277434798_3048791195334857_8538478073891513546_n

IIბ კლასის საახალწლო ღონისძიება

სკოლა ,,პოლიგლოტში” გრძელდება წინა საახალწლო ღონისძიებები. ამჯერად მე-2ბ კლასის მოსწავლებმა, დამრიგებელ ნინო კაპანაძესთან ერთად, დადგეს სპექტაკლი ,,ზღაპრული ახალი წელი”, სადაც ყველა ზღაპრის პერსონაჟი ერთად შეხვდა ჯადოსნურ ახალ წელს. დიდი მადლობა პედაგოგებს გაწეული შრომისთვის და მშობლებს აქტიური მხარდაჭერისათვის.

სრულად ნახვა

Iბ კლასის ღონისძიება ,,წინასაახალწლო ფუსფუსი საქართველოში”

სკოლა პოლიგლოტის I ბ კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელ – ეკა ჩიტრეკაშვილთან ერთად დადგეს საახალწლო ღონისძიება – ,,წინასაახალწლო ფუსფუსი საქართველოში”. მოსწავლეებმა ისაუბრეს საქართველოს საახალწლო ტრადიციებისა და წეს-ჩვეულებების შესახებ. წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს საახალწლო სიმღერები, როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე. დიდი მადლობა უნიჭიერეს მოსწავლეებს და მათ პედაგოგებს ეკა ჩიტრეკაშვილს, ანი ზაზაშვილს, მარიამ ცაბაძეს, სოფიო ლიჩელს საუკეთესო ღონისძიებისათვის. ასევე, დიდი… Continue reading Iბ კლასის ღონისძიება ,,წინასაახალწლო ფუსფუსი საქართველოში”

სრულად ნახვა

IX კლასი სტუმრად სახვითი ხელოვნების მუზეუმში

სკოლა „პოლიგლოტის“ მე-IX  კლასის მოსწავლეები სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგთან ქეთევან მაისურაძესთან ერთად იმყოფებოდნენ ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში,  სადაც სკოლის მოსწავლეებისათვის შეიქმნა    საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის მიზანია მომავალ თაობებს გააცნონ თანამედროვე ქართველი მხატვრები. მუზეუმში მოსწავლეები ჩაერთნენ საგანმანაღლებლო პროგრამაში ,,კალეიდოსკოპი“. პროექტის ავტორმა კოტე ბოლქვაძემ  ჩაატარა ტური ქართველ მხატვართა შემოქმედაბზე. მოსწავლეებმა მოინახულეს მხატვრების: ირაკლი ფარჯიანის, აპოლონ ქუთათელაძის, ლევან… Continue reading IX კლასი სტუმრად სახვითი ხელოვნების მუზეუმში

სრულად ნახვა

IIIბ კლასის საახალწლო ღონისძიება

სკოლა ,,პოლიგლოტის” III ბ კლასის მოსწავლეებმა საახალწლოდ საინტერესო სპექტაკლი შემოგვთავაზეს ,,ახალი წელი მზის სისტემაში“. მათ პლანეტების როლი მოირგეს და აისრულეს ოცნება, რომ ყველა პლანეტა დედამიწაზე დაეპატიჟებინათ და ახალი წელი ერთად აღენიშნათ, ლამაზი ლექსებითა და სიმღერებით. დიდი მადლობა კლასის დამრიგებელ ანა ნიჟარაძეს, მასწავლებლებს ანა ზაზაშვილს, სოფიო ლიჩელს და მშობლებს აქტიური მხარდაჭერისათვის.

სრულად ნახვა

Iა კლასის საახალწლო ღონისძიება

სკოლა ,,პოლიგლოტის” lა კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ ნონა წამალაშვილთან ერთად წარმოგვიდგინეს საახალწლო ღონისძიება ,,ზღაპრის გმირები სტუმრად სანტასთან ლაპლანდიაში.” მოსწავლეებმა შესანიშნავად წაიკითხეს საახალწლო ლექსები, იცეკვეს, იმღერეს და მაყურებელთა დიდი მოწონება დაიმსახურეს. დიდი მადლობა პედაგოგებს ნონა წამალაშვილს, ანი ზაზაშვილს და დეკორაციების ავტორს სოფიო ლიჩელს. ასევე, დიდ მადლობას ვუხდით მშობლებს აქტიური მხარდაჭერისთვის.

სრულად ნახვა

სახალისო ვიქტორინა

20 დეკემბერს სკოლა ,,პოლიგლოტში“ ჩატარდა სახალისო ვიქტორინა ქართულ ენასა და გეოგრაფიაში. ვიქტორინაში მონაწილეობდნენ მე-8 კლასის მოსწავლეები. მათ გამოავლინეს საგნობრვი ცოდნა, სისხარტე და შემოქმედებითი უნარები. ღონისძიებას თან ერთოდა მუსიკალური პაუზა, სიმღერები, ცეკვები და მხიარული ნომრები. საგანგებოდ შერჩეულმა ჟიურიმ შეაფასა გუნდები და გამოავლინა გამარჯვებული. ღონისძიება დასრულდა ,,საიდუმლო სანტას“ საჩუქრების გადაცემით. დიდი მადლობა ვიქტორინის ორგანიზატორებს ქალბატონ ანა ჯავახიშვილს… Continue reading სახალისო ვიქტორინა

სრულად ნახვა

IIIა კლასის ჯადოსნური სამყარო

20 დეკემბერს სკოლა ,,პოლიგლოტის“ IIIა კლასის მოსწავლეებმა ზღაპრის გმირებისა და მულტფილმის პერსონაჟების როლი მოირგეს. ზღაპრის გმირების სამოსში გამოწყობილმა მოსწავლეებმა ჯადოსნურ სამეფოში ახალი წლის შემობრძანება აღნიშნეს ლექსებითა და სიმღერებით. სპექტაკლმა განუმეორებელი შთაბეჭდილება დატოვა. დიდი მადლობა კლასის დამრიგებელ თამარ რიჟამაძეს  შესანიშნავი წარმოდგენისათვის, მუსიკის მასწავლებელ ანი ზაზაშვილს სპექტაკლის მუსიკალურად გაფორმებისათვის, ინგლისურის მასწავლებელ ანუკი ლაბაძეს და ფრანგულის მასწავლებელს გვანცა… Continue reading IIIა კლასის ჯადოსნური სამყარო

სრულად ნახვა

თბილისის თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების პროექტების მენეჯერი სტუმრად სკოლა ,,პოლიგლოტში”

სკოლა ,,პოლიგლოტში“ სტუმრად იმყოფებოდა თბილისის თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების პროექტების მენეჯერი თეკო ძიძიგური. იგი შეხვდა მე-10 მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს. შეხვედრაზე ქალბატონმა თეკომ გააკეთა საინტერესო პრეზენტაცია, გააცნო მოსწავლეებს უნივერსიტეტების სასწავლო პროგრამები, ესაუბრა სტუდენტურ ცხოვრებასა და მომავლის პროფესიებზე. შეხვედრამ ჩაიარა თბილ, მეგობრულ ატმოსფეროში. სტუმარმა პასუხი გასცა მოსწავლეების შეკითხვებს. დიდი მადლობა ქალბატონ თეკოს საინტერესო პრეზენტაციისათვის.

სრულად ნახვა

VIII კლასის ექსკურსია ეთნოგრაფიულ მუზეუმში

სკოლა ,,პოლიგლოტის“ VIII კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ თბილისის სახელმწიფო ეთნოგრაფიულ მუზეუმში და დაათვალიერეს საბჭოთა ოკუპაციის დარბაზი. მოსწავლეები გულდასმით გაეცნენ გამოფენილ ექსპონატებს, გაიაზრეს რეპრესიების სავალალო შედეგები და მოისმინეს საინტერესო ინფორმაცია ამ პერიოდში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ამ გასვლითი გაკვეთილის მიზანი იყო უკვე შესწავლილი მასალის განმტკიცება და ცოდნის გაღრმავება. ექსკურსიის ორგანიზატორი იყო ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ანა ჯავახიშვილი.

სრულად ნახვა

სტუმრად ხელოვნების მუზეუმში

სკოლა „პოლიგლოტის“ მე-8 კლასის მოსწავლეები სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგ ქეთევან მაისურაძესთან ერთად ეწვივნენ ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმს, სადაც ჩაერთნენ საგანმანთლებლო პროგრამაში „აღმოაჩინე შენი მხატვარი.“ პროგრამის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ XX საუკუნის ქართულ მხატვრობას, მათთვის უცნობ თანამედროვე ქართველ მხატვრებს, მათ სტილს, ისტორიულ პერიოდებს და აითვისეს ხელოვნებაში დანერგილი საკვანძო სიტყვების მნიშვნელობა. მოსწავლეებმა მოინახულეს მხატვრების: ნათელა იანქოშვილის, ირაკლი… Continue reading სტუმრად ხელოვნების მუზეუმში

სრულად ნახვა

,,ახალი წელი მაკნატუნებისა და ფერიების სამყაროში”

სკოლა ,,პოლიგლოტის” Iგ კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელ სოფო მუმლაძესთან და გახანგრძლივებული ჯგუფის მასწავლებელ ანი ქათამაძესთან ერთად, დადგეს საახალწლო ღონისძიება ,,ახალი წელი მაკნატუნებისა და ფერიების სამყაროში”. მოსწავლეებმა არაჩვეულებრივად გაართვეს თავი თავიანთ სიტყვებსა და ლექსებს, იმღერეს საშობაო სიმღერები და მაყურებელს საოცარი ემოციები აჩუქეს. დიდი მადლობა პედაგოგებს სოფო მუმლაძეს, ანი ქათამაძეს, ინგლისური ენის პედაგოგს მარიამ ცაბაძეს და მუსიკის პედაგოგს… Continue reading ,,ახალი წელი მაკნატუნებისა და ფერიების სამყაროში”

სრულად ნახვა

IIბ კლასი სტუმრად ხელოვნების სასახლეში

სკოლა ,,პოლიგლოტის” IIბ კლასის მოსწავლეები, დამრიგებელ ნინო კაპანაძესთან ერთად, იმყოფებოდნენ ხელოვნების სასახლეში. დაათვალიერეს მუზეუმი და მოისმინეს სასახლის შთამბეჭდავი ისტორია. მოსწავლეები დაესწრნენ საგანმანათლებლო პროგრამას “საშობაო მეჯლისი”, რომლის ფარგლებში მიიღეს საინტერესო თეორიული ცოდნა მეჯლისის ისტორიასთან დაკავშირებით და თავადაც დაამზადეს მშვენიერი ნიღბები. ბავშვები ამაღლებული საახალწლო განწყობით დაბრუნდნენ სკოლაში.

სრულად ნახვა

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

12 დეკემბერს სკოლა ,,პოლიგლოტსა“ და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი. სკოლა ,,პოლიგლოტი“ და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი წლებია თანამშრომლობს და ახორციელებს საინტერესო საგანმანათლებლო და შემეცნებით პროექტებს. მემორანდუმის ფარგლებში დაიგეგმა ურთიერთ თანამშრომლობაზე დაფუძნებული მრავალი საინტერესო ღონისძიება და პროექტი, სადაც სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები მიიღებენ აქტიურ მონაწილეობას. დიდი მადლობა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს, მის რექტორს ბატონ… Continue reading ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

სრულად ნახვა

X კლასი სტუმრად მწერალთა სახლში

სკოლა ,,პოლიგლოტის” მე-10 კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ მწერალთა სახლში არსებულ რეპრესირებული მწერლების მუზეუმს, სადაც, დაათვალიერეს უნიკალური სამუზეუმო ექსპონატები, პირადი წერილები და ფოტო მასალა. აგრეთვე, გაეცნენ გამორჩეული ქართველი ქველმოქმედისა და მეწარმის დავით სარაჯიშვილის მოღვაწეობას. სკოლა ,,პოლიგლოტი“ დიდ მადლობას უხდის მწერალთა სახლს თანამშრომლობისთვის.

სრულად ნახვა

ტრენინგი თემაზე: შრომის უსაფრთხოების ზოგადი საკითხები

7 დეკემბერს, სკოლა ,,პოლიგლოტის“ პედაგოგებისა და ადმინისტრაციის მუშაკებისათვის ჩატარდა ტრენინგი. ტრენინგი დაორგანიზებული იყო შრომის უსაფრთხოების მენეჯერის ლევან სამხარაძის მიერ. ტრენინგს უძღვებოდა ,,ჯეოსეიფთის“ შრომის უსაფრთხოების ინსტრუქტორი ანა სანაძე. სწავლების თემატიკა იყო: შრომის უსაფრთხოების ზოგადი მოთხოვნები; შრომის უსაფრთხოების საკანონმდებლო რეგულაციები და პრინციპები; ინდივიდუალური დაცვის საშუალებებისა და მოვლა/შენახვის წესები. ტრენინგი ძალიან საინტერესოდ წარიმართა. დიდი მადლობა ქალბატონ ანას ძალიან… Continue reading ტრენინგი თემაზე: შრომის უსაფრთხოების ზოგადი საკითხები

სრულად ნახვა