277434798_3048791195334857_8538478073891513546_n
4 მარტი, 2026

ღია გაკვეთილი თემაზე: “Things in the house”

სკოლა პოლიგლოტის მე-3 (გ) კლასში ინგლისური ენის მასწავლებელმა, მარიამ ცაბაძემ ჩაატარა ღია გაკვეთილი თემაზე: “Things in the house”. გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება, თამაშებისა და ვიზუალური აქტივობების საშუალებით წინდებულებისა და ლექსიკის გამოყენება რეალურ სიტუაციაში. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის მარიამ ცაბაძეს საინტერესო ღია გაკვეთილის ჩატარებისთვის.

სრულად ნახვა
3 მარტი, 2026

მე-8(ბ) კლასის მოსწავლეები მიხეილ ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმში

სკოლა პოლიგლოტის მე-8(ბ) კლასის მოსწავლეები დამრიგებელ – ნაზი ზაალიშვილთან და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ – სოფო დვალიშვილთან ერთად იმყოფებოდნენ მიხეილ ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმში. მოსწავლეებს უმასპინძლა სახლ-მუზეუმის დირექტორმა და მწერლის შვილიშვილმა – ნუგზარ ერისთავმა. მათ დაათვალიერეს მწერლის პირადი ნივთები, ფოტო მასალა, სხვადასხვა დროს დადგმული სპექტაკლების აფიშები. უფრო ახლოს გაეცნენ მიხეილ ჯავახიშვილის შემოქმედებას და რთულ ცხოვრებისეულ გზას,… Continue reading მე-8(ბ) კლასის მოსწავლეები მიხეილ ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმში

სრულად ნახვა
2 მარტი, 2026

მე-5 (გ) კლასი საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკაში

სკოლა პოლიგლოტის მე-5 (გ) კლასის მოსწავლეები ფრანგული ენის მასწავლებელ ირმა ჭანკოტაძესთან ერთად იმყოფებოდნენ საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკაში. ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეებმა მოინახულეს მედიათეკა, გაეცნენ მსოფლიო და ფრანგულ ლიტერატურას ფრანგულ ენაზე, დაათვალიერეს ფრანგულ ენაზე ნათარგმნი ,,ვეფხისტყაოსანი”. ასევე ითამაშეს სამაგიდო თამაშები და ნახეს ფრანგული ანიმაცია, რამაც მათზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის მედიათეკის წარმომადგენელს, ნინო შუბითიძეს… Continue reading მე-5 (გ) კლასი საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკაში

სრულად ნახვა
1 მარტი, 2026

ღია გაკვეთილი მე-5 (ბ, გ) კლასებში

სკოლა პოლიგლოტის მე-5 (ბ, გ) კლასებში ნათია ქანთარიამ ჩაატარა ღია გაკვეთილი მათემატიკაში, თემაზე: ,,დრო, დროის 24-საათიანი და 12-საათიანი ფორმატი”. მოსწავლეებმა გაიღრმავეს ცოდნა საათის შესახებ, ისწავლეს დროის წაკითხვა, როგორც 12-საათიან, ისე 24-საათიან ფორმატში, ამოიცნეს A.M. და P.M. აღნიშვნები. ასევე იმუშავეს წყვილებში და პრაქტიკული დავალებებით განამტკიცეს მიღებული ცოდნა. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ნათია ქანთარიას ასეთი საინტერესო ღია… Continue reading ღია გაკვეთილი მე-5 (ბ, გ) კლასებში

სრულად ნახვა
28 თებერვალი, 2026

ინტეგრირებული ვიქტორინა

სკოლა პოლიგლოტში ჩატარდა ინტეგრირებული ვიქტორინა, რომელშიც მონაწილეობდა ორი კათედრა: ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ჰუმანიტარულ-საზოგადოებრივი მეცნიერებების. ვიქტორინა შედგებოდა სამი ტურისგან, სადაც მონაწილეობდნენ მე-8, მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეები. ვიქტორინის მიზანი იყო მოსწავლეთა ცოდნის შემოწმება და გაღრმავება, სხვადასხვა კათედრის ინტეგრირებული სწავლების ხელშეწყობა, გუნდური მუშაობის უნარების განვითარება და ანალიტიკური აზროვნების გამომუშავება. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის კათედრის ხელმძღვანელებს ნინო… Continue reading ინტეგრირებული ვიქტორინა

სრულად ნახვა
27 თებერვალი, 2026

English Book Education -ის ყოველწლიური საგანმანათლებლო კონფერენცია

სკოლა პოლიგლოტმა მონაწილეობა მიიღო English Book Education -ის ორგანიზებით გამართულ ყოველწლიურ საგანმანათლებლო კონფერენციაში. კონფერენცია შეეხებოდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა სფეროს ინოვაციები და უახლესი რესურსები. კონფერენციის ფარგლებში გაიმართა საინტერესო სესიები და ღონისძიებები. სკოლა პოლიგლოტი დიდ მადლობას უხდის English Book Education-ს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.

სრულად ნახვა
26 თებერვალი, 2026

ოკუპაციის კვირეული

სკოლა პოლიგლოტში ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში ჩატარდა მინი ლექციები, მოეწყო ფილმის ჩვენება, მოსწავლეებმა გამოუშვეს კედლის გაზეთები და წარმოადგინეს პრეზენტაციები თემებზე: საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ისტორიის მასწავლებლებს თინათინ დორეულსა და ნაზი ზაალიშვილს ასეთი მნიშვნელოვანი აქტივობების ორგანიზებისათვის.

სრულად ნახვა
25 თებერვალი, 2026

საგანმანათლებლო-შემეცნებითი შეხვედრა -მარო მაყაშვილის ცხოვრებაზე

ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში სკოლა პოლიგლოტის ლიტერატურული კლუბის წევრებმა მე-6 კლასის მოსწავლეებთან და კლუბის ხელმძღვანელ მელანო ჩოკორაიასთან ერთად ჩაატარეს საგანმანათლებლო-შემეცნებითი შეხვედრა, რომელიც მიეძღვნა მარო მაყაშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობას. შეხვედრის მიზანი იყო მოსწავლეებში ეროვნული თვითშეგნების ამაღლება და იმ ახალგაზრდების გმირობის დაფასება, რომლებმაც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას სიცოცხლე შესწირეს. აქტივობის ფარგლებში მოსწავლეებმა ერთობლივად წაიკითხეს წიგნი „დიდი ქართველები -მარო მაყაშვილი“,… Continue reading საგანმანათლებლო-შემეცნებითი შეხვედრა -მარო მაყაშვილის ცხოვრებაზე

სრულად ნახვა
24 თებერვალი, 2026

ღია კარის დღე

21 თებერვალს, სკოლა პოლიგლოტში ღია კარის დღე გაიმართა. მშობლებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია სკოლის საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ, შეხვდნენ სკოლის ადმინისტრაციას, მასწავლებლებს და მიიღეს პასუხი მათთვის საინტერესო ყველა შეკითხვაზე. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის მშობლებს მობრძანებისა და აქტიური ჩართულობისათვის.

სრულად ნახვა

სკოლა პოლიგლოტის ღია კარის დღე

სრულად ნახვა

კონფერენცია თემაზე -„კარგ ქართველთა ხსოვნისთვის“

სრულად ნახვა
23 თებერვალი, 2026

მე-2(ა,ბ,გ) კლასის მოსწავლეები თეატრში

სკოლა პოლიგლოტის მე-2(ა,ბ,გ) კლასის მოსწავლეები დამრიგებლებთან: მაია ხუტუნიშვილთან, ანა მუმლაძესა და ანი ჭელიძესთან ერთად იმყოფებოდნენ ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში, სადაც დაესწრნენ სპექტაკლს „ალადინი“. სპექტაკლი აღმოსავლური ზღაპრის მოტივებზეა შექმნილი და გვიყვება ალადინის საოცარ თავგადასავალს. სპექტაკლმა დაანახა მოსწავლეებს, რომ სიკეთე და გულწრფელობა ყოველთვის იმარჯვებს. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის დამრიგებლებს საინტერესო კლასგარეშე აქტივობის ორგანიზებისათვის და მშობლებს… Continue reading მე-2(ა,ბ,გ) კლასის მოსწავლეები თეატრში

სრულად ნახვა
22 თებერვალი, 2026

მე-8(ა) კლასის მოსწავლეები თბილისის ტექნოპარკში

სკოლა პოლიგლოტის მე-8(ა) კლასის მოსწავლეები STEAM კლუბის ხელმძღვანელ მარიამ ხაჩიძესთან, ქიმიის მასწავლებელ ნანა ბარიშვილთან და კლასის დამრიგებელ მელანო ჩოკორაიასთან ერთად იმყოფებოდნენ თბილისის ტექნოპარკში. ტექნოპარკი არის სივრცე სადაც თავმოყრილია ტექნოლოგიური, საგანმანათლებლო და პროფესიონალური რესურსები. ჩვენი მოსწავლეები გაეცნენ თანამედროვე ტექნოლოგიურ მიღწევებსა და პროგრამებს, რომლებიც განკუთვნილია სკოლის მოსწავლეებისათვის. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის მასწავლებლებს ასეთი მნიშვნელოვანი კლასგარეშე აქტივობის ორგანიზებისათვის.

სრულად ნახვა
21 თებერვალი, 2026

სასკოლო კონფერენცია -„კარგ ქართველთა ხსოვნისთვის“

სკოლა პოლიგლოტის მე-9 (ბ) კლასის მოსწავლეებმა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ, მელანო ჩოკორაიასთან ერთად, ჩაატარეს სასკოლო კონფერენცია თემაზე -„კარგ ქართველთა ხსოვნისთვის“. ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა წარმოადგინეს სხვადასხვა ეპოქის გამორჩეული ქართველების შესახებ მომზადებული მოხსენებები – მეფეების, საზოგადო მოღვაწეების, ეროვნული გმირებისა და იმ ადამიანების შესახებ, რომლებმაც თავიანთი ცხოვრებითა და საქმით მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს საქართველოს ისტორიაში, ლიტერატურასა და კულტურაში.… Continue reading სასკოლო კონფერენცია -„კარგ ქართველთა ხსოვნისთვის“

სრულად ნახვა
20 თებერვალი, 2026

მე-3 (გ) კლასის მოსწავლეები მუზეუმში

სკოლა პოლიგლოტის მე-3 (გ) კლასის მოსწავლეები, დამრიგებელ სოფო მუმლაძესთან ერთად ესტუმრნენ ორ მუზეუმს ერთ სივრცეში. მოსწავლეებმა ჰოლოზეუმში, ნახეს ვან გოგის ციფრული გამოფენა, ხოლო პლანეტარიუმში კი – იმოგზაურეს კოსმოსში, გაეცნენ პლანეტებს, ვარსკვლავებსა და სამყაროს საიდუმლოებებს. მათ შთაბეჭდილებებით სავსე დღე გაატარეს. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის სოფო მუმლაძეს შემეცნებითი აქტივობის ორგანიზებისათვის.

სრულად ნახვა