სკოლა პოლიგლოტის მასწავლებლები თეა ჯაღიაშვილი, თამარ რიჟამაძე, ანუკი ლაბაძე და ნათია ქანთარია დაესწრნენ SEU-ში მასწავლებლებისათვის გამართულ ტრენინგს, თემაზე: „საგანმანათლებლო ლიდერობა სკოლაში“. ტრენინგი ჩაატარა ირინა აბულაძემ, განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის ასოცირებულმა პროფესორმა, USAID-ი განათლება მომავლისთვის პროგრამის დირექტორის მოადგილემ. შეხვედრის ფარგლებში განხილული იყო ისეთი თემები, როგორიცაა: მადლობა SEU-ს ასეთი საინტერესო ტრენინგის ორგანიზებისათვის. ჩვენს მასწავლებლებს ვუსურვებთ წარმატებებს.
სკოლა პოლიგლოტის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მელანო ჩოკორაიამ მე-6 (ა) კლასში ჩაატარა ღია გაკვეთილი, თემაზე: ,,ვეფხისტყაოსანი” და მისი ავტორი. მოსწავლეებმა საკითხის შესახებ დიდი ცოდნა გამოავლინეს, ისაუბრეს შოთა რუსთაველზე, განიხილეს პოემის სხვადასხვა ასპექტი და უპასუხეს ლიტერატურული ვიქტორინის შეკითხვებს. მადლობა ქალბატონ მელანოს ასეთი საინტერესო გაკვეთილისათვის.
სკოლა ,,პოლიგლოტმა” უმასპინძლა ვებსტერის უნივერსიტეტის წარმომადგენელს, ნათია მაღალაშვილს. მან ჩვენი სკოლის აბიტურიენტებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია უნივერსიტეტის შესახებ. საზღვარგარეთ ვებსტერის უნივერსიტეტის ფილიალებში სწავლების უპირატესობაზე და ასევე მისცა მნიშვნელოვანი რჩევები და რეკომენდაციები უნივერსიტეტის პროგრამებზე სწავლების შემთხვევაში. შეხვედრის ბოლოს მოსწავლეები დაპატიჟა ღია კარის დღეზე, სადაც მათ შესაძლებლობა მიეცემათ ერთი დღით გახდნენ ვებსტერის უნივერსიტეტის პოტენციური სტუდენტები და თავადვე გაეცნონ… Continue reading სკოლა ,,პოლიგლოტმა” ვებსტერის უნივერსიტეტს უმასპინძლა
სკოლა პოლიგლოტის მათემატიკის მასწავლებელმა თამარ რიჟამაძემ მე-3 (გ) კლასში ჩაატარა ღია გაკვეთილი, თემაზე: “რიცხვების გამრავლება”. მოსწავლეები გაეცნენ გამრავლების თვისებასა და გამრავლებისას მართკუთხოვანი ცხრილის გამოყენებას. ასევე შეასრულეს სხვადასხვა ტიპის დავალებები წყვილებში და ინდივიდუალურად. მადლობა ქალბატონ თამარს ასეთი საინტერესო გაკვეთილისთვის, რაც მოსწავლეებს სამომავლოდ კიდევ უფრო დაეხმარება ცოდნის გაღრმავებაში.
სკოლა ,,პოლიგლოტის“ ფსიქოლოგმა, თეა ჯაღიაშვილმა და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელმა, სოფიო ლიჩელმა მე-5 (ა) კლასში ინტეგრირებული გაკვეთილი ჩაატარეს თემაზე: აბსტრაქცია და ფსიქოლოგია (რა გრძნობებს იწვევს ჩვენში აბსტრაქცია). მოსწავლეებმა დიდი ცოდნა და ინტერესი გამოამჟღავნეს თანამედროვე ხელოვნების შესახებ. თავიანთი ნამუშევრები კი განიხილეს ფსიქოლოგთან ერთად. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის მასწავლებლებს ასეთი საინტერესო აქტივობისათვის.