277434798_3048791195334857_8538478073891513546_n
19 აპრილი, 2025

ღია გაკვეთილი თემაზე: “რას გალობს შაშვი”

სკოლა პოლიგლოტის მე-4 (ბ) კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა , მანანა ჭანტურიძემ ჩაატარა ღია გაკვეთილი თემაზე: “რას გალობს შაშვი”. გაკვეთილის მიზანი ტექსტის გაგება-გააზრებასთან ერთად იყო მოსწავლეებში ჰუმანური დამოკიდებულების ჩამოყალიბება ბუნების შვილების მიმართ. გაკვეთილზე თითოეული მოსწავლე აქტიურობდა, გამოთქვამდა საინტერესო მოსაზრებებს. მათ დაახასიათეს პერსონაჟები, ისაუბრეს პრობლემაზე და მისი გადაჭრის გზებზე. იმუშავეს ჯგუფურად, გამოყვეს ტექსტის მთავარი სათქმელი.… Continue reading ღია გაკვეთილი თემაზე: “რას გალობს შაშვი”

სრულად ნახვა
18 აპრილი, 2025

მე-2 (ბ) კლასი ხელოვნების სტუდიაში

სკოლა “პოლიგლოტის” მე-2 (ბ) კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის, ნინო ჯვებენავას ხელმძღვანელობით, დაუვიწყარი დრო გაატარეს თანამედროვე ხელოვნების სტუდიაში – Not Museum-ში. თბილმა და მეგობრულმა გარემომ პატარებს შემოქმედებითი ფანტაზიის გაღვივების საშუალება მისცა. მათ საკუთარი ხელით შექმნეს სააღდგომო თემატიკის ორიგინალური თიხის დეკორაციები, გააფერადეს ისინი და ეს დღე ნამდვილად იქცა მათთვის ერთ-ერთ ყველაზე მხიარულ და დასამახსოვრებელ თავგადასავლად. სკოლა პოლიგლოტი მადლობას… Continue reading მე-2 (ბ) კლასი ხელოვნების სტუდიაში

სრულად ნახვა
18 აპრილი, 2025

ღია გაკვეთილი თემაზე: ,,მარტივი და შედგენილი რიცხვები’’

სკოლა პოლიგლოტის მე-5 (ა)კლასში მათემატიკის მასწავლებელმა ზურა შუბითიძემ ჩაატარა ღია გაკვეთილი თემაზე: ,,მარტივი და შედგენილი რიცხვები’’. ბავშვები გაეცნენ მარტივ და შედგენილ რიცხვებს, მათ თვისებებს, შეისწავლეს რომელი რიცხვია არც მარტივი და არც შედგენილი, რომელი რიცხვია ერთადერთი ლუწი მარტივი და თავად გამოიტანეს დასკვნა იმასთან დაკავშირებით თუ რატომ არ იარსებებს სხვა ლუწი მარტივი რიცხვი. ბავშვებს მიენიჭათ რიცხვები 1-დან… Continue reading ღია გაკვეთილი თემაზე: ,,მარტივი და შედგენილი რიცხვები’’

სრულად ნახვა
17 აპრილი, 2025

ღია გაკვეთილი თემაზე: ,,ჭაში ჩავარდნილის იგავი’’

სკოლა პოლიგლოტის მე-5(ა) კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა სოფიო დვალიშვილმა ჩაატარა ღია გაკვეთილი თემაზე: ,,ჭაში ჩავარდნილის იგავი’’. მოსწავლეებმა გაიხსენეს ქართული ლიტერატურის პერიოდები, ისაუბრეს ძველი ქართული ლიტერატურის ძირითად მახასიათებლებზე. ერთად განმარტეს იუმორისა და ირონიის მნიშვნელობა და განიხილეს კონკრეტული მაგალითები. აგრეთვე, გაიცნეს ნაწყვეტი შოთა რუსთაველის პოემიდან და შეკრიბეს სიტყვათა ფორმები, რომლებიც უცხოა თანამედროვე სალიტერატურო ენისათვის. სკოლა… Continue reading ღია გაკვეთილი თემაზე: ,,ჭაში ჩავარდნილის იგავი’’

სრულად ნახვა
16 აპრილი, 2025

პროექტი- ,,ენა, რომელიც გვაერთიანებს”

სკოლა პოლიგლოტის ლიტერატურული კლუბის ინიციატივით დედა ენის კვირეულის ფარგლებში, ჩატარდა პროექტი ,,ენა, რომელიც გვაერთიანებს”. მე-4(ბ), მე-7(ა,ბ), მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებმა გამოფინეს მათ მიერ შესრულებული ნამუშევრები საკონფერენციო დარბაზში და მონაწილეობა მიიღეს კალიგრაფიის კონკურსში. ჟიურიმ გამოავლინა საუკეთესო ხელნაწერები, ასევე გამოვლინდნენ საუკეთესო ილუსტრირებული ხელნაწერების ავტორები,გამარჯვებულებს გადაეცა შესაბამისი სერტიფიკატები და ჯილდოები, ხოლო კალიგრაფიის კონკურსის ყველა მონაწილე დაჯილდოვდა შესაბამისი… Continue reading პროექტი- ,,ენა, რომელიც გვაერთიანებს”

სრულად ნახვა
16 აპრილი, 2025

ღია გაკვეთილი თემაზე: “The visit at the zoo”

სკოლა პოლიგლოტის მე-6 კლასში ინგლისურის პედაგოგმა ეკატერინე შუბითიძემ ჩაატარა ღია გაკვეთილი თემაზე “The visit at the zoo”. მოსწავლეებმა ისაუბრეს გადაშენების პირას მყოფი ცხოველების შესახებ. გამოთქვეს თავიანთი მოსაზრება ზოოპარკის დადებით მხარეზე გადაშენების პირას მყოფი ცხოველებისთვის. გაეცნენ რამდენიმე ცხოველის შესახებ ფაქტებს, გაიმდიდრეს ლექსიკა და გაიუმჯობესეს მოსმენის უნარი. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ეკატერინე შუბითიძეს ასეთი მნიშვნელოვანი გაკვეთილის ორგანიზებისათვის.

სრულად ნახვა
15 აპრილი, 2025

მე-2(გ) და მე-3(ა) კლასები დედაენის კვირეულში ჩაერთნენ

სკოლა პოლიგლოტის მე-2(გ) და მე-3(ა) კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ მაკა წურწუმიასთან ერთად აქტიური მონაწილეობა მიიღეს დედაენის კვირეულში. მოსწავლეები ჩაერთნენ კალიგრაფიის კონკურსში, მოისმინეს მინი ლექცია, რომ ქართულმა ენამ საუკუნეების განმავლობაში შემოგვინახა ჩვენი ისტორია, ტრადიციები და ეროვნული ღირებულებები. ,,ენა საღვთო რამ არის , საზიარო განძი, მასში სჩანს ჩვენი გონება,გული და ძალ -ღონე“ – ი… Continue reading მე-2(გ) და მე-3(ა) კლასები დედაენის კვირეულში ჩაერთნენ

სრულად ნახვა
15 აპრილი, 2025

თექის მასტერკლასი მე-7(ა,ბ) კლასებში

სკოლა პოლიგლოტში დედაენის კვირეულის ფარგლებში მე-7(ა,ბ) კლასებში ისტორიის მასწავლებლის, ნაზი ზაალიშვილისა და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის,მელანო ჩოკორაიას, ინიციატივით ჩატარდა თექის მასტერკლასი. სკოლამ რეწვის სახელოსნო ,,ირიათონსა” და მის დამფუძნებელს, ქალბატონ მაკა ქობალიას, უმასპინძლა. მასტერკლასის ფარგლებში მოსწავლეებმა თექის ჯადოსნური სამყარო აღმოაჩინეს, საკუთარი ხელით შექმნეს ულამაზესი ნამუშევრები, გაეცნენ თექის დამზადების სხვადასხვა ტექნიკას, მიიღეს ახალი გამოცდილება და დაუვიწყარი… Continue reading თექის მასტერკლასი მე-7(ა,ბ) კლასებში

სრულად ნახვა
14 აპრილი, 2025

დედაენის დღე მე-4(ა) კლასში

სკოლა პოლიგლოტის მე-4(ა) მოსწავლეებმა დამრიგებელ თამარ რიჟამაძესთან ერთად დედაენის დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა აქტივობა გააკეთეს. მოსწავლეებმა გამოიგონეს ამბები, გადაწერეს უნიკალური და დახვეწილი კალიგრაფიით და აკინძეს კრებულის სახით “დროში მოგზაურობა”. მოთხრობები წაუკითხეს თანაკლასელებს და ყურადღება გაამახვილეს ქართული ენისა და დამწერლობის მნიშვნელობაზე. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის თამარ რიჟამაძეს ასეთი მნიშვნელოვანი აქტივობების ორგანიზებისათვის.

სრულად ნახვა
13 აპრილი, 2025

მე-3 (ა, ბ) კლასი მოზარდ მაყურებელთა თეატრში

სკოლა პოლიგლოტის მე-3 (ა, ბ) კლასის მოსწავლეები დამრიგებლებთან, მაკა წურწუმია და მანო ჭანტურიასთან ერთად, სტუმრად იმყოფებოდნენ ნოდარ დუმბაძის მოზარდ მაყურებელთა თეატრში სპექტაკლზე: ,,შვლის ნუკრის ნაამბობი’’ ვაჟა-ფშაველას მოთხრობის მიხედვით. სცენაზე წარმოდგენილი იყო შვლის ნუკრის დიდი და მტკივნეული ამბავი, რომელიც გვასწავლის სიკეთეს, სიყვარულს, ბუნებაში არსებული ცოცხალი და არაცოცხალი არსებების მოვლა-მოფრთხილებას და სამყაროს ტკივილის დანახვას. სკოლა პოლიგლოტი მადლობას… Continue reading მე-3 (ა, ბ) კლასი მოზარდ მაყურებელთა თეატრში

სრულად ნახვა
12 აპრილი, 2025

VII(ა) კლასი ახალგაზრდულ აკადემიაში

სკოლა პოლიგლოტის VII(ა) კლასის მოსწავლეები ხელოვნების მასწავლებელ ქეთევან მაისურაძესთან და კლასის დამრიგებელ მელანო ჩოკორაიასთან ერთად ეწვივნენ საქართველოს ახალგაზრდულ აკადემიას SEU -ში შემეცნებით ლექციაზე: ,,რომი, კოლოსეუმი, გლადიატორები და კულტურა“. შეხვედრაზე მოსწავლეებმა საინტერესო ლექცია მოისმინეს რომის ისტორიაზე, რომაული ლეგიონის და გლადიატორთა სამყაროზე, იმპერატორთა და მხედართმთავართა პიროვნებებზე, რომის პაპებსა და მათ უცნაურ ისტორიებზე, რომაული კულტურის უმნიშვნელოვანეს საგანძურ, კოლოსეუმზე.… Continue reading VII(ა) კლასი ახალგაზრდულ აკადემიაში

სრულად ნახვა
11 აპრილი, 2025

პროექტი: ,,მწვანე ჰანგები ლიტერატურაში’’

სკოლა პოლიგლოტის ლიტერატურული კლუბის წევრებმა სასკოლო პროექტის ,,ეკოლოგია და მდგრადი განვითარების’’ ფარგლებში განახორციელეს პროექტი: ,,მწვანე ჰანგები ლიტერატურაში’’. აღნიშნულ თემაზე ჩატარდა კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მე-7(ა) კლასისა და მე-8 (ბ) კლასის მოსწავლეებმა, მათ დაამუშავეს და წარმოადგინეს შემდეგი საკითხები: ასტრიდ ლინდგრენის ,,პეპი გრძელიწინდა’’- ყვავილების მოვლა და მორწყვის საკითხი- რეკომენდაციები; სენტ-ეგზიუპერის ,,პატარა პრინცი’’ და ბაობაბები’’ . ,,პატარა პრინცი’’… Continue reading პროექტი: ,,მწვანე ჰანგები ლიტერატურაში’’

სრულად ნახვა
10 აპრილი, 2025

VI კლასი ხელოვნების სასახლეში

სკოლა პოლიგლოტის VI კლასის მოსწავლეები, ხელოვნების მასწავლებელ ქეთევან მაისურაძესთან და კლასის დამრიგებელ ეკატერინე შუბითიძესთან ერთად ესტუმრნენ ხელოვნების სასახლეს, სადაც მოსწავლეები დაესწრნენ საგანმანათლებლო პროგრამას „ჩემი ხელნაკეთი დღიური“. მოსწავლეებმა დაათვალიერეს XIX საუკუნეში აგებული ულამაზესი სასახლე. მოისმინეს მისი აგების ისტორია, რომელიც გერმანელმა პრინცმა სიყვარულის ნიშნად ულამაზეს ქართველ ქალბატონს აუგო. მოსწავლეებმა დაათვალიერეს სასახლეში დაცული უნიკალური ექსპონატები: ფერწერული ტილოები, გრაფიკული… Continue reading VI კლასი ხელოვნების სასახლეში

სრულად ნახვა
9 აპრილი, 2025

ღია გაკვეთილი თემაზე “Body Parts”

სკოლა პოლიგლოტის I (ბ) კლასში ინგლისური ენის მასწავლებელმა, მარიამ ცაბაძემ ჩაატარა ღია გაკვეთილი თემაზე “Body Parts”. მოსწავლეები გაეცნენ ადამიანის აგებულებას, გააკეთეს პრეზენტაციები საკუთარი სხეულის ნაწილებზე, წინარე ცოდნაზე დაყრდნობით განასხვავეს რაოდენობრივად, შეასრულეს მოსასმენი და წერითი სავარჯიშოები. გაკვეთილი დაასრულეს სახალისო სიმღერით, რამაც ხელი შეუწყო ცოდნის გამოყენება/განმტკიცებას. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის მარიამ ცაბაძეს ასეთი საინტერესო გაკვეთილის ჩატარებისათვის.

სრულად ნახვა
9 აპრილი, 2025

9 აპრილი

9 აპრილთან დაკავშირებით სკოლა პოლიგლოტში ჩატარდა საინფორმაციო გაკვეთილები, რომლებზეც პედაგოგები კიდევ ერთხელ უყვებოდნენ მოსწავლეებს საქართველოს თანამედროვე ისტორიის ერთერთ უმძიმეს პერიოდზე და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაზე. სკოლა პოლიგლოტის I (ა) კლასში, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ანა მუმლაძემ ჩაატარა აქტივობა 9 – აპრილის საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.  აქტივობის დევიზი იყო: ,,თავისუფლება ისე არ მოდის, თავისუფლება ლომთა… Continue reading 9 აპრილი

სრულად ნახვა