სკოლა პოლიგლოტის მე-6 (ბ) კლასის მოსწავლეები დამრიგებელთან, ნაზი ზაალიშვილთან ერთად იმყოფებოდნენ თბილისის ციფრულ სივრცეში. მოსწავლეებმა კოსმოსში იმოგზაურეს, აღმოაჩინეს მიუწვდომელი უნიკალური სამყარო, რომელიც მოიცავს სხვადასხვა პლანეტას, მზის სისტემას, მთვარესა და ვარსკვლავებს. დიდი მადლობა ქალბატონ ნაზის საინტერესო აქტივობისათვის.
სკოლა ,,პოლიგლოტის“ ჰუმანიტარულ-საზოგადოებრივი მეცნიერებებისა და ესთეტიკურ-სპორტული აღზრდის კათედრაზე ჩატარდა ღია – ინტეგრირებული გაკვეთილი მე-10 კლასში ქართულში, ისტორიასა და გეოგრაფიაში თემაზე: ,,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“ და ტაო-კლარჯეთის ისტორიულ-გეოგრაფიული მიმოხილვა. ღია გაკვეთილზე მოსწავლეებმა იმსჯელეს და დააკავშირეს სამი საგნის ცოდნა ერთ თემასთან, კერძოდ ,,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“ ლიტერატურული, ისტორიული და გეოგრაფიული მნიშვნელობა. ასევე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დაიგეგმა ექსკურსია ტაო -კლარჯეთში… Continue reading ღია – ინტეგრირებული გაკვეთილი თემაზე: ,,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“ და ტაო-კლარჯეთის ისტორიულ-გეოგრაფიული მიმოხილვა
სკოლა “პოლიგლოტის” 1-ლი (გ) კლასის მოსწავლეები დამრიგებელთან სოფო მუმლაძესთან ერთად იმყოფებოდნენ დედის დღისადმი მიძღვნილ ექსკურსიაზე სოციალურ საწარმო “კოდალაში”. მათ წარმატებით გაიარეს მასტერკლასი “ნორჩი ოსტატი” და დაეუფლნენ ხის ეკო სათამაშოების შექმნის ტექნიკას. დაამზადეს ულამაზესი ხის ნაკეთობები. პატარები ენთუზიაზმით იყვნენ ჩართულები მუშაობის პროცესში და დიდი სიყვარულით დაუმზადეს დედებს საჩუქრები.
სკოლა პოლიგლოტის მე-6 (ა) კლასის მოსწავლეებმა მასწავლებლებთან ლამარა თვალიაშვილთან და მელანო ჩოკორაიასთან ერთად წარმოადგინეს პროექტი ,,დედაშვილობა პოეზიაში”. საინტერესო კედლის გაზეთები გამოუშვეს, შექმნეს მისალოცი ბარათები, შეასრულეს დედაშვილობაზე შექმნილი სიმღერები და ამ ფორმით მიულოცეს დედებსა და ქალბატონებს დედის დღე. მადლობა მასწავლებლებს ასეთი საინტერესო ღონისძიებისათვის.
სკოლა ,,პოლიგლოტში” სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიები გრძელდება. მე-6(ა) კლასის მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთან მელანო ჩოკორაიასთან ერთად ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში იმყოფებოდნენ. მათ დაათვალიერეს მუზეუმში გამოფენილი ექსპონატები და დაესწრნენ საგანმანათლებლო პროგრამა ,,ჰიმნს”. ჩვენმა მოსწავლეებმა ძალიან საინტერესო დღე გაატარეს.
სკოლა “პოლიგლოტის” მე-2 (ა) კლასის მოსწავლეები დამრიგებელ მაკა ტოფაძესთან ერთად ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ-მაყურებელთა თეატრში დაესწრნენ სპექტაკლს ,,წითელი ფეხსაცმელები და კალის ჯარისკაცი“, რომელიც სავსეა სიკეთით ,ერთგულებით, სიყვარულით და ცხოვრებისეული სიბრძნით. მოსწავლეებმა ემოციებით სავსე დღე გაატარეს. დიდი მადლობა ქალბატონ მაკას ასეთი საინტერესო აქტივობისათვის.
სკოლა ,,პოლიგლოტში“ დასრულდა ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის 103 წლისადმი მიძღვნილი კვირეული – ,,არა ოკუპაციას!“ კვირეულის ფარგლებში განხორციელდა სხვადასხვა აქტივობა, კერძოდ: დიდი მადლობა კვირეულის ორგანიზატორებს საინტერესო ღონისძიებებისათვის.
სკოლა “პოლიგლოტის” მე-2 (ბ) კლასის მოსწავლეები დამრიგებელ ნინო კაპანაძესთან ერთად ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ-მაყურებელთა თეატრში დაესწრნენ სპექტაკლს “ურჩხული და ლამაზმანი”, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე კეთილი და რომანტიკული წარმოდგენაა სიყვარულზე. მოსწავლეები შთაბეჭდილებებით სავსე დღე გაატარეს. დიდი მადლობა ქალბატონ ნინოს ასეთი საინტერესო აქტივობისათვის.
სკოლა პოლიგლოტი მუდმივად სთავაზობს მოსწავლეებს კლასგარეშე და შემეცნებით აქტივობებს. სკოლა “პოლიგლოტის” 1-ლი (ბ) კლასის მოსწავლეები დამრიგებელთან ეკა ჩიტრემაშვილთან ერთად იმყოფებოდნენ დედის დღისადმი მიძღვნილ ექსკურსიაზე სოციალურ საწარმო “კოდალაში”. მათ წარმატებით გაიარეს მასტერკლასი “ნორჩი ოსტატი” და დაეუფლნენ ხის ეკო სათამაშოების შექმნის ტექნიკას. მოსწავლეებმა საინტერესო გამოცდილება მიიღეს და შთაბეჭდილებებით სავსე დღე გაატარეს.
29 თებერვალს, სკოლა „პოლიგლოტში“ არაფორმალური განათლების ფარგლებში ჩატარდა პროფესორ ცირა ბარბაქაძის საჯარო ლექცია – ციფრული სამყარო და ახალი პროფესიები. ციფრულმა ეპოქამ ადამიანი უამრავი გამოწვევის წინაშე დააყენა. ცვლილებები შეეხო პროფესიებსაც. ქრება ტრადიციული პროფესიები და, ამავე დროს, უამრავი ახალი პროფესია ჩნდება. ხელოვნური ინტელექტი ახალ შესაძლებლობებსაც გვთავაზობს. იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროთ მომავალი, ჯერ უნდა ვიცოდეთ, რა არჩევანი გაქვს,… Continue reading პროფესორ ცირა ბარბაქაძის საჯარო ლექცია: „ციფრული სამყარო და ახალი პროფესიები“
სკოლა “პოლიგლოტის” მე-3 (ა, ბ, გ ) კლასის მოსწავლეები ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ-მაყურებელთა თეატრში დაესწრნენ სპექტაკლს “ალადინი”, რომელიც საოცარი მუსიკით, ქორეოგრაფიით, ულამაზესი კოსტიუმებით გაფორმებული წარმოდგენაა. მოსწავლეებმა საინტერესოდ და ნაყოფიერად გაატარეს დღე.
სკოლა პოლიგლოტის მასწავლებლები ზურა შუბითიძე და ანა მეტრეველი დაესწრნენ ტრენინგს თემაზე “ინტერაქციული და პრაქტიკული ონლაინ ინსტრუმენტები სასწავლო პროცესისთვის”, რომელიც საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში ჩატარდა. ტრენინგზე განხილული იყო შემდეგი საკითხები: СANVA – პლატფორმა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს შექმნან ეფექტური ვიზუალები; Padlet – ონლაინ პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს ინტერაქციულ სწავლა-სწავლების პროცესს. სკოლა პოლიგლოტი წარმატებებს უსურვებს ჩვენს მასწავლებლებს კარიერული… Continue reading სკოლა პოლიგლოტის მასწავლებლები დაესწრნენ ტრენინგს თემაზე “ინტერაქციული და პრაქტიკული ონლაინ ინსტრუმენტები სასწავლო პროცესისთვის”
სკოლა ,,პოლიგლოტში“ დაიწყო ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის 103 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეული. კვირეულის დევიზია: ,,არა, ოკუპაციას!“ კვირეულის ფარგლებში მოსწავლეები იმყოფებოდნენ ტაბახმელაში. ყვავილებით შეამკეს 1921 წელს ტაბახმელა-კოჯრის მისადგომებთან გამართულ ბრძოლაში დაღუპული იუნკრების პატივსაცემად აღმართული მემორიალი. დაანთეს სანთლები და წუთიერი დუმილით პატივი სცეს დაღუპულთა ხსოვნას. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ ისტორიის პედაგოგი, ქალბატონი თინა დორეული და მე-7… Continue reading სკოლა ,,პოლიგლოტში“ ოკუპაციის 103 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეული დაიწყო
სკოლა პოლიგლოტი ტრადიციულად ზრუნავს მოსწავლეები აზიაროს ხელოვნებასა და კულტურას. ამჯერად, სკოლა პოლიგლოტის მე-6 ბ კლასის მოსწავლეები ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ-მაყურებელთა თეატრში დაესწრნენ სპექტაკლს „მაჭანკალი“, რომელიც შექმნილია ილია ჭავჭავაძის მოთხრობის „ კაცია-ადამიანის ?!“ მიხედვით. მოსწავლეებმა საინტერესოდ და ნაყოფიერად გაატარეს დღე.
სკოლა პოლიგლოტმა მონაწილეობა მიიღო English Book Education -ის ორგანიზებით გამართულ ყოველწლიურ საგანმანათლებლო კონფერენციაში. კონფერენცია შეეხებოდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა სფეროს ინოვაციები და უახლესი რესურსები. კონფერენციის ფარგლებში გაიმართა საინტერესო სესიები და ღონისძიებები. სკოლა პოლიგლოტი დიდ მადლობას უხდის English Book Education-ს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.