საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით შემუშავდა მწვანე კალენდარი. კალენდრის მიხედვით 19-26 აპრილის ჩათვლით აღინიშნება ეროვნული პარკების კვირეული, ხოლო 22 მაისს ბიომრავალფეროვნების დაცვის დღე. სკოლა ,,პოლიგლოტის” ეკოკლუბის წევრები აღნიშნული დღეების ფარგლებში იმყოფებოდნენ თბილისის ბოტანიკურ ბაღში: • გაეცნენ ბაღის ისტორიასა და დანიშნულებას; • შეისწავლეს ბიომრავალფეროვნების სახეები; • ცნობიერება აიმაღლეს ბიომრავალფეროვნების დაცვის მიმართულებით; • გაეცნენ… Continue reading ვიზიტი ბოტანიკურ ბაღში
სკოლა პოლიგლოტის მე-6 (ბ) კლასის მოსწავლეები ფრანგული ენის მასწავლებელ გვანცა არაბულთან ერთად იმყოფებოდნენ საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკაში. ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეები: სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ფრანგული მედიათეკის მასპინძელს, ქალბატონ ნინო შუბითიძეს გულთბილი და საინტერესო მასპინძლობისათვის.
სკოლა პოლიგლოტში ,,დედაენის” დღესთან დაკავშირებით ჩატარდა პირველკლასელთა ღონისძიება – პოდიუმი ,,აი ია”. მოსწავლეებმა სამსახიობო ნიჭითა და ოსტატობით დაამშვენეს წითელი ხალიჩა. ეს პოდიუმი სიმბოლურად დაამთავრეს სიმღერით ,,ქართული ანბანი”. სანახაობა იყო მიმზიდველი, სახალისო და შემეცნებითი. ღონისძიების ავტორი გახლდათ სახვითი და გამოყენებით ხელოვნების მასწავლებელი სოფიო ლიჩელი, მუსიკალური გაფორმება ეკუთვნის ანა ზაზაშვილს (,,ქართული რემიქსები”; ,,მოდი ვნახოთ ვენახი”), პერფორმანსს კი… Continue reading პოდიუმი ,,აი ია”
სკოლა პოლიგლოტის მე-6 კლასის მოსწავლეებმა ისტორიის მასწავლებელთან ნაზი ზაალიშვილთან და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთან მელანო ჩოკორაიასთან ერთად ჩაატარეს კალიგრაფიის კონკურსი. გამარჯვებულები გამოვლინდა შემდეგ ნომინაციებში: საუკეთესო ხელნაწერი; საუკეთესო ილუსტრირებული ხელნაწერი; საუკეთესო კედლის გაზეთი. გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებით. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ასეთი საინტერესო აქტივობისათვის.
სკოლა ,,პოლიგლოტის” მე-4 (ბ) კლასში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი მათემატიკასა და კომპიუტერულ ტექნოლოგიებში. გაკვეთილის მიზანი იყო სივრცული ფიგურების გამეორება და ეილერის ფორმულის შესწავლა. გაკვეთილის ფარგლებში მოსწავლეებმა: დიდი მადლობა მასწავლებლებს: ნათია ქანთარიას და ანა მეტრეველს ასეთი საინტერესო გაკვეთილისთვის.
სკოლა პოლიგლოტის I (გ) კლასში მასწავლებლებმა: სოფო მუმლაძემ და მარიამ ცაბაძემ ინტეგრირებული გაკვეთილი ჩაატარეს მათემატიკასა და ინგლისურში თემაზე: Numbers and shapes – რიცხვები და რიცხვებზე მოქმედებები, გეომეტრიული ფიგურები. გაკვეთილის მიზანი იყო საგნების ფარგლებში მიღებული ცოდნის ერთმანეთთან დაკავშირება: რაოდენობების დადგენა, შესაბამისი რიცხვების, საგნების, ცხოველების დასახელება როგორც ქართულად, ასევე ინგლისურად. გაკვეთილი მოიცავდა მრავალფეროვან აქტივობებს, რომელსაც მოსწავლეებმა თავი… Continue reading ინტეგრირებული გაკვეთილი მათემატიკასა და ინგლისურში
სკოლა პოლიგლოტის სტუდიო ,,სფუმატოს” და სოფიო ლიჩელის ,,მცირე სამხატვრო აკადემიისა მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს Wyndham Grand Tbilisi-ში გამართულ საგაზაფხულო გამოფენაზე. მოსწავლეებმა გამოფინეს გაზაფხულის თემაზე დიდი ოსტატობით შესრულებული ნამუშევრები. გამოფენის ბოლოს კი დაჯილდოვდნენ საპატიო სერტიფიკატებით. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ღონისძიების ავტორებს: ქალბატონ ერნა წიფურიასა და ქალბატონ ნინა ჩიხლაძეს.
სკოლა პოლიგლოტის მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები დაესწრნენ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გამართულ ბიზნეს ანბანის პროექტის ტრენინგებს. ორი დღის განმავლობაში მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ჩართულიყვნენ სახალისო აქტივობებში და ამავდროულად აემაღლებინათ ცოდნა ბიზნესის სხვადასხვა სფეროს მიმართულებით. ტრენინგის ბოლოს კი მიღებული ცოდნით ბიზნეს გეგმებიც წარადგინეს. მონაწილეებს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისგან გადაეცათ ორენოვანი სერტიფიკატები. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის შავი… Continue reading სკოლა პოლიგლოტის მოსწავლეები ტრენინგზე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში
სკოლა პოლიგლოტის ეკოკლუბის ინიციატივით, ჩატარდა დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეული. კვირეულის ფარგლებში განხორციელდა სხვადასხვა საინტერესო და თემატური აქტივობა: მადლობა ჩვენი სკოლის ეკოკლუბს და მის ხელმძღვანელს, გეოგრაფიის მასწავლებელს, ნინო წამალაშვილს ასეთი მნიშვნელობანი და საინტერესო ღონისძიებებისათვის.
სკოლა პოლიგლოტი გახლავთ „GCC-MALTA“- ს (მალტის ქართული კულტურის ცენტრი) ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში. პარტნიორობის ფარგლებში ჩვენი სკოლის მოსწავლეები ამჟამად იმყოფებიან კუნძულ მალტაზე, საერთაშორისო გაცვლითი პროგრამით. მოსწავლეები ესწრებიან საერთაშორისო პროგრამებს, ხოლო დღის მეორე ნახევარში აქვთ ძალიან საინტერესო კულტურულ-საგანმანათლებლო ექსკურსიები.
სკოლა პოლიგლოტის მე-6 (ა) კლასის მოსწავლეები ფრანგული ენის მასწავლებელ გვანცა არაბულთან ერთად იმყოფებოდნენ საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკაში. ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეები: სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ფრანგული მედიათეკის წარმომადგენელს, ქალბატონ ნინო შუბითიძეს გულთბილი და საინტერესო მასპინძლობისათვის.
სკოლა პოლიგლოტის მე-3 კლასის მოსწავლეები დედამიწის დღესთან დაკავშირებით საინტერესო და თემატურ აქტივობებში ჩაერთნენ: შექმნეს გვირგვინები დედამიწის თემატიკაზე, ნახეს ანიმაცია „ადამიანი და დედამიწა“, მიიღეს ინფორმაცია ამ დღის დაარსების შესახებ. მადლობა კლასის დამრიგებელ თამარ რიჟამაძეს ასეთი საინტერესო და შემეცნებითი აქტივობისათვის.
დედამიწის დღესთან დაკავშირებით სკოლა პოლიგლოტის 1-ლი (გ) და მე-2 (ა) კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პროექტი ,,დედამიწა ჩვენი სახლია”. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა ისაუბრეს ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა: ადამიანისა და ბუნების კავშირზე და დედამიწაზე ზრუნვის მნიშვნელობაზე. მადლობა მე-2 (ა) კლასის დამრიგებელსა და 1-ლი(გ) კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, მაკა წურწუმიას.