დედაენის დღის აღსანიშნავად სკოლა პოლიგლოტის 1 (ა,ბ,გ) დამრიგებლებთან ნონა წამალაშვილთან, ეკა ჩიტრეკაშვილთან, სოფო მუმლაძესთან და ქართული ენის მასწავლებელთან ნინო ოქრუაშვილთან, ასევე მე-2(ა) კლასის მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთან მაკა ტოფაძესთან და მე-2(ბ) კლასის მოსწავლეები კი დამრიგებელთან ნინო კაპანაძესთან ერთად ესტუმრნენ დედაენის ძეგლს. მოსწავლეებმა მოისმინეს დედაენის დღესთან დაკავშირებული ისტორიული მოვლენები, ყვავილებით შეამკეს ძეგლი, წაიკითხეს ლექსები… Continue reading დედაენის დღის აღნიშვნა
14 აპრილი დედაენის დღეა, ამ თარიღთან დაკავშირებით 1 (გ) კლასში აღინიშნა ,,ანბანის გაცილება. მოსწავლეებმა გამოავლინეს სიღრმისეული ცოდნა , დედაენას მიუძღვნეს სიმღერები, ლექსები, გაკვეთილი ძალიან შემოქმედებითი იყო. დიდი მადლობა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს მაკა ტოფაძეს ასეთი საინტერესო აქტივობისათვის.
სკოლა პოლიგლოტის მათემატიკის მასწავლებელმა სოფო დვალიშვილმა მე-4 (ა) კლასში ჩაატარა ღია გაკვეთილი თემაზე: ნაშთიანი გაყოფა. მოსწავლეებმა გაიხსენეს უკვე შესწავლილი მასალა გამრავლებისა და გაყოფის კომპონენტებზე, ჩამოაყალიბეს გამრავლების თვისებები. ისწავლეს რიცხვების გაყოფა ნაშთით და შეასრულეს სხვადასხვა ტიპის დავალება როგორც ინდივიდუალურად, ისე წყვილებში. მადლობა ქალბატონ სოფოს ასეთი საინტერესო აქტივობისათვის.
სკოლა პოლიგლოტის ისტორიის მკვლევართა და მემატიანეთა კლუბის წევრებმა შეისწავლეს 9 აპრილის მოვლენების ისტორია. ისტორიის მასწავლებელთან, თინა დორეულთან და მე-7 კლასის დამრიგებელთან, ნინო გოგოლაძესთან ერთად, მოინახულეს 9 აპრილს დაღუპული გმირების მემორიალი რუსთაველის გამზირზე. ყვავილებით შეამკეს ძეგლი და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.
სკოლა პოლიგლოტის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ნინო ოქრუაშვილმა მე-4 (ბ) კლასში ჩაატარა სამფაზიან კონსტრუქტივისტულ-ინტერაქტივისტულ მოდელზე აგებული ღია გაკვეთილი, თემაზე: ,, „როგორ იხსნა ჯოვანინომ თავისი ქვეყანა“. მოსწავლეები გაეცნენ უცნობ ავტორებს, მოსინჯეს კითხვის სტრატეგია „ჰკითხე ავტორს“, რომლის ფარგლებშიც მოიფიქრეს და დაუსვეს სხვადასხვა საინტერესო შეკითხვა ავტორს. განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ჯგუფური აქტივობის ნაწილი. მოსწავლეებმა მოირგეს კრიტიკოსების, ჟურნალისტების, მხატვრებისა… Continue reading ღია გაკვეთილი თემაზე: ,, „როგორ იხსნა ჯოვანინომ თავისი ქვეყანა“
8 აპრილს, სკოლა ,,პოლიგლოტის” პირველ კლასელებმა ,,ანბანის გაცილება” აღნიშნეს. მოსწავლეებმა შეასრულეს თემატური სიმღერები, წაიკითხეს ანბანზე ლექსები და წარმოაჩინეს თავიანთი ცოდნა. დიდი მადლობა კლასის დამრიგებელს, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, ეკა ჩიტრეკაშვილს ასეთი საინტერესო აქტივობისათვის.
სკოლა „პოლიგლოტის“ მე-11 კლასის მოსწავლეები და მასწავლებელი სალომე ბოხუა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში „ნატოს კვირეულის“ ფარგლებში გამართულ საჯარო ლექციას, „საქართველოს თავდაცვის ძალების მონაწილეობა საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში: ნატოს გამოცდილება“, დაესწრნენ. ლექციას საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი ზურაბ ხვიჩია უძღვებოდა. მადლობა ჩვენს პარტნიორ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს ასეთი საინტერესო ღონისძიებისათვის.
სკოლა „პოლიგლოტის” 1-ლი (ა, ბ, გ) კლასის მოსწავლეები დამრიგებლებთან ნონა წამალაშვილთან, ეკა ჩიტრეკაშვილთან და სოფო მუმლაძესთან ერთად, იმყოფებოდნენ ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ-მაყურებელთა თეატრში სპექტაკლზე “ზღაპარი დაკარგულ დროზე”. სპექტაკლი ევგენი შვარცის საკმაოდ პოპულარული და სახალისო ზღაპრის მიხედვით არის დადგმული. მოსწავლეებმა შთაბეჭდილებებით სავსე და ნაყოფიერი დღე გაატარეს.
სკოლა „პოლიგლოტი„ გახლავთ „GCC-MALTA„ ( მალტის ქართული კულტურის ცენტრი) ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში, რაც მიზნად ისახავს სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლების საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში ჩართულობასა და ინტეგრირებას ევროპულ სამყაროში. თანამშრომლობის ფარგლებში 22-29 აპრილს, სკოლა პოლიგლოტის მოსწავლეები მიემგზავრებიან კუნძულ მალტაზე. ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეები:
წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სკოლა პოლიგლოტში მწერალი გივი ჩიღვინაძე გვესტუმრა. ჩატარდა ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიება, რომლის ფარგლებში მწერალმა ჩვენს მოსწავლეებს თავისი უახლესი შემოქმედება გააცნო. მოსწავლეებმაც მხატვრულად წაიკითხეს მისი ლექსები და შეხვედრის ბოლოს დაუსვეს კითხვები. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ბატონ გივის სტუმრობისთვის და მრავალწლიანი თანამშრომლობისათვის.