სკოლა პოლიგლოტის მე-4 (ა) მოსწავლეებმა წარმოადგინეს ღონისძიება “ახალი წელი საქართველოსა და ევროპაში”, რომლის ორგანიზატორიც იყო კლასის დამრიგებელი თამარ რიჟამაძე. მოსწავლეებმა შეასრულეს თანამედროვე ჰიპ-ჰოპ ცეკვები, საახალწლო სიმღერები და ისაუბრეს საახალწლო ტრადიციებზე, თუ როგორი მრავალფეროვანია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ახალი წლის სამზადისი, ასევე გაგვიზიარეს საფრანგეთისა და ბრიტანეთის საახალწლო ტრადიციები. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის თამარ რიჟამაძეს ასეთი საინტერესო ღონისძიების… Continue reading ღონისძიება “ახალი წელი საქართველოსა და ევროპაში”
სკოლა პოლიგლოტში დაიწყო წინა საახალწლო ღონისძიები. ღონისძიებების ფარგლებში სკოლა პოლიგლოტის მე-3 (ბ) კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელთან, მანო ჭანტურიძესთან ერთად დადგეს სპექტაკლი”სანტას ჯადოსნური მძივები” და სანტას ჯადოსნურ სამყაროში გვამოგზაურეს. მოსწავლეებმა არაჩვეულებრივად მოირგეს ზღაპრის პერსონაჟების როლი, გაითავისეს მათი ხასიათი, შეასრულეს საცეკვაო და მუსიკალური ნომრები და მაყურებელს საოცარი ემოციები აჩუქეს. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის მანო ჭანტურიძეს ასეთი შთამბეჭდავი ღონისძიების… Continue reading სპექტაკლი ”სანტას ჯადოსნური მძივები”
სკოლა პოლიგლოტში მოსწავლეთა საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით ჩატარდა ინტელექტუალური თამაშის – რა? სად? როდის? – ზამთრის სეზონი მე-7 და მე-8 კლასებს შორის. ინტელექტუალური თამაშის გამარჯვებული გახდა მე-8 (ბ) კლასი, რომლებსაც სიმბოლური დიპლომები გადაეცათ. ვულოცავთ მათ ამ გამარჯვებას და მომავალშიც წარმატებებს ვუსურვებთ. გუნდები ბრძოლას გააგრძელებენ გაზაფხულის სეზონზე, სადაც გამოვლინდება საბოლოო გამარჯვებული. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ღონისძიების ორგანიზატორებს:… Continue reading ინტელექტუალური თამაში – რა? სად? როდის?
სკოლა პოლიგლოტის მე-9 კლასის მოსწავლეებმა კლასის დამრიგებლის, ანა ჯავახიშვილის, მშობლებისა და მოსწავლეების ინიციატივით ჩაატარეს კლასის საათი. აქტივობის ფარგლებში მათ გამართეს სახალისო თამაშები, მიულოცეს ერთმანეთს დამდეგი შობა-ახალი წელი და გადასცეს საიდუმლო სანტას საჩუქრები. ბოლოს ტკბილეულით გაუმასპინძლდნენ ერთმანეთს და ასევე არ დაივიწყეს სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებიც. სკოლა პოლიგლოტი სიყვარულით ულოცავს ანა ჯავახიშვილს, მე-9 კლასის მოსწავლეებს და მათ… Continue reading საიდუმლო სანტა მე-9 კლასში
სკოლა პოლიგლოტის მათემატიკის მასწავლებელმა ქალბატონმა ნინო დაუშვილმა ჩაატარა ღია გაკვეთილი მე-8 (ა) და მე-8(ბ) კლასებში თემაზე : ,,მთელმაჩვენებლიანი ხარისხი და მისი თვისებები.“ მასწავლებელმა გამოიყენა სხვადასხვა საინტერესო ინტერაქტიური მეთოდი. მოსწავლეებმა გამოავლინეს საგნის ცოდნა და სიყვარული. მათ შეასრულეს სახალისო ჯგუფური სამუშაო, კერძოდ, მოსწავლეებმა ამოხსნილი მაგალითების პასუხებით გახსნეს შავი ყუთის კოდი და დაიმსახურეს სიურპრიზი(მათი საყვარელი ნუგბარი). სკოლა პოლიგლოტი… Continue reading ღია გაკვეთილი: ,,მთელმაჩვენებლიანი ხარისხი და მისი თვისებები.“
სკოლა პოლიგლოტის ხატვის წრის ,,სფუმატო‘’ მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო გამოფენაში, რომელიც გაიმართა სასტუმრო Wyndham Grand Tbilisi-ში. მათ გამოფინეს ულამაზესი ზამთრის პეიზაჟები და საპატიო სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ. გამოფენაში ასევე მონაწილეობდნენ მხატვრები სხვადასხვა ქვეყნიდან. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ღონისძიების ავტორებს: ერნა წიფურიასა და ნინა ჩიხლაძეს. ასევე განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ ხატვის წრის ,,სფუმატო‘’ ხელმძღვანელს, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების… Continue reading საერთაშორისო გამოფენა სასტუმრო Wyndham Grand Tbilisi-ში
სკოლა პოლიგლოტის VIII-ა და VIII-ბ კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ინტეგრირებულ ვიქტორინაში, სახელწოდებით ,,ცოდნის ძალა“. ვიქტორინა მოიცავდა შეკითხვებს ქართული ლიტერატურიდან, ისტორიიდან, მათემატიკიდან, გეოგრაფიიდან, მოქალაქეობიდან, ფიზიკიდან, ქიმიიდან და ბიოლოგიიდან. ვიქტორინა ჩატარდა სამ ტურად. მოსწავლეებმა წარმოაჩინეს დიდი მოტივაცია, მაღალი აკადემიური უნარები და კარგი საგნობრივი ცოდნა. სკოლა პოლიგლოტი დიდ მადლობას ღონისძიების ინიციატორებს: ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ, მელანო ჩოკორაიასა… Continue reading ინტეგრირებული ვიქტორინა ,,ცოდნის ძალა“
სკოლა პოლიგლოტში მიმდინარეობს შიდა სასკოლო სპორტული შეჯიბრებები. ამ ღონისძიების ფარგლებში, დაწყებითი განათლების კათედრაზე, გაიმართა მე-4 კლასის მოსწავლეების ტურნირი მხიარულ სტარტებში. ტურნირზე ბავშვებს გულშემატკივრობდნენ მშობლები, კლასის დამრიგებლები და კათედრის წარმომადგენლები. ტურნირის ჟიურიმ გამოავლინა გამარჯვებული მე-4 (ბ) კლასი. სკოლა პოლიგლოტი ულოცავს მათ ამ გამარჯვებას და მომავალშიც უსურვებს წარმატებებს. სკოლა პოლიგლოტი მადლობა უხდის სპორტის მასწავლებლებს: პედაგოგებს, ქალბატონ ნანა… Continue reading მხიარული სტარტები
სკოლა პოლიგლოტში მოსწავლეთა საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით ჩატარდა ინტელექტუალური თამაშის – რა? სად? როდის? – ზამთრის სეზონი. თამაშში მონაწილეობდნენ მე-9, მე-10 და მე-11 კლასის გუნდები. გამარჯვება მოიპოვეს მე-11 კლასელებმა და მათ გადაეცათ გარდამავალი პრიზი – ,,ვერცხლისფერი ბუ“. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ღონისძიების ორგანიზატორებს: მოსწავლეთა საინიციატივო ჯგუფის წევრებსა და პედაგოგებს, კერძოდ: სამოქალაქო განათლების მასწავლებელს, ხატია ჭილავას, მათემატიკის… Continue reading ინტელექტუალური თამაში-რა? სად ? როდის? მე-9, მე-10 და მე-11 კლასებს შორის
სკოლა პოლიგლოტის მე-4(ბ) კლასში ბუნებისმეტყველების მასწავლებელმა ანა ნიჟარაძემ ჩაატარა ღია გაკვეთილი თემაზე: ,,ჰორიზონტი, ჰორიზონტის მხარეები”. გაკვეთილის მიზანი იყო – მოსწავლეებს გაეცნობიერებინათ ჰორიზონტის არსი და განესხვავებინათ ღია და დახურული ჰორიზონტი. მოსწავლეებმა იმუშავეს როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად, ითამაშეს თამაში ,, გამოიცანი მიმართულება’’ სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ანა ნიჟარაძეს ასეთი საინტერესო გაკვეთილის ჩატარებისთვის.
სკოლა პოლიგლოტის მე-3 (ბ) კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა , მანანა ჭანტურიძემ ჩაატარა ღია გაკვეთილი თემაზე: “ბალახის სიმღერა” და “მცენარის ძირითადი ორგანოები, აგებულება და მნიშვნელობა”. მოსწავლეებმა გაიმდიდრეს ლექსიკური მარაგი, იმსჯელეს ტექსტის შინაარსსა და მთავარ სათქმელზე. შეასრულეს ჯგუფური სამუშაო, დაახასიათეს მცენარეები, ისაუბრეს მათ მნიშვნელობაზე ჩვენს სამყაროში. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის მანანა ჭანტურიძეს ასეთი საინტერესო გაკვეთილის… Continue reading ღია გაკვეთილი მე-3 (ბ) კლასში