სკოლა პოლიგლოტის 1-ლ (ა, ბ) კლასებში დედამიწის დღესთან დაკავშირებით ინგლისური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, მარიამ ცაბაძემ განახორციელა სოციალური პროექტი „გავუფრთხილდეთ დედამიწას”. პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება დედამიწის დღესთან დაკავშირებით. პროექტის ფარგლებში მათ დაამზადეს პოსტერები და წარმოადგინეს პრეზენტაციები ინგლისურ ენაზე, დარგეს მცენარეები და მცირე წვლილი შეიტანეს დედამიწის გამწვანებაში. დიდი მადლობა პროექტის ხელმძღვანელს, მარიამ ცაბაძეს და… Continue reading სოციალური პროექტი „გავუფრთხილდეთ დედამიწას”
დედამიწის დღესთან დაკავშირებით სკოლა პოლიგლოტის 1-ლი(ბ) კლასის მოსწავლეებმა ნახეს ვიდეოფილმი „ჩვენი პლანეტა დედამიწა.“ ფილმის ჩვენება მიზნად ისახავდა მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლებას გარემოს დაცვის მიმართულებით. მოსწავლეები გაეცვნენ დედამიწის დღის აღნიშვნის ისტორიას. დიდი მადლობა კლასის დამრიგებელ ეკა ჩიტრეკაშვილს მნიშვნელოვანი და თემატური აქტივობისათვის.
22 აპრილს მსოფლიო დედამიწის დღეს აღნიშნავს! სკოლა პოლიგლოტის მე-2(ბ) კლასის მოსწავლეებმაც აღნიშნეს ეს დღე: მათ გაუზიარეს აზრები ერთმანეთს, როგორ გაუფრთხილდნენ და იზრუნონ დედამიწაზე. ბოლოს პატარებმა თბილი წერილები მისწერეს დედამიწას. დიდი მადლობა კლასის დამრიგებელ ნინო კაპანაძეს საინტერესო აქტივობისათვის.
სკოლა პოლიგლოტის მე-6 (ბ) კლასის მოსწავლეები დამრიგებელთან, ნაზი ზაალიშვილთანერთად იმყოფებოდნენ ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში. მუზეუმში მოსწავლეებმა მოინახულეს რამდენიმე საგამოფენო დარბაზი, გაიგეს ბევრისაინტერესო დეტალი საქართველოს წარსულიდან, გაეცნენ უძველესი ოქრომჭედლობისნიმუშებს და საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილ ქვის ხანის ადამიანების ნაშთებს. მადლობა ქალბატონ ნაზის ასეთი საინტერესო აქტივობისათვის.
სკოლა პოლიგლოტის მე-5 კლასის მოსწავლეები ფრანგული ენის მასწავლებელ, ირმა ჭანკოტაძესთან და დაწყებითი განათლების ხელმძღვანელთან, თეა ჯაღიაშვილთან ერთად, სტუმრად იმყოფებოდნენ საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკაში. ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეები: • გაეცნენ მსოფლიო და ფრანგულ ლიტერატურას ფრანგულ ენაზე; • დაათვალიერეს ფრანგულ ენაზე ნათარგმნი „ვეფხისტყაოსანი“; • ნახეს ანიმაცია და დიდი ინტერესი გამოხატეს ფრანგული კულტურის მიმართ. • დარეგისტრირდნენ ფრანგულ ბიბლიოთეკაში და… Continue reading მე-5 კლასის მოსწავლეების ვიზიტი საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკაში
სკოლა პოლიგლოტში ეკოკლუბის ორგანიზებით, დაიწყო დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეული სლოგანით – ,,გავუფრთხილდეთ დედამიწას!’’ ამ კვირეულის ფარგლებში: სკოლა პოლიგლოტი მადლობა ამ ღონისძიების ორგანიზატორებს: ეკოკლუბის ხელმძღვანელს გეოგრაფიის მასწავლებელს, ნინო წამალაშვილს და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, ანა ჯავახიშვილს.
სკოლა პოლიგლოტის 1 (ა) კლასში აღინიშნა ,,ანბანის გაცილება”. გაკვეთილი ტექსტის გაგება-გააზრებაზე ორიენტირებული აქტივობებით იყო დატვირთული. მოსწავლეებმა წარმოაჩინეს შესწავლილი მასალის ცოდნა, წაიკითხეს მოთხრობა, იმუშავეს წყვილებში და თავად შექმნეს მოთხრობის კომიქსი. დასასრულს კი ძვირფას ანბანს მუსიკალური ნომერი მიუძღვნეს. დიდი მადლობა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს ნინო ოქრუაშვილს ასეთი საინტერესო აქტივობისათვის.
სკოლა პოლიგლოტის მე-2(ბ) კლასის მოსწავლეები დამრიგებელთან, ნინო კაპანაძესთან ერთად იმყოფებოდნენ ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ-მაყურებელთა თეატრში სპექტაკლზე – “თაგუნები და ყველი”. მოსწავლეებმა ემოციებით სავსე დღე გაატარეს.
სკოლა პოლიგლოტის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ანა ჯავახიშვილმა მე-8 კლასში ჩაატარა ღია გაკვეთილი. გაკვეთილის თემა იყო გურამ დოჩანაშვილის მოთხრობა ,,ერთი რამის სიყვარული დაფარვა რომ სჭირდება, ანუ მესამე ძმა კეჟერაძე“. მოსწავლეები გაეცვნენ და გაანალიზეს ლიტერატურული ტექსტი, იმსჯელეს, რამდენად მოქმედებს მშობლიური ქვეყანა ადამიანის ჩამოყალიბებაზე; შეიძლება თუ არა არსებობდეს ორი სამშობლო, ორი მშობლიური ენა; სამშობლოსადმი ადამიანის სიყვარული… Continue reading ღია გაკვეთილი ქართულ ენაში
სკოლა პოლიგლოტის მე-8 კლასის მოსწავლეები ქიმიის მასწავლებელთან, მაია აფხაზავასთან ერთად იმყოფებოდნენ ექსპერიმენტორიუმში. მოსწავლეებმა ნახეს ბევრი საინტერესო ცდა, მონაწილეობა მიიღეს სახალისო ექსპერიმენტებში და დიდი ემოციებით დაბრუნდნენ სკოლაში. დიდი მადლობა ქალბატონ მაია აფხაზავას საინტერესო გასვლითი აქტივობისთვის.
სკოლა ,,პოლიგლოტში“ დედა ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ჩატარდა მკითხველთა კონფერენცია. მოსწავლეებმა წარმოადგინეს წაკითხული წიგნების პრეზენტაციები და ერთმანეთს გაუზიარეს შტაბეჭდილებები. დისკუსია წარიმართა საინტერესოდ და მეგობრულ გარემოში. სკოლა პოლიგლოტი დიდ მადლობას უხდის მკითხველთა კონფერენციის ორგანიზატორებს, ანა ჯავახიშვილსა და თეონა დიასამიძეს, ლიტერატურული კლუბის წევრებს და ჩვენს საყვარელ პრეზენტატორებს შესანიშნავი ღონისძიებისათვის.
სკოლა ,,პოლიგლოტში“ ჩატარდა დედა ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული, რომელიც დატვირთული იყო მრავალფეროვანი აქტივობებით. კვირეულში მონაწილეობდნენ დაწყებითი, საბაზო და საშუალო ეტაპის მოსწავლეები. გიზიარებთ განხორციელებულ აქტივობებს: კვირეულის განმავლობაში მოსწავლეებმა სიღრმისეულად შეისწავლეს დედა ენის დღის ისტორია, გააკეთეს პრეზენტაციები, აიმაღლეს ცნობიერება ქართული ენის მნიშვნელობისა და დანიშნულების შესახებ. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ყველა მასწავლებელსა და მოსწავლეს, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ აღნიშნულ… Continue reading დედა ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული