სკოლა პოლიგლოტის მე-3 (ა) კლასის მოსწავლეები, დამრიგებელ თამარ რიჟამაძესთან ერთად იმყოფებოდნენ ექსკურსიაზე – ანანურის ხუროთმოძღვრულ კომპლექსში. მოსწავლეებმა დაათვალიერეს ციხესიმაგრე, მცირე და დიდი გუმბათოვანი ეკლესიები, ასევე კედლებში მოქცეული კოშკები. მათ მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია კომპლექსის ისტორიის შესახებ. დღის ბოლოს მოაწყვეს პიკნიკი და საღამო სხვადასხვა შემეცნებითი თუ გასართობი აქტივობებით გაილამაზეს. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის თამარ რიჟამაძეს ასეთი საინტერესო… Continue reading მე-3 (ა) კლასის ექსკურსია 2024
სკოლა პოლიგლოტის მე-2(ბ) კლასის მოსწავლეები, დამრიგებელ ნინო კაპანაძესთან ერთად, იმყოფებოდნენ ექსკურსიაზე – ვარიანში, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში. მოსწავლეებმა დაათვალიერეს სახლ-მუზეუმი, ასევე მოისმინეს მათთვის მნიშვნელოვანი და კარგად ნაცნობი მწერლის შესახებ საინტერესო ცნობები. მუზეუმის მონახულების შემდეგ მოაწყვეს პიკნიკი მრავალფეროვანი შემეცნებითი და გასართობი აქტივობებით. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ნინო კაპანაძეს ასეთი საინტერესო ექსკურსიის ორგანიზებისათვის. სკოლა პოლიგლოტი ასვე განსაკუთრებულ მადლობას… Continue reading მე-2(ბ) კლასის ექსკურსია 2024
სკოლა პოლიგლოტში ჩატრადა წლის შემაჯამებელი პროექტი: „ჩვენი უფლებები ჩვენი უსაფრთხოებაა“. პროექტის მიზანი იყო: პროექტის განმახორციელებელი გუნდი – პროექტის მართვის ჯგუფი, სკოლის კათედრების წარმომადგენლები, მოსწავლეები, მშობლები, თემი.
სკოლა პოლიგლოტის მე-7 კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის ფარგლებში წარადგინეს პროექტი “Kitchen Roayle”, რომელიც მიზნად ისახავდა ჯანსაღი კვების ხელშეწყობას მოზარდებში და ამ კუთხით მათი ცნობიერების ამაღლებას. თავდაპირველად, მოსწავლეებმა გააკეთეს პრეზენტაცია და დეტალურად იმსჯელეს ნუტრიციოლოგიურ საკითხებზე, როგორიცაა გონივრული – ჯანსაღი, მრავალფეროვანი და ბალანსირებული დიეტა, ინდივიდუალური კვების რეჟიმის ჩამოყალიბება; შემდეგ, საყოველთაოდ ცნობილი პროექტის -“მასტერ შეფი” ინსცენირება შემოგვთავაზეს. მოხალისე… Continue reading მე-7 კლასელების პროექტი “Kitchen Roayle”
სკოლა პოლიგლოტის მე-2(ა) კლასში ჩატარდა გამოსაშვები ღონისძიება ,,საქართველო -სამოთხე მიწის”, რომლის ორგანიზატორი იყო დამრიგებელი მაკა ტოფაძე. მოსწავლეებმა წარმოადგინეს საქართველოს კუთხეები, ისაუბრეს თითოეული კუთხის ღირსშესანიშნაობებსა და ტრადიციებზე. საქართველოს კუთხეები მხატვრულად წარმოადგინეს ქართული ხალხური სიმღერებით, ცეკვებით და ლექსებით. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის კლასის დამრიგებელ მაკა ტოფაძეს, ინგლისური ენის მასწავლებელ ანუკი ლაბაძეს, ხელოვნების მასწავლებელ სოფიო ლიჩელს და ღონისძიების… Continue reading მე-2(ა) კლასის გამოსაშვები ღონისძიება ,,საქართველო -სამოთხე მიწის”
სკოლა პოლიგლოტის მე- 4 (ბ) კლასის მოსწავლეებმა დადგეს ინგლისურენოვანი სპექტაკლი „წითელქუდა’’ შარლ პეროს ცნობილი ფრანგული ზღაპრის მიხედვით. მოსწავლეებმა შემოგვთავაზეს საინტერესო და სახალისო სცენები ზღაპრიდან და შეასრულეს ქორეოგრაფიული ნომრები. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის სცენარის ავტორ და რეჟისორს ინგლისური ენის მასწავლებელ სალომე ქერაშვილს და სპექტაკლის მუსიკალურად გამფორმებელს მუსიკის მასწავლებელ ანი ზაზაშვილს. სკოლა პოლიგლოტი ასვე განსაკუთრებულ მადლობას უხდის… Continue reading სპექტაკლი „წითელქუდა’’
სკოლა პოლიგლოტის მე-4 (ბ) კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წლის დასრულება გამოსაშვები ღონისძიებით აღნიშნეს. მოსწავლეები მაყურებლის წინაზე წარდგნენ ძველი ქართული ფილმებიდან საინტერესო და სახალისო სცენებით, შეასრულეს ცეკვები და მუსიკალური ნომრები. შეაჯამეს განვლილი 4 წელი და ბოლოს სახალისო ლექსები მიუძღვნეს ერთმანეთს და მასწავლებლებს. ღონისძიების დასასრულს კი სკოლისგან მოსწავლეებს სამახსოვროდ გადაეცათ წიგნები და სიგელები, შემდეგ კი მათ სკოლის ეზოში… Continue reading მე-4 (ბ) კლასის გამოსაშვები ღონისძიება
სკოლა პოლიგლოტის მე-4 (ა) კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წლის დასრულება გამოსაშვები საღამოთი აღნიშნეს. მოსწავლეებმა ლექსებითა და სიმღერებით შეაჯამეს განვლილი 4 წელი. გაიხსენეს და ფრანგულ ენაზე გააჟღერეს ცნობილი მოაზროვნეებისა და ფილოსოფოსების განმარტებები ცოდნასა და განათლებაზე. ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ მშობლებიც და შემოგვთავაზეს შთამბეჭდავი საცეკვაო და მუსიკალური ნომრები. ღონისძიების დასასრულს კი სკოლისგან მოსწავლეებს სამახსოვროდ გადაეცათ წიგნები და სიგელები. სკოლა… Continue reading მე-4(ა) კლასის გამოსაშვები ღონისძიება
სკოლა პოლიგლოტის მე-5 კლასის მოსწავლეებმა წლის ბოლოს შემოგვთავაზეს მიუზიკლი “ენკანტო” ინგლისურ ენაზე, რომლის ორგანიზატორიც იყო კლასის დამრიგებელი ანუკი ლაბაძე. მოსწავლეებმა ძალიან საინტერესო და სანახაობრივი სპექტაკლი წარმოგვიდგინეს. ულამაზეს კოსტიუმებში გამოწყობილმა მოსწავლეებმა გამოავლინეს შესანიშნავი თეატრალური, მუსიკალური და არტისტული ნიჭი. დიდი მადლობა კლასის დამრიგებელ და ინგლისური ენის მასწავლებელ ანუკი ლაბაძეს შესანიშნავი სპექტაკლის ორგანიზებისათვის, ხოლო მუსიკის მასწავლებელ ანი ზაზაშვილს… Continue reading მიუზიკლი “ენკანტო”
სკოლა პოლიგლოტის მე-2 (ბ) კლასის მოსწავლეებმა დადგეს სპექტაკლი “ვარსკვლავებით მოჭედილი ცა”. სპექტაკლის განმავლობაში მოსწავლეებმა შეასრულეს თემატური მრავალფეროვანი სიმღერები, როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენაზე. მათ მოირგეს განსხვავებული როლები, გამოავლინეს სამსახიობო უნარები. სცენარის მთავარი იდეა იყო, საოცნებო ქალაქის აშენება, რომელშიც იქნებოდა სიყვარული, ბედნიერება და წესრიგი, მოქალაქეები კი იქნებოდნენ კეთილი განწყობით ერთმანეთის მიმართ. სკოლა პოლიგლოტი დიდ მადლობას უხდის… Continue reading სპექტაკლი “ვარსკვლავებით მოჭედილი ცა”
სკოლა პოლიგლოტის მე-6 (ბ) კლასში ჩატარდა გამოსაშვები ღონისძიება თემაზე: ენა, მამული, სარწმუნოება, რომლის ორგანიზატორი იყო კლასის დამრიგებელი ნაზი ზაალიშვილი. ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა პატივისცემა გამოხატეს ქართული ანბანისა და ქართული ენის მიმართ, ასევე მისი შემოქმედის მეფე ფარნავაზის მიმართ. შეასრულეს ცეკვები და მუსიკალური ნომრები ინგლისურ და ფრანგულ ენებზე. სკოლა პოლიგლოტი დიდ მადლობას უხდის კლასის დამრიგებელ ნაზი ზაალიშვილს, ინგლისური… Continue reading მე-6 (ბ) კლასის გამოსაშვები ღონისძიება
სკოლა პოლიგლოტის მე-3 (გ)კლასში ფრანგული ენის მასწავლებელმა ირმა ჭანკოტაძემ ფრანგულ ენაზე ჩაატარა ღია გაკვეთილი – ,,ma famille” (ჩემი ოჯახი). გაკვეთილის ფარგლებში მოსწავლეებმა თემატური ლექსიკისა და გრამატიკის გამოყენებით გააკეთეს ინდივიდუალური პრეზენტაციები თავიანთ ოჯახებზე. შეასრულეს ფრანგული სიმღერა ,,le printemps”. გაკვეთილის ბოლოს ფრანგული ლექსიკის გამდიდრების მიზნით მოსწავლეები საუბრობდნენ სხვადასხვა ქვეყნებზე, მათ დედაქალაქებზე, სასაუბრო ენასა და ეროვნებებზე, ასევე ცდილობდნენ… Continue reading ღია გაკვეთილი – ,,ma famille” (ჩემი ოჯახი)
სკოლა პოლიგლოტის მე-6 (ა) კლასში ჩატარდა გამოსაშვები ღონისძიება სახელწოდებით ,,ზღაპრის ბოლო კეთილია” , რომლის ორგანიზატორი იყო კლასის დამრიგებელი მელანო ჩოკორაია. მოსწავლეებმა ღონისძიებაზე გაიხსენეს სკოლაში ერთად გატარებული წლები, პროექტები, ღონისძიებები, სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიები და სხვადასხვა ენაზე შეასრულეს სიმღერები. ბოლოს კი სკოლის ეზოში მხიარულ გარემოში აღნიშნეს დაწყებითი საფეხურის დასრულება და სკოლისგან სიმბოლური საჩუქრებითაც დაჯილდოვდნენ. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის… Continue reading მე-6 (ა) კლასის გამოსაშვები ღონისძიება – ,,ზღაპრის ბოლო კეთილია”
სკოლა პოლიგლოტის მე-3 (ა) კლასში ჩატარდა გამოსაშვები ღონისძიება ” საქართველო ჩემი სამშობლოა”. მოსწავლეებმა მოირგეს საქართველოს სახელოვანი მეფეების და დედოფლების როლები, ისაუბრეს სამშობლოს ერთგულებაზე, სიყვარულსა და ერთობაზე. შეასრულეს ქართული ცეკვები: ხორუმი, ნარნარი და ლეკური, ასევე სიმღერები ქართულ, ფრანგულ და ინგლისურ ენაზე. ღონისძიების დასასრულს კი კიდევ ერთხელ გაიხსენეს საქართველოს მებრძოლი, გმირი წინაპრები, რომელთა მაგალითზე იზრდება მომავალი თაობა… Continue reading მე-3 (ა) კლასის გამოსაშვები ღონისძიება “საქართველო ჩემი სამშობლოა”
სკოლა პოლიგლოტის მე-3 (ბ) კლასში ჩატარდა გამოსაშვები ღონისძიება, რომლის ორგანიზატორიც იყო კლასის დამრიგებელი ანა ნიჟარაძე. ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა: სკოლა პოლიგლოტი დიდ მადლობას უხდის ღონისძიების ორგანიზატორს კლასის დამრიგებელ ანა ნიჟარაძეს, ინგლისური ენის მასწავლებელ ანუკი ლაბაძეს, ფრანგული ენის მასწავლებელ ირმა ჭანკოტაძეს, დეკორაციების ავტორს ხელოვნების მასწავლებელ სოფიო ლიჩელს და ღონისძიების მუსიკალურად გამფორმებელს მუსიკის მასწავლებელ ანი ზაზაშვილს. სკოლა პოლიგლოტი… Continue reading მე-3 (ბ) კლასის გამოსაშვები ღონისძიება