მე-7 კლასში ჩატარდა საახალწლო გასართობ- შემეცნებითი კონკურსი, რომელმაც მხიარულად ჩაიარა. კლასი დაყოფილი იყო ოთხ გუნდად, თითოეულ გუნდს ჰქონდა სახელი და ჰყავდა კაპიტანი. კონკურსის შედეგებს აფასებდა საპატიო ჟიური , დიდი მადლობა პატივცემულ ჟიურის : სკოლა ,,პოლიგლოტის დირექტორს ქალბატონ მზია დაუშვილს, დირექტორის მოადგილეს, ქალბატონ ეკატერინე სიორდიას და ისტის პედაგოგს ,ქალბატონ მარიამ ბაშარულს. დიდი მადლობა ღონისძიების წამყავნს, მათემატიკის… Continue reading საახალწლო გასართობ-შემეცნებითი კონკურსი
11 დეკემბერი მყინვარების საერთაშორისო დღეა. ამ დღის მიზანია სხვადასხვა ინსტიტუტებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტიური მონაწილეობა მთის მდგრადი განვითარების ხელშეწყობისთვის. სკოლა პოლიგლოტშიც აღინიშნა ეს დღე. მე-5 კლასის მოსწვალეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები და იმსჯელეს ამ დღის მნიშვნელობაზე. ამ დღის აღნიშვნის უპირველესი მიზანია ის,რომ უფრო თვალსაჩინო გახდეს მთის მდგრადი განვითარების მნიშვნელობა.დიდი მადლობა ეკო-კლუბის დამფუძნებელს, სკოლა პოლიგლოტის გეოგრაფიის პედაგოგს, თამარ… Continue reading მყინვარის საერთაშორისო დღე
დღეს პოლიგლოტელებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საინტერესო დღე იყო! „არტ პოლიგლოტისა“ და მისი დამაარსებლის, სოფიო ლიჩელის ხელმძღვანელობით გაიმართა მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა ნიკო ფიროსმანის სახლ-მუზეუმში. აღსანიშნავია, რომ ბავშვების ნახატების მთავარი ინსპირაცია იყო ნიკო ფიროსმანის შემოქმედება.უფროსკლასელებმა ნიკო ფიროსმანზე შექმნილი ლექსები წაიკითხეს, გამოფენას კი სტუმრობდნენ მშობლები და პედაგოგები. დიდი მადლობა მათ მხარდაჭერისა და სტუმრობისთვის. განსაკუთრებით გვსურს აღვნიშნოთ, ქალბატონ სოფიო… Continue reading “არტ პოლიგლოტის” გამოფენა ნიკო ფიროსმანის სახლ-მუზეუმში
სკოლა ,,პოლიგლოტს“ სტუმრად ეწვია პროფესორი გიორგი დვალაშვილი, რომელმაც მოსწავლეებსა და პედაგოგებს წარუდგინა მისი ახალი წიგნი ,,იმერეთის 100 ძეგლი“ . შეხვედრაზე ბატონმა გიორგიმ გააცნო მოსწავლეებს საქართველოს უმშვენიერესი კუთხის , იმერეთის, წიგნში აღწერილი ისტორიული ძეგლები, ისაუბრა მათ უნიკალურობასა და მნიშვნელობაზე , უპასუხა დასმულ შეკითხვებს , დაგვიტოვა ავტოგრაფი და გადაიღო სამახსოვრო სურათები . დიდი მადლობა ბატონ გიორგის სკოლა… Continue reading შეხვედრა პროფესორ გიორგი დვალაშვილთან✨🤍
სკოლა პოლიგლოტის მშობლებისა და მოსწავლეების საყურადღებოდ! სკოლა “პოლიგლოტი” “არტ პოლიგლოტისა”და მისი დამფუძნებლის, სოფიო ლიჩელის ხელმძღვანელობით შაბათს, 10 დეკემბერს, ნიკო ფიროსმანის მუზეუმში (ქ.თბილისი, ნიკო ფიროსმანის ქუჩა , 29 ), 12 საათიდან 3 საათის ჩათვლით გამართავს მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენას გთხოვთ გვეწვიოთ და გაეცნოთ მოსწავლეების შემოქმედებას !
“პოლიგლოტის” პედაგოგებმა ,მაკა ტოფაძემ და ანა ჯავახიშვილმა, მონაწილეობა მიიღეს X საიუბილეო რესპუბლიკურ კონფერენციაში, რომელიც გაიმართა პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლების ქუთაისის ზონალური ინსტიტუტის ეგიდით სკოლაში ,,ღონე ქვეყნისა”. კონფერენციაზე მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა სკოლის პედაგოგებმა , აკადემიურ სტილში წარმოადგინეს პრეზენტაციები და განიხილეს თანამადროვე სწავლების პრობლემები , ინოვაციური მიდგომები და სტრატეგიები. კონფერენცია იყო ნაყოფიერი და ძალიან საინტერესო. ვულოცავთ ქალბატონ მანანა… Continue reading პოლიგლოტის პედაგოგები X საიუბილეო რესპუბლიკურ კონფერენციაზე
სკოლა “პოლიგლოტის” მე-6 “ა” და მე-6 “ბ” კლასში ჩატარდა გაკვეთილი თემაზე: “ჩვენი საყვარელი მეგობრები“. მოსწავლეებმა თავად შეარჩიეს გაკვეთილის თემატიკა, დაიწყეს მოძიება სახლში არსებული მცენარეების,ცხოველების შესახებ. შეისწავლეს მათი ჯიშები,მათი მოვლის პირობები. აღმოჩნდა რომ, მოსწავლეთა ერთ ნაწილს მრავლად აქვთ მარადმწვანე მცენარეები,ზოგიერთმა მათგანმა არც იცოდა რა სახეობის მცენარე ჰქონდა სახლში,მასწავლებლის მითითებითა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დახმარებით მოვიძიეთ მათი ჯიშებისა… Continue reading “ჩემი საყვარელი მეგობრები”
სკოლა პოლიგლოტს სტუმრად ეწვია საქართველოს პაროდონტოლოგიის ასოციაციის პრეზიდენტი თათია როხვაძე თავის გუნდთან ერთად. ისინი ახორციელებენ პროექტს – ,,მე ვიხეხავ კბილებს” , რომლის მიზანია ახალი თაობის ინფორმირება და სტომატოლოგიის სფეროში განათლების დონის ამაღლება. პროექტის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლების მოსწავლეებს, უტარდებათ ტრენინგი პირის ღრუს სწორად მოვლისა და დაავადებების პროფილაქტიკის შესახებ. ტრენინგები მორგებულია ასაკობრივ… Continue reading საქართველოს პაროდონტოლოგიის ასოციაციის პრეზიდენტის, თათია როხვაძის ვიზიტი პოლიგლოტში
30 ნოემბერს, სკოლა “პოლიგლოტში”, არაფორმალური განათლების ფარგლებში, ჩატარდა პერფორმანსი, თემაზე: “ვის ეძებდა დიოგენე?” (ორგანიზატორი პროფესორი ცირა ბარბაქაძე).მოსწავლეებმა დიდი ენთუზიზმით განიხილეს საკითხი დიოგენესეული ადამიანობის შესახებ.დისკუსიაში ჩაერთო სკოლის დირექტორი, ქალბატონი მზია დაუშვილიც, რომელმაც დიოგენეს როლიც მოირგო და სიამოვნებით პასუხობდა მოსწავლეთა შეკითხვებს.დიოგენეს ანთებული ფარანი კი ხელიდან ხელში გადადიოდა, როგორც სინათლის, ცოდნის და ჭეშმარიტების ძიების სიმბოლო. <3
სკოლა ,,პოლიგლოტის“ მე-3 და მე-7 კლასების გუნდები მონაწილეობდნენ ინტელექტუალური თამაშის, ,,ტვინების ბრძოლის“, რეგიონულ შეჯიბრებაში. მოხარული ვართ , რომ გუნდებმა წარმატებით იასპარეზეს და სიხარულით ვულოცავთ მე- 6 კლასის გუნდს, ,,მეგამაინდს“ და მათ დამრიგებელს , ქალბატონ ნინო გოგოლაძეს, ფინალურ ტურში გადასვლას. წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს საყვარელ , ნიჭიერ და ინტელექტუალურ მოსწავლეებს: თათია საჯაიას, ცოტნე მამფორიას,ალექსანდრე გოგიშვილს, ნიკა გოგუაძესა… Continue reading ტვინების ბრძოლა
სკოლა “პოლიგლოტის” ფეხბურთის გუნდი აქტიურად ემზადება სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად. საშეჯიბრო მზადების პერიოდში გამართა ამხანაგური შეხვედრა 207-ე საჯარო სკოლის საფეხბურთო გუნდთან. სკოლა პოლიგლოტი წარმატებას უსურვებს ჩვენს საფეხბურთო გუნდს
სპორტის მასწავლებლის დავით დავითურის ორგანიზატორობით დაწყებითი განათლების კათედრაზე ჩატარდა სპორტული შეჯიბრება- მხიარული სტარტები. შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ: • მე-2 -ა კლასის გუნდი – ,,ცეცხლოვანი ლეოპარდები“; • მე-2-ბ კლასის გუნდი – ,,ცეცხლოვანი ვარსკვლავები “; • მე-2-გ კლასის გუნდი -,, სუპერვარსკვლავები“. გუნდები დაკომპლექტებული იყო მოსწავლეებით , მშობლებითა და მასწავლებლებით. თამაშის შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა : I ადგილი დაიკავა გუნდმა –… Continue reading მხიარული სტარტები
სკოლა ,,პოლიგლოტში“ ფუნქციონირებს დებატების კლუბი, რომელსაც ხელმძღვანელობს სამოქალაქო განათლების პედაგოგი – დავით შელია . პირველი შეხვედრა უკვე შედგა, რომელზეც კლუბის აქტივისტებმა დავით შელიასთან ერთად გააცნეს მოსწავლეებს კლუბის პროგრამა, ძირითადი მიზნები და ამოცანები.
პროექტ ,,ეთნოტურის“ ფარგლებში მერვე კლასის მოსწავლეები კლასის დამრიგებელ სალომე ქერაშვილთან და ისტორიის პედაგოგ ია დორეულთან ერთად იმყოფებოდნენ საქართველოს უმშვენიერეს და ეთნოგრაფიული თვალსაზრისით გამორჩეულ კუთხეში , კახეთში. კერძოდ, მოინახულეს: ძველი და ახალი შუამთა , თელავის ღირსშესანიშნაობები და წინანდალი . მოსწავლეებმა გაიღრმავეს ცოდნა და დიდი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ.
სკოლა ,,პოლოლიგლოტში ” მიმდინარე პროექტის ,,ეთნოტური საქართველოში” ფარგლებში მეხუთე “ა”კლასის მოსწავლეები კლასის დამრიგებელ მელანო ჩოკორაიასთან ერთად ისტორიულ ქალაქ მცხეთაში იმყოფებოდნენ.მოსწავლეებმა მოილოცეს ჯვრის მონასტერი,სვეტიცხოველი,სამთავროს ფერიცვალების დედათა და შიომღვიმის მონასტრები.