სკოლა პოლიგლოტმა კიდევ ერთხელ წარმატებით გაიარა ავტორიზაცია! ეს არის ჩვენი გუნდის ერთობლივი შრომისა და მაღალი სტანდარტების დადასტურება. წინ კიდევ დიდი მიზნებია ! მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის და ნდობისთვის!
სკოლა პოლიგლოტის მე-2 (გ) კლასის მოსწავლეები დამრიგებელ შორენა მალაციძესთან ერთად იმყოფებოდნენ ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში, სპექტაკლზე ,,სამი გოჭი”. ეს არის კეთილი და სახალისო ისტორია მეგობრობაზე, შეცდომების გააზრებასა და გულწრფელ ურთიერთობებზე. სპექტაკლი გვიჩვენებს მგლის ცვლილებასა და იმას თუ როგორ აერთიანებს მეგობრობა სამი ქვეყნის გმირებს – საფრანგეთიდან, იტალიიდან და საქართველოდან. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის დამრიგებელს… Continue reading მე-2 (გ) კლასის მოსწავლეები თეატრში
დღეს გამორჩეული საზოგადო მოღვაწის, მწერლისა და პოეტის ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით სკოლა პოლიგლოტის მე-8(ა) კლასის მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ, მელანო ჩოკორაიასთან ერთად პროექტ “ქართული წიგნისა და პერიოდიკის ისტორიის” ფარგლებში ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკაში იმყოფებოდნენ. მოსწავლეებმა დაათვალიერეს ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნისა და პრესის მუზეუმები. მოისმინეს საქართველოში გამოცემული პირველი ნაბეჭდი წიგნების შესახებ… Continue reading მე-8(ა) კლასი ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკაში
სკოლა პოლიგლოტის მე-2 (გ) კლასის მოსწავლეებს დამრიგებელმა შორენა მალაციძემ ჩაუტარა საინტერესო შეხვედრა წიგნების შესახებ სკოლის ბიბლიოთეკაში. მოსწავლეებმა დაათვალიერეს წიგნადი ფონდი, განსაკუთრებით კი მათთვის განკუთვნილი საბავშვო ლიტერატურა, განიხილეს მათი საყვარელი მოთხრობები და ერთად შეარჩიეს საკითხავი ლიტერატურა. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის შორენა მალაციძეს ასეთი საინტერესო აქტივობის ორგანიზებისათვის.
სკოლა პოლიგლოტის მე-2(გ) კლასის დამრიგებელმა შორენა მალაციძემ დაგეგმა კლასგარეშე გასვლითი აქტივობა გარდენიაში. ბუნების გაკვეთილზე მოსწავლეებმა შეძლეს „ნიადაგის“ თემის შესწავლა არა მხოლოდ წიგნიდან, არამედ პრაქტიკულადაც. მოსწავლეებმა დაათვალიერეს გარდენიას ბაღი და იქ წარმოდგენილი მრავალფეროვანი მცენარეები, შემდეგ კი სახელოსნოში დაესწრნენ „მწვანე გაკვეთილს“ — შეღებეს ქოთნები, გააფორმეს და საკუთარი ხელით დარგეს ყვავილი, რომელიც სამახსოვროდ გადაეცათ. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის… Continue reading მე-2(გ) კლასი გარდენიაში
სკოლა პოლიგლოტის 1-ლი (ა,ბ,გ) კლასის მოსწავლეები დამრიგებლებთან ერთად იმყოფებოდნენ ნ. დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში, სპექტაკლზე ,,რწყილი და ჭიანჭველა”. ეს არის ზღაპარი ნამდვილ მეგობრობაზე და ერთგულებაზე, რომელიც გადმოცემულია ქართული ფოლკლორული მუსიკის, სიმღერისა და ცეკვების მეშვეობით. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის დამრიგებლებს: თამარ რიჟამაძეს, სოფიო შერმაზანაშვილსა და ნინო კიკაძეს ასეთი საინტერესო აქტივობის ორგანიზებისათვის და მშობლებს აქტიური ჩართულობისთვის.
სკოლა პოლიგლოტის მე-11 კლასის მოსწავლეები ქიმიის მასწავლებელ, ნანა ბარიშვილთან და ფიზიკის მასწავლებელ, ციური პაჭკორიასთან ერთად ესტუმრნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტს. მოსწავლეებმა მოინახულეს უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის სასწავლო-პრაქტიკული ბაზები და შეხვდნენ ფაკულტეტის დეკანს ოლანი გოცირიძეს. შეხვედრის პირველი ეტაპი ისტორიულ ტურსა და პრაქტიკულ საქმიანობას დაეთმო, ფაკულტეტის კოორდინატორმა და მეღვინეობა „ეთნო ოკამის“ გენერალურმა მენეჯერმა, ლაშა ბოდაველმა, მოსწავლეებს ქვევრში ღვინის… Continue reading მე-11 კლასის მოსწავლეები კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში
სკოლა პოლიგლოტის მე-10 კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ სასწავლო შემეცნებით და გასართობ, ორდღიან, ექსკურსიაზე ბორჯომში. მოსწავლეებმა დაათვალიერეს ბორჯომის ისტორიული პარკი, წმინდა სერაფიმ საროველის სახელობის ტაძარი და ტიმოთეს უბნის წმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი და ბორჯომის ხეობის უნიკალური დაცული ტერიტორიები. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის კლასის დამრიგებელ, ანა ჯავახიშვილს და ქიმიის მასწავლებელ, ნანა ბარიშვილს ასეთი საინტერესო ექსკურსიის ორგანიზებისათვის და… Continue reading მე-10 კლასის მოსწავლეები ექსკურსიაზე
სკოლა პოლიგლოტის მე-2 (ა, ბ) კლასის მოსწავლეები დამრიგებლებთან ერთად იმყოფებოდნენ ნ. დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში, სპექტაკლზე ,,ოზის ჯადოქარი”. ეს არის ამბავი პატარა გოგოზე რომელმაც სიყვარულით, მეგობრობით, ერთგულებით, მიზანდასახულობით შეძლო ბოროტი ჯადოქრის დამარცხება და სახლში დაბრუნება. მოსწავლეები ეზიარნენ თეატრის ხელოვნებას და სასიამოვნო დღე გაატარეს. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის დამრიგებლებს: ანა მუმლაძესა და მაკა ცენგირაშვილს ასეთი… Continue reading მე-2 (ა, ბ) კლასის მოსწავლეები თეატრში
სკოლა პოლიგლოტის მე-3 (გ) კლასის მოსწავლეები დამრიგებლებთან სოფო მუმლაძესთან ერთად იმყოფებოდნენ ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ-მაყურებელთა თეატრში, სადაც ნახეს მიუზიკლი ,,ალადინი’’. მიუზიკლი ,,ალადინი’’ დაფუძნებულია ცნობილ აღმოსავლურ ზღაპარზე, რომელიც სავსეა მუსიკალური ნომრებით, იუმორით, დრამატული მომენტებით და ჯადოსნური გარდაქმნებით. მოსწავლეებმა შთაბეჭდილებებით სავსე დღე გაატარეს. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის კლასის დამრიგებელს – სოფო მუმლაძეს ასეთი საინტერესო აქტივობის ორგანიზებისათვის და… Continue reading მე-3 (გ) კლასის მოსწავლეები თეატრში
სკოლა პოლიგლოტის 1-ლ (ა,ბ,გ) კლასის მოსწავლეებმა დამრიგებლებთან ერთად იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე აღნიშნეს! მოსწავლეებმა გამოძერწეს ასო-ბგერები, გააფერადეს ანბანი და უყურეს შემეცნებით ვიდეოს იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის დამრიგებლებს: თამარ რიჟამაძეს, სოფიო შერმაზანაშვილსა და ნინო კიკაძეს ასეთი მნიშვნელოვანი აქტივობის ჩატარებისათვის.
სკოლა პოლიგლოტის მე-6 (ბ) კლასის მოსწავლეები დამრიგებელ ნინო ოქრუაშვილთან ერთად იმყოფებოდნენ ექსკურსიაზე დიდგორში. მოსწავლეებმა ნახეს ბეთანიის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი, წმინდა მამების – მამა გიორგი მხეიძისა და მამა იოანეს საფლავები და წმინდა ნაწილები. ასევე, ესტუმრნენ დიდგორის ბრძოლის მემორიალს. ვიზიტის შემდეგ კი მშობლებთან ერთად გადაინაცვლეს ნატახტარში, სადაც დრო საინტერესოდ და სასიამოვნოდ გაატარეს. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის… Continue reading მე-6 (ბ) კლასის მოსწავლეები ექსკურსიაზე
სკოლა პოლიგლოტის მე-3(ა) კლასის მოსწავლეები დამრიგებელ ნონა წამალაშვილთან ერთად იმყოფებოდნენ ექსკურსიაზე სოფელ მუხრანში, სადაც მოინახულეს ,,შატო მუხრანი”. მოსწავლეებმა დაათვალიერეს შატო, სადაც უამრავი სხვადასხვა ზომის ქვევრი, ხის კასრი და ძველი ნივთები, რომელიც ყურძნის დასაწურად გამოიყენებოდა. ასევე, მოინახულეს მუხრანის ციხე გალავანი და ,,კარის ეკლესია”, რომელიც გალავნის შიგნით მდებარეობს. ექსკურსიის შემდეგ ტრადიციულად მოეწყო პიკნიკი გასართობი და შემეცნებითი აქტივობებით.… Continue reading მე-3(ა) კლასის მოსწავლეები ექსკურსიაზე
სკოლა პოლიგლოტის მე-5 (ა) კლასის მოსწავლეები დამრიგებელ ლინეტა ფუთურიძესთან ერთად იმყოფებოდნენ ნინოშვილის მარანში. მოსწავლეებს ჩაუტარდათ ტრადიციული ქართული კერძების: ხინკლის, ლობიანის, ხაჭაპურისა და ჩურჩხელების მომზადების მასტერკლასები. ისინი აქტიურად ჩაერთნენ პროცესში და დრო მხიარულად გაატარეს. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ლინეტა ფუთურიძეს ასეთი საინტერესო აქტივობის ორგანიზებისათვის და მშობლებს აქტიური ჩართულობისათვის.
სკოლა პოლიგლოტის მე-8 (ბ) კლასის მოსწავლეები დამრიგებელ ნაზი ზაალიშვილთან ერთად იმყოფებოდნენ ექსკურსიაზე კახეთში. მოსწავლეებმა მოინახულეს გრემისა და ნეკრესის ტაძრები. ასევე ეწვივნენ ყვარელში არსებულ გუგოშვილების მარანს, სადაც ჩაერთნენ ძალიან საინტერესო მასტერკლასებში: დაწურეს ყურძენი და ამოავლეს ჩურჩხელები. ვიზიტის შემდეგ მოეწყო პიკნიკი, რომელიც იყო გასართობი და შემეცნებითი. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ნაზი ზაალიშვილს ასეთი საინტერესო აქტივობის ორგანიზებისათვის და… Continue reading მე-8 (ბ) კლასის მოსწავლეები ექსკურსიაზე