277434798_3048791195334857_8538478073891513546_n

სკოლა პოლიგლოტის ხატვის წრე – “სფუმატო”

სრულად ნახვა
19 ნოემბერი, 2024

I (გ) კლასი თოჯინების თეატრში

სკოლა პოლიგლოტის I (გ) კლასის მოსწავლეები დამრიგებელ მარიამ ხუსკივაძესთან ერთად იმყოფებოდნენ ქ. თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიულ სახელმწიფო თეატრში. მოსწავლეები ეზიარნენ თეატრის ხელოვნებას, ნახეს სპექტაკლი ,,ბუტია”, რომელიც ონავარი ბაჭიას თავგადასავალს მოგვითხრობს. ბავშვებმა შთაბეჭდილებებით სავსე დღე გაატარეს. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის მარიამ ხუსკივაძეს ასეთი სახალისო კლასგარეშე გასვლითი აქტივობის ორგანიზებისათვის და მშობლებს აქტიური ჩართულობისათვის.

სრულად ნახვა
18 ნოემბერი, 2024

I (ბ) კლასი თოჯინების თეატრში

სკოლა პოლიგლოტის I (ბ) კლასის მოსწავლეები დამრიგებელ მაგდა ჩანქსელიანთან ერთად  ქ. თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიულ სახელმწიფო თეატრში. მოსწავლეებმა ნახეს სპექტაკლი ,,ბუტია”, რომელიც ონავარი ბაჭიას თავგადასავალს მოგვითხრობს. ბავშვებმა დადებითი ემოციებით სავსე დღე გაატარეს. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის მაგდა ჩანქსელიანს ასეთი საინტერესო აქტივობის ორგანიზებისათვის და მშობლებს აქტიური ჩართულობისათვის.

სრულად ნახვა
17 ნოემბერი, 2024

მე-2(გ) კლასი ,,ექსპერიმენტორიუმში”

სკოლა პოლიგლოტის მე-2(გ) კლასის მოსწავლეები დამრიგებელ სოფო მუმლაძესთან ერთად იმყოფებოდნენ ,,ექსპერიმენტორიუმში”. მათ იმოგზაურეს მეცნიერული აღმოჩენების სამყაროში, მონაწილეობა მიიღეს სახალისო ექსპერიმენტებში. დაათვალიერეს მუზეუმში გამოფენილი ფიზიკის ინტერაქტიური ექსპონატები, ბავშვებს გაუღვივდათ ინტერესი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისადმი. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ქალბატონ სოფო მუმლაძეს ასეთი საინტერესო აქტივობის ორგანიზებისათვის.

სრულად ნახვა
16 ნოემბერი, 2024

l (ა) კლასი თოჯინების თეატრში

სკოლა პოლიგლოტის l (ა) კლასის მოსწავლეები დამრიგებელ ანა მუმლაძესთან ერთად იმყოფებოდნენ ქ. თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიულ სახელმწიფო თეატრში. მოსწავლეები ეზიარნენ თეატრის ხელოვნებას, ნახეს სპექტაკლი ,,ბუტია”, რომელიც ონავარი ბაჭიას თავგადასავალს მოგვითხრობს. ბავშვებმა ემოციებით და შთაბეჭდილებებით სავსე დღე გაატარეს. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ანა მუმლაძეს ასეთი მნიშვნელოვანი კლასგარეშე გასვლითი აქტივობის ორგანიზებისათვის და მშობლებს აქტიური ჩართულობისათვის.

სრულად ნახვა
15 ნოემბერი, 2024

მე-5 (ა) კლასი ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკაში

სკოლა პოლიგლოტის მე-5 (ა) კლასის მოსწავლეები ფრანგული ენის მასწავლებელ ირმა ჭანკოტაძესთან და კლასის დამრიგებელ სოფო დვალიშვილთან ერთად, სტუმრად იმყოფებოდნენ საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკაში. ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეებმა მოინახულეს მედიათეკა, გაეცნენ მსოფლიო და ფრანგულ ლიტერატურას ფრანგულ ენაზე, დაათვალიერეს ფრანგულ ენაზე ნათარგმნი ,,ვეფხისტყაოსანი”. მოსწავლეებმა ასევე ნახეს ფრანგული ანიმაცია, მოეწონათ, რამაც მათზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. დარეგისტრირდნენ ბიბლიოთეკაში და გამოიტანეს… Continue reading მე-5 (ა) კლასი ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკაში

სრულად ნახვა
14 ნოემბერი, 2024

მე-3 (ბ) კლასი გარდენიაში

სკოლა პოლიგლოტის მე-3 (ბ) კლასის მოსწავლეები დამრიგებელ მანანა ჭანტურიძესთან ერთად ესტუმრნენ გარდენიას. მოსწავლეებმა დაათვალიერეს ულამაზესი ბაღი, გაეცვნენ მცენარეთა მრავალფეროვნებას, მოისმინეს საინტერესო ლექცია ყვავილების მოვლა-გაფრთხილების შესახებ. თავად ჩარგეს ქოთანში ყვავილები, რომელიც თითოეულს საჩუქრად გადაეცა. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ქალბატონ მანანა ჭანტურიძეს ასეთი შემოქმედებითი გასვლითი აქტივობის ორგანიზებისათვის.

სრულად ნახვა
13 ნოემბერი, 2024

მე-4(გ) კლასი ილუზიების მუზეუმში

სკოლა პოლიგლოტის მე-4(გ) კლასის მოსწავლეები დამრიგებელ გურანდა ხუსკივაძესთან ერთად იმყოფებოდნენ ილუზიების მუზეუმში. ბავშვებმა დაათვალიერეს საინტერესო სივრცეები, მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა აქტივობაში და გადაიღეს სახალისო ფოტოები. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ქალბატონ გურანდა ხუსკივაძეს და მშობლებს აქტიური ჩართულობისათვის.

სრულად ნახვა
12 ნოემბერი, 2024

მე-3(ა) კლასის მოსწავლეები გარდენიაში

სკოლა პოლიგლოტის მე-3(ა) კლასის მოსწავლეები დამრიგებელ მაკა წურწუმიასთან ერთად სტუმრად იმყოფებოდნენ გარდენიაში. მოსწავლეებმა დაათვალიერეს ულამაზესი ბაღი, გაეცნენ მცენარეთა ნაირსახეობას, მოისმინეს საინტერესო ლექცია მათ მოვლა-განვითარების შესახებ. ასევე მონაწილეობა მიიღეს სახალისო, შემოქმედებით აქტივობაში, თავად ჩარგეს ქოთნებში ყვავილები და საჩუქრად მიიღეს თავიანთი ხელით დარგული ყვავილები. სკოლა პოლიგლოტი მადლობას ქალბატონ მაკა წურწუმიას ასეთი საინტერესო აქტივობისათვის.

სრულად ნახვა
11 ნოემბერი, 2024

მე-2(ა) კლასი ,,ექსპერიმენტორიუმში”

სკოლა პოლიგლოტის მე-2(ა) კლასის მოსწავლეები დამრიგებელ ნონა წამალაშვილთან ერთად იმყოფებოდნენ ,,ექსპერიმენტორიუმში”. მოსწავლეებს ჩაუტარდათ ინტერაქციული და შემეცნებითი ექსკურსია, დაათვალიერეს მუზეუმში გამოფენილი ფიზიკის ინტერაქტიური ექსპონატები, მონაწილეობა მიიღეს აზოტის შოუსა და სახალისო ექსპერიმენტებში. პატარებმა ბევრი საინტერესო რამ შეიტყვეს მეცნიერებასა და ბუნების კანონების შესახებ. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ქალბატონ ნონა წამალაშვილს ასეთი საინტერესო აქტივობის ორგანიზებისათვის.

სრულად ნახვა

მწერალ თამარ გეგეშიძის სტუმრობა სკოლა პოლიგლოტში

სრულად ნახვა
10 ნოემბერი, 2024

მწერალ თამარ გეგეშიძის ვიზიტი სკოლა პოლიგლოტში

სკოლა პოლიგლოტს თანამედროვე ქართველი მწერალი თამარ გეგეშიძე სტუმრობდა, შეხვედრა ლიტერატურული კლუბის ინიციატივით ჩატარდა. მწერლის ლიტერატურული დებიუტი შედგა 2018 წელს საყმაწვილო რომანით ,,სული-ჩიტი”, რომელმაც გამოსვლისთანავე დაიპყრო მკითხველთა გულები. მას ასევე ეკუთვნის რომანი ,,საშლელები”, რომელიც 2020 წელს საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელმა ასოციაციამ წლის ბესტსელერად გამოაცხადა. ლიტერატურული კლუბის წევრებმა მწერალს საკუთარი შეხედულებები გაუზიარეს, პრეზენტაციები წარუდგინეს, ღონისძიების ბოლოს… Continue reading მწერალ თამარ გეგეშიძის ვიზიტი სკოლა პოლიგლოტში

სრულად ნახვა
8 ნოემბერი, 2024

ვიზიტი ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში

8 ნოემბერს, ილია ჭავჭავაძის დაბადების დღის აღსანიშნავად სკოლა პოლიგლოტის ლიტერატურული კლუბის წევრები, კლუბის ხელმძღვანელ მელანო ჩოკორაიასთან ერთად ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში იმყოფებოდნენ. ცნობილი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე მეუღლესთან-ოლღა გურამიშვილთან ერთად, თავისი დის, ელისაბედ ჭავჭავაძე-საგინაშვილის სახლში 1888-1901 წლებში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. მოსწავლეებმა დაათვალიერეს მუზეუმში დაცული მემორიალური და ეპოქალური ნივთები, სამეცნიერო შრომები, სახვითი ხელოვნების ნიმუშები, ასევე… Continue reading ვიზიტი ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში

სრულად ნახვა
7 ნოემბერი, 2024

ვიზიტი ტექნოპარკში

სკოლა პოლიგლოტის IX-X კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ ტექნოპარკს, სადაც თავმოყრილია უახლესი ტექნოლოგიური, საგანმანათლებლო და პროფესიონალური რესურსები. მოსწავლეებმა დაათვალიერეს ფაბლაბის საწარმოო დანადგარები, მათ შორის 3D-პრინტერი, დაესწრნენ საინტერესო ვორკშოპს და მოისმინეს ინფორმაცია მომავლის პროფესიების შესახებ. შეხვედრის ბოლოს კი გაიმართა დისკუსია მოსწავლეებისათვის საინტერესო საკითხებზე. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ტექნოპარკს და ფაბლაბის წამყვან სპეციალისტებს საინტერესო მასპინძლობისათვის. სკოლა პოლიგლოტი დიდ მადლობას… Continue reading ვიზიტი ტექნოპარკში

სრულად ნახვა
6 ნოემბერი, 2024

მე-7 (ბ)კლასის ექსკურსია

სკოლა პოლიგლოტის მე-7 (ბ)კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ ექსკურსიაზე, დამრიგებელ ნაზი ზაალიშვილთან ერთად. ბავშვები ესტუმრნენ დიდი საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმს. კიდევ ერთხელ გაეცნენ ილია მართლის ცხოვრების და მოღვაწეობის მნიშვნელოვან პერიოდებს. მუზეუმში ვიზიტის შემდეგ კი ესტუმრნენ სევსამორა ნიშატოს მარანს. მოსწავლეები გაეცნენ ღვინის დაყენების უძველეს ტექნოლოგიებს და მონაწილეობა მიიღეს მასტერკლასში. მათ შთამბეჭდავი და შემეცნებითი დღე გაატარეს. სკოლა პოლიგლოტი… Continue reading მე-7 (ბ)კლასის ექსკურსია

სრულად ნახვა