სკოლა პოლიგლოტის მე-3 (ა) კლასში, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ანა მუმლაძემ ჩაატარა ღია გაკვეთილი თემაზე — „გორგომიჭელა“.
გაკვეთილი წარიმართა ინტერაქციულ გარემოში. გამოყენებული იყო კითხვა-პასუხის რეჟიმი, ინტერაქციული აქტივობები, ვიდეომასალის ჩვენება და წინასწარ მომზადებული ტესტური დავალებები.
მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი სასწავლო პროცესში, პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს და ასრულებდნენ მიცემულ დავალებებს.
სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ანა მუმლაძეს საინტერესო და შემეცნებითი ღია გაკვეთილის ჩატარებისათვის.



