწავლეებს არტისტი ლეო ანთაძე , ესაუბრა მათ მის მოღვაწეობასა და შემოქმედებით საქმიანობაზე. ხოლო ბატონმა ლეომ წაუკითხა მოსწავლეებს ვაჟა-ფშაველას, ნოდარ დუმბაძის, აკაკი წერეთლის და სხვათა ნაწარმოებები, ისაუბრა საკუთარ ცხოვრებაზე და… Continue reading შეხვედრა ცოცხალ ლეგენდასთან
სკოლა “პოლიგლოტში” დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეული დასრულდა გრანდიოზული პოდიუმითრომლის ორგანიზატორიც იყო ხატვისა და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი სოფიო ლიჩელი.დაწყებითი ეტაპისა და ფრესქულის მოსწავლეების გზავნილი მსოფლიოსათვის იყო ის , რომ დედამიწაზე უნდა იყოს მშვიდობა ყველამ უნდა იზრუნოს დედამიწაზე ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებისთვის, მშვიდობისთვის , სხვადასხვა ეროვნების ადამიანებს შორის მეგობრობისთვის. ულამაზესი შოუს დასასრულს ყველამ ხელი ჩაჰკიდა ერთმანეთს და ულამაზესი… Continue reading მშვიდობის ელჩები პოდიუმზე
სკოლა ,,პოლიგლოტში“ 23 აპრილიდან 28 აპრილამდე მიმდინარეობდა სასკოლო კვირეული თემაზე: ,,ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“. სასკოლო კვირეული ჩატარდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს საპატრიარქოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის გამოაცხადებული კონკურსის ფარგლებში. კვირეულის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ აფხაზეთის ისტორიას, კულტურას, ბუნებრივ გარემოს, ტრადიციებს. ასევე, თანამედროვეობის შესახებ აიმაღლეს ცნობიერება. მოსწავლეებს… Continue reading ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი
დედამიწის კვირეულის ფარგლებში პოლიგლოტის მეორე “ბ” კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ გარდენიას პატარებისთვის გარდენიას დათვალიერებასთან ერთად განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო მწვანე გაკვეთილი. მოსწავლეებს საშუალება მიეცათ , თავად დაემზადებინათ თიხის ქოთნები და მათში ინდივიდუალურად ჩაერგოთ მცენარეები.
სკოლა “პოლიგლოტში” გრძელდება დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეულიკვირეულის ფარგლებში მოსწავლეებმა ბევრი აქტივობა განახორციელეს – გამოუშვეს გაზეთები, უყურეს ბევრ საინტერესო ფილმს,თავიანთი ხელებით შექმნეს საინტერესო კომპოზიციები, დახატეს მშვენიერი ნახატები და ყველა ერთად შეთანხმდა, რომ უნდა გაუფრთხილდნენ დედამიწას, როგორც მათ სახლს!
22 აპრილი დედამიწის დღეა! სკოლა “პოლიგლოტში” ამ დღესთან დაკავშირებით დაიწყო კვირეული, რომელოს ფარგლებშიც დაგეგმილია ბევრი საინტერესო ღონისძიება. დღეს გაიმართა უფროსკლასელების პრეზენტაცია თემაზე – “როგორ დავიცვათ დედამიწა დაბინძურებისგან”. ბავშვებმა სხვადასხვა თემებზე წარმოადგინეს ძალიან საინტერესო პრეზენტაციები და გამოუშვეს გაზეთები, შექმნეს კომპოზიციები. ბოლოს ულამაზესი, მსოფლიო რუქით გაფორმებული ტორტით აღნიშნეს დედამიწის დღე.
სკოლა ,,პოლიგლოტში“ მიმდინარეობს დედამიწის დღესთან დაკავშირებული კვირეული-,,დედამიწა ჩვენი სახლია“. კვირეულის ფარგლებში გეოგრაფიის მასწავლებლის, ნინო წამალაშვილის, ხელმძღვანელობითა და კლასის დამრიგებლების ხელშეწყობით საბაზო და საშუალო კლასის მოსწავლეებმა განახორციელეს მრავალი აქტივობა, კერძოდ, გამოუშვეს კედლის გაზეთები, დაამზადეს ფლაერები საინტერესო გზავნილებით , გააკეთეს პრეზენტაციები, ჩაატარეს კონფერენცია, რომელზეც იმსჯელეს მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ. აიმაღლეს ეკოლოგიური ცნობიერება და განახორციელეს ეკოაქციაც. მე-7 კლასის… Continue reading ,,დედამიწა ჩვენი სახლია“
სკოლა “პოლიგლოტში” ხელოვნების პედაგოგის სოფიო ლიჩელის ხელმძღვანელობით ჩატარდა სააღდგომო გამოფენა. ბავშვებმა წარმოადგინეს მათ მიერ სააღდგომო თემატიკაზე შექმნილი სურათები, ნამუშევრები , მოხატული სააღდგომო კვერცხები, დარგეს ჯეჯილი და გააფორმეს მრავალფეროვანი მოხატული კვერცხებით. მეექვსე კლასის მოსწავლეებმა ბუნების მასწავლებელ , მაიკო აფხაზავასთან ერთად სააღდგომოდ დარგეს ჯეჯილი და დიდი სიყვარულით მათ მეგობრებს და პედაგოგებს აღდგომა მიულოცეს. დიდი მადლობა ქალბატონ სოფიოს… Continue reading სააღდგომო ნამუშევრების გამოფენა პოლიგლოტში
ქრისტე აღსდგა! ჭეშმარიტად აღსდგა! სკოლა “პოლიგლოტი” სიყვარულით გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!
სკოლა ,,პოლიგლოტში” დედაენის დღესთან დაკავშირებული კვირეულის ფარგლებში განხორციელდა რიგი ღონისძიებები: • ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების, მელანო ჩოკორაიასა და თინი ეცადეიშვილის, ხელმძღვანელობით განხორციელდა პროექტი სახელწოდებით ,,ჩვენი ენა ქართული”, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მეექვსე და მეხუთე კლასის მოსწავლეებმა. პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებში გაღრმავებულიყო მშობლიური ენის სიყვარული, თითოეულ მოსწავლეს ეგრძნო პასუხისმგებლობა ენისა და მამულის წინაშე. მოსწავლეებმა შექმნეს კალიგრაფიის… Continue reading დედა ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული
სკოლა ,,პოლიგლოტში” მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდის მიზნით დირექციისა და პედაგოგების ხელშეწყობით ხშირად ხორციელდება სხვადასხვა საგანმანათლებლო გასვლითი აქტივობა. ამჯერად VIა და VIბ კლასის მოსწავლეები კლასის ხელმძღვანელ, ნინო გოგოლაძესთან ერთად იმყოფებოდნენ ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებლის თეატრში. მოსწავლეებმა გადაწყვიტეს ჯერ წაეკითხათ ნ. დუმბაძის ნაწარმოები ,,მე ვხედავ მზეს”, შემდეგ კი დასწრებოდნენ სპექტაკლს. ბავშვები თეატრიდან დაბრუნდნენ დიდი შთაბეჭდილებებით.სკოლაში იმსჯელეს მხატვრულ… Continue reading VIა და VIბ კლასის მოსწავლეები ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებლის თეატრში