277434798_3048791195334857_8538478073891513546_n

ღია და ინტეგრირებული გაკვეთილები

4 ივნისი, 2025

ინტეგრირებული გაკვეთილი თემაზე „ჯადოსნური ბაღი“

სკოლა პოლიგლოტის მე-2(ბ) კლასის დამრიგებელმა, ნინო ჯვებენავამ და ინგლისური ენის მასწავლებელმა, მარიამ ცაბაძემ, ჩაატარეს შთამბეჭდავი ინტეგრირებული გაკვეთილი თემაზე „ჯადოსნური ბაღი“(Magic Garden) . გაკვეთილმა წარმატებით გააერთიანა სამი საგანი: მათემატიკა, ბუნებისმეტყველება და ინგლისური ენა. მოსწავლეები დიდი სიამოვნებით ჩაერთნენ მრავალფეროვან აქტივობებში. გაკვეთილის კულმინაცია იყო ჯგუფური მუშაობის პრეზენტაცია, სადაც მოსწავლეებმა დიდი სიამაყით წარმოადგინეს საკუთარი ხელით შექმნილი თემატური პლაკატები. სკოლა… Continue reading ინტეგრირებული გაკვეთილი თემაზე „ჯადოსნური ბაღი“

სრულად ნახვა
16 მაისი, 2025

ინტეგრირებული პროექტი ბავშვთა უფლებები და ლიტერატურა

სკოლა პოლიგლოტის მე-7 (ა) კლასის მოსწავლეებმა სამოქალაქო განათლების მასწავლებელთან, ხატია ჭილავასათან და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთან, მელანო ჩოკორაიასთან ერთად, განახორციელეს ინტეგრირებული პროექტი ბავშვთა უფლებები და ლიტერატურა. პროექტის მიზანი იყო მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება ბავშვთა უფლებების თემაზე ლიტერატურული ტექსტების მეშვეობით. პროექტი აერთიანებს ლიტერატურასა და სამოქალაქო განათლებას, რაც ხელს უწყობს მოსწავლეების მოქალაქეობრივი პოზიციის ჩამოყალიბებას,კრიტიკული აზროვნების განვითარებასა და… Continue reading ინტეგრირებული პროექტი ბავშვთა უფლებები და ლიტერატურა

სრულად ნახვა
5 მაისი, 2025

ღია გაკვეთილი: გარემოს დაცვა და მდგრადი განვითარება – ჰაერის დაბინძურება

სკოლა პოლიგლოტის მე-6 კლასში ინგლისური ენის მასწავლებელმა, ეკატერინე შუბითიძემ და მათემატიკის მასწავლებელმა – ნათია ქანთარიამ ჩაატარეს ინტეგრირებული გაკვეთილი. გაკვეთილის თემა იყო: გარემოს დაცვა და მდგრადი განვითარება – ჰაერის დაბინძურება. მოსწავლეებმა ინგლისურ ენაზე წარმოადგინეს ძალიან საინტერესო პრეზენტაციები ჰაერის დაბინძურების გამომწვევ მიზეზებზე, შეადგინეს ცხრილები, ააგეს სვეტოვანი და წრიული დიაგრამები, ასევე დაითვალეს ჰაერის დაბინძურების საშუალო მაჩვენებელი. სკოლა პოლიგლოტი… Continue reading ღია გაკვეთილი: გარემოს დაცვა და მდგრადი განვითარება – ჰაერის დაბინძურება

სრულად ნახვა
5 მაისი, 2025

ღია გაკვეთილი მე-4 (ბ) კლასში

სკოლა პოლიგლოტის მე-4 (ბ) კლასის ბუნებისმეტყველების მასწავლებელმა-ანა ნიჟარაძემ და კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელმა – ანა მეტრეველმა ჩაატარეს ინტეგრირებული გაკვეთილი. ამ გაკვეთილის ფარგლებში ისინი ჩაერთნენ სასკოლო პროექტში ,,ეკოლოგია და მდგრადი განვითარება”. მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაციები Canva.com- ის გამოყენებით. ასევე, მათ შეისწავლეს ,,ეკოლოგია და მდგრადი განვითარების” მიზნები და განსაკუთრებით ისეთი მიმართულებები, როგორიცაა: ჯანმრთელი ცხოვრება და კეთილდღეობა, სუფთა წყალი… Continue reading ღია გაკვეთილი მე-4 (ბ) კლასში

სრულად ნახვა
30 აპრილი, 2025

ინტეგრირებული გაკვეთილი მე-4 (გ) კლასში

სკოლა პოლიგლოტის მე-4 (გ) კლასში დამრიგებელმა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმ გურანდა ხუსკივაძემ და ბუნებისმეტყველების მასწავლებელმა ანა ნიჟარაძემ ჩაატარეს ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულ ენასა და ბუნებაში. ამ გაკვეთილის ფარგლებში ისინი ჩაერთნენ სასკოლო პროექტში “მდგრადი განვითარება და ეკოლოგია”. მათ შეისწავლეს ჯანსუღ ჩარკვიანის ლექსი “მოფრთხილება უნდა”, საქართველოს ბუნება და შავი ზღვა. ჩამოწერეს საქართველოს ბუნების საგანძური და დაწერეს თუ… Continue reading ინტეგრირებული გაკვეთილი მე-4 (გ) კლასში

სრულად ნახვა
28 აპრილი, 2025

ღია გაკვეთილი მე-2(ა) კლასში

სკოლა პოლიგლოტის მასწავლებელმა სოფო მუმლაძემ ჩაატარა ღია გაკვეთილი მე-2 (ა) კლასის მოსწავლეებისათვის მათემატიკაში თემაზე: “ეროვნული ფულის ერთეულები, არითმეტიკული მოქმედებები, მოქმედებათა ურთიერთშებრუნებულობა.” გაკვეთილის მიზანი იყო წინარე ცოდნის გამყარება/შეჯამება. გაკვეთილი მოიცავდა მრავალფეროვან აქტივობებს. ბავშვები აქტიურად ჩაერთნენ ინტერაქციაში, შეძლეს მარტივი მსჯელობა, ლოგიკური კავშირის დამყარება, თვლა, ანგარიში (მიმატება-გამოკლება,როგორც მრგვალი ათეულების,ისე ჩვეულებრივი რიცხვების), რიცხვების დასახელება და ჩაწერა 100-ის ფარგლებში; ასევე,… Continue reading ღია გაკვეთილი მე-2(ა) კლასში

სრულად ნახვა
27 აპრილი, 2025

ღია გაკვეთილი- ,,სამშობლო’’, ,,ქართლის პირველი მეფე ფარნავაზი’’.

სკოლა პოლიგლოტის მე-3 (ა) კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა მაკა წურწუმიამ ჩაატარა ღია გაკვეთილი თემაზე ,,სამშობლო’’, ,,ქართლის პირველი მეფე ფარნავაზი’’. გაკვეთილის განმავლობაში მოსწავლეებმა წარმოადგინეს თემატური პრეზენტაციები, შეადგინეს სარეკლამო ბუკლეტები, იმოგზაურეს საქართველოს კუთხეებში, გაგვაცნეს ჩვენი ქვეყნის მრავალფეროვანი ისტორიული ღირებულებები. მასწავლებელთან ერთად კიდევ ერთხელ გაეცნენ ქართლის პირველი მეფის ფარნავაზის როლს, ქართული ენის წარმოშობასა და განვითარებაში. სკოლა… Continue reading ღია გაკვეთილი- ,,სამშობლო’’, ,,ქართლის პირველი მეფე ფარნავაზი’’.

სრულად ნახვა
27 აპრილი, 2025

ღია გაკვეთილი მათემატიკაში

სკოლა პოლიგლოტის მე-2 (გ) კლასში სოფო მუმლაძემ ჩაატარა ღია გაკვეთილი მათემატიკაში თემაზე: “ეროვნული ფულის ერთეულები, არითმეტიკული მოქმედებები, მოქმედებათა ურთიერთშებრუნებულობა.” გაკვეთილის მიზანი იყო წინარე ცოდნის გამყარება/შეჯამება და მოიცავდა მრავალფეროვან აქტივობებს. ბავშვები აქტიურად ჩაერთნენ ინტერაქციაში, შეძლეს მარტივი მსჯელობა, ლოგიკური კავშირის დამყარება, თვლა, ანგარიში (მიმატება-გამოკლება,როგორც მრგვალი ათეულების,ისე ჩვეულებრივი რიცხვების), რიცხვების დასახელებას და ჩაწერა 100-ის ფარგლებში; ასევე, 100-მდე რიცხვების… Continue reading ღია გაკვეთილი მათემატიკაში

სრულად ნახვა
26 აპრილი, 2025

ინტეგრირებული გაკვეთილი  “სასწაული”

სკოლა პოლიგლოტის მე-4 (ა) კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა თამარ რიჟამაძემ და მუსიკის პედაგოგმა ანი ზაზაშვილმა ჩაატარეს ინტეგრირებული გაკვეთილი  “სასწაული”. მოსწავლეები გაეცნენ მოცარტის შემოქმედებას, გაანალიზეს ტექსტი “ სასწაული”, დაახასიათეს პერსონაჟები, იმსჯელეს მუსიკის მნიშვნელობასა და როლზე ადამიანის ცხოვრებაში. ასევე, ითამაშეს თამაში “მართალია თუ ტყუილი”, სადაც მოსწავლეებმა მიღებული ინფორმაციის საფუძველზე კიდევ ერთხელ გადაამოწმეს ფაქტების სისწორე მოცარტის… Continue reading ინტეგრირებული გაკვეთილი  “სასწაული”

სრულად ნახვა
25 აპრილი, 2025

ღია გაკვეთილი თემაზე ,,Moi et ma famille”

სკოლა პოლიგლოტის მე-5 (ა,ბ) კლასებში ფრანგული ენის მასწავლებელმა, ირმა ჭანკოტაძემ ჩაატარა ღია გაკვეთილი თემაზე ,,Moi et ma famille”. მოსწავლეებმა შეისწავლეს მათი ოჯახის აღწერისთვის საჭირო ლექსიკა, გაეცნენ ისეთ გრამატიკული ფორმებს, რომლითაც გაგვაცნეს საკუთარი ოჯახები და ოჯახის წევრები. ახალი მასალისა და წინარე ცოდნის გამოყენებით შექმნეს პრეზენტაციები, თან დაურთეს თავიანთი და ასევე ოჯახის წევრების ფოტოები. სკოლა პოლიგლოტი მადლობას… Continue reading ღია გაკვეთილი თემაზე ,,Moi et ma famille”

სრულად ნახვა
23 აპრილი, 2025

ღია გაკვეთილი თემაზე: ,,4-ის და 5-ის გამრავლება”

სკოლა პოლიგლოტის მე-3 (ბ) კლასში  მასწავლებელმა  ნინო ჯვებენავამ ჩაატარა ღია გაკვეთილი თემაზე: ,,4-ის და 5-ის გამრავლება”. გაკვეთილი ორიენტირებული იყო თამაშებით სწავლებაზე, რაც კიდევ უფრო საინტერესოსა და სახალისოს ხდიდა სასწავლო პროცესს. მოსწავლეებმა გაიხსენეს წინარე ცოდნა — 2-ისა და 3-ის გამრავლება, რაც წარმოდგენილი იყო პრეზენტაციების სახით. ახალი მასალის შესწავლის პარალელურად ჩატარდა შემოქმედებითი აქტივობები, რომლებიც დაეხმარა მოსწავლეებს ცოდნის… Continue reading ღია გაკვეთილი თემაზე: ,,4-ის და 5-ის გამრავლება”

სრულად ნახვა
19 აპრილი, 2025

ღია გაკვეთილი თემაზე: “რას გალობს შაშვი”

სკოლა პოლიგლოტის მე-4 (ბ) კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა , მანანა ჭანტურიძემ ჩაატარა ღია გაკვეთილი თემაზე: “რას გალობს შაშვი”. გაკვეთილის მიზანი ტექსტის გაგება-გააზრებასთან ერთად იყო მოსწავლეებში ჰუმანური დამოკიდებულების ჩამოყალიბება ბუნების შვილების მიმართ. გაკვეთილზე თითოეული მოსწავლე აქტიურობდა, გამოთქვამდა საინტერესო მოსაზრებებს. მათ დაახასიათეს პერსონაჟები, ისაუბრეს პრობლემაზე და მისი გადაჭრის გზებზე. იმუშავეს ჯგუფურად, გამოყვეს ტექსტის მთავარი სათქმელი.… Continue reading ღია გაკვეთილი თემაზე: “რას გალობს შაშვი”

სრულად ნახვა
18 აპრილი, 2025

ღია გაკვეთილი თემაზე: ,,მარტივი და შედგენილი რიცხვები’’

სკოლა პოლიგლოტის მე-5 (ა)კლასში მათემატიკის მასწავლებელმა ზურა შუბითიძემ ჩაატარა ღია გაკვეთილი თემაზე: ,,მარტივი და შედგენილი რიცხვები’’. ბავშვები გაეცნენ მარტივ და შედგენილ რიცხვებს, მათ თვისებებს, შეისწავლეს რომელი რიცხვია არც მარტივი და არც შედგენილი, რომელი რიცხვია ერთადერთი ლუწი მარტივი და თავად გამოიტანეს დასკვნა იმასთან დაკავშირებით თუ რატომ არ იარსებებს სხვა ლუწი მარტივი რიცხვი. ბავშვებს მიენიჭათ რიცხვები 1-დან… Continue reading ღია გაკვეთილი თემაზე: ,,მარტივი და შედგენილი რიცხვები’’

სრულად ნახვა
17 აპრილი, 2025

ღია გაკვეთილი თემაზე: ,,ჭაში ჩავარდნილის იგავი’’

სკოლა პოლიგლოტის მე-5(ა) კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა სოფიო დვალიშვილმა ჩაატარა ღია გაკვეთილი თემაზე: ,,ჭაში ჩავარდნილის იგავი’’. მოსწავლეებმა გაიხსენეს ქართული ლიტერატურის პერიოდები, ისაუბრეს ძველი ქართული ლიტერატურის ძირითად მახასიათებლებზე. ერთად განმარტეს იუმორისა და ირონიის მნიშვნელობა და განიხილეს კონკრეტული მაგალითები. აგრეთვე, გაიცნეს ნაწყვეტი შოთა რუსთაველის პოემიდან და შეკრიბეს სიტყვათა ფორმები, რომლებიც უცხოა თანამედროვე სალიტერატურო ენისათვის. სკოლა… Continue reading ღია გაკვეთილი თემაზე: ,,ჭაში ჩავარდნილის იგავი’’

სრულად ნახვა
16 აპრილი, 2025

ღია გაკვეთილი თემაზე: “The visit at the zoo”

სკოლა პოლიგლოტის მე-6 კლასში ინგლისურის პედაგოგმა ეკატერინე შუბითიძემ ჩაატარა ღია გაკვეთილი თემაზე “The visit at the zoo”. მოსწავლეებმა ისაუბრეს გადაშენების პირას მყოფი ცხოველების შესახებ. გამოთქვეს თავიანთი მოსაზრება ზოოპარკის დადებით მხარეზე გადაშენების პირას მყოფი ცხოველებისთვის. გაეცნენ რამდენიმე ცხოველის შესახებ ფაქტებს, გაიმდიდრეს ლექსიკა და გაიუმჯობესეს მოსმენის უნარი. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ეკატერინე შუბითიძეს ასეთი მნიშვნელოვანი გაკვეთილის ორგანიზებისათვის.

სრულად ნახვა