277434798_3048791195334857_8538478073891513546_n
18 თებერვალი, 2026

მე-8(ა) კლასის მოსწავლეები თეატრში

სკოლა პოლიგლოტის მე-8(ა) კლასის მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთან მელანო ჩოკორაიასთან ერთად ახმეტელის თეატრში იმყოფებოდნენ ანა ფრანკის დღიურის მიხედვით დადგმულ სპექტაკლზე. აღსანიშნავია, რომ სასკოლო პროგრამის ფარგლებში მათ შეისწავლეს ანა ფრანკის დღიური, გააანალიზეს ტექსტის ისტორიული კონტექსტი, ჰოლოკოსტის ტრაგედია და ავტორის შინაგანი სამყაროს სიღრმე. ხოლო თეატრალურმა ინტერპრეტაციამ ემოციურად გააძლიერა ნაწარმოების აღქმა და უფრო თვალსაჩინო გახადა პერსონაჟების… Continue reading მე-8(ა) კლასის მოსწავლეები თეატრში

სრულად ნახვა
14 თებერვალი, 2026

მე-8 კლასის მოსწავლეები GENIUS Olympiad-ზე

სკოლა პოლიგლოტის STEAM კლუბის წევრები, მე-8 კლასის მოსწავლეები დარეგისტრირდნენ საქართველოს უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ოლიმპიადაზე – GENIUS Olympiad მოსწავლეები მონაწილეობას იღებენ სამ კატეგორიაში: ხელოვნური ინტელექტი, მეწარმეობა და რობოტიკა. ხოლო მათ ჩართულობას ხელმძღვანელობს სკოლის ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პედაგოგი მარიამ ხაჩიძე. სკოლა პოლიგლოტი წარმატებებს უსურვებს მარიამ ხაჩიძესა და მე-8 კლასის მოსწავლეებს: ანი ქურდიანს, სოფია ბიწაძეს, ქეთევან ვალაშვილს,… Continue reading მე-8 კლასის მოსწავლეები GENIUS Olympiad-ზე

სრულად ნახვა
12 თებერვალი, 2026

ლიტერატურული კლუბის წევრები თეატრში

სკოლა პოლიგლოტის ლიტერატურული კლუბის წევრები იმყოფებოდნენ თავისუფალ თეატრში, სადაც დაესწრნენ დათო ტურაშვილის ნაწარმოებ ,,ჯინსების თაობის” სასცენო წარმოდგენას, რომელიც ეძღვნება თვითმფრინავის ბიჭების ტრაგიკულ ისტორიას. სპექტაკლამდე კლუბის წევრებმა შეისწავლეს და წაიკითხეს აღნიშნული ლიტერატურული ტექსტი, რის შედეგადაც თეატრალური წარმოდგენა მათთვის იქცა არა მხოლოდ ესთეტიკურ გამოცდილებად, არამედ ტექსტის სიღრმისეული გააზრებისა და ინტერპრეტაციის შესაძლებლობად. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ლიტერატურული კლუბის… Continue reading ლიტერატურული კლუბის წევრები თეატრში

სრულად ნახვა
10 თებერვალი, 2026

მე-4(ა,ბ) კლასის მოსწავლეები თეატრში

სკოლა პოლიგლოტის მე-4(ა,ბ) კლასის მოსწავლეები დამრიგებლებთან ერთად იმყოფებოდნენ ნ. დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში, სპექტაკლზე ,,ოდისეა”. სპექტაკლს ლიტერატურულ საფუძვლად მითოლოგია უდევს. წარმოდგენას ორი მთავარი პერსონაჟი ყავს, ,,ხორციელი” ადამიანი და ანიმაციური გმირი-ოდისევსი. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის დამრიგებლებს – მაკა ტოფაძესა და თამარ ჯანხოთელს საინტერესო კლასგარეშე აქტივობის ორგანიზებისათვის და მშობლებს აქტიური ჩართულობისთვის.

სრულად ნახვა
9 თებერვალი, 2026

ექსკურსია თბილისის ისტორიულ უბნებში

სკოლა პოლიგლოტის ლიტერატურული კლუბის წევრები კლუბის ხელმძღვანელ მელანო ჩოკორაიასთან ერთად თბილისის ისტორიულ უბნებში იმყოფებოდნენ. მათ მოინახულეს სამების საკათედრო ტაძარი, მეტეხის ტაძარი და დაათვალიერეს ძველი თბილისის უბნები. თბილისი ქართულ პოეზიაში წარმოჩენილია როგორც სიმბოლური და ემოციური სივრცე, სადაც ისტორიული მეხსიერება, ეროვნული იდენტობა და პირადი განცდები ერთიანდება. შესაბამისად აღნიშნული აქტივობა ემსახურებოდა ლიტერატურის, ისტორიისა და სივრცის ურთიერთკავშირის გააზრებას. სკოლა… Continue reading ექსკურსია თბილისის ისტორიულ უბნებში

სრულად ნახვა

პირველკლასელი მოსწავლის ერთი დღე სკოლა პოლიგლოტში

სრულად ნახვა
7 თებერვალი, 2026

კონფერენცია თემაზე: ქართველი წმინდანი მეფე – ვახტანგ I გორგასალი

სკოლა პოლიგლოტის ისტორიის მკვლევართა და მემატიანეთა კლუბის წევრებმა ხელმძღვანელ თინათინ დორეულთან ერთად ჩაატარეს კონფერენცია თემაზე: ქართველი წმინდანი მეფე – ვახტანგ I გორგასალი. კონფერენციაზე მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები: მეფის ოჯახსა და გამეფების ისტორიაზე, მის ძლევამოსილ ლაშქრობებზე, ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის მინიჭებასა და ქალაქების დაარსებაზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ვახტანგ გორგასლის ინიციატივით აგებულ ბოლნისის სიონის ტაძარზე შემორჩენილ უძველეს ქართულ წარწერაზე.… Continue reading კონფერენცია თემაზე: ქართველი წმინდანი მეფე – ვახტანგ I გორგასალი

სრულად ნახვა
6 თებერვალი, 2026

ღია გაკვეთილი თემაზე: ,,ბუნებრივი მოვლენები და ჰაერის ტემპერატურა”

სკოლა პოლიგლოტის მე-3 (გ) კლასში, ბუნების მასწავლებელმა, ანა მუმლაძემ ჩაატარა ღია გაკვეთილი თემაზე: ,,ბუნებრივი მოვლენები და ჰაერის ტემპერატურა”. გაკვეთილის მიზანი იყო შესწავლილი მასალის შეჯამება და განმტკიცება. მოსწავლეებმა დიდი მონდომებით სხვადასხვა დავალება და გასმოავლინეს კარგი საგნობრივი ცოდნა. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ანა მუმლაძეს შემოქმედებითი და საინტერესო გაკვეთილის ჩატარებისათვის.

სრულად ნახვა
5 თებერვალი, 2026

ღია გაკვეთილი თემაზე – „იმერეთი“

სკოლა პოლიგლოტის მე-5 (ა, ბ) კლასებში ისტორიის მასწავლებელმა თინათინ დორეულმა ჩაატარა გაერთიანებული ღია გაკვეთილი თემაზე – „იმერეთი“. მოსწავლეებმა ისაუბრეს იმერეთის ისტორიულ მნიშვნელობაზე, ადგილმდებარეობაზე, დასახლების ტიპებზე, მეურნეობის დარგებსა და მის კურორტებზე. ასევე, წარმოადგინეს პრეზენტაციები იმერეთის კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის შესახებ. მათ შექმნეს ეთნოგრაფიული იმერული საცხოვრებელი სახლის მაკეტები (ოდა სახლები) და სხვა მატერიალური, ყოფა-ცხოვრების ამსახველი ნივთები (ჭური,… Continue reading ღია გაკვეთილი თემაზე – „იმერეთი“

სრულად ნახვა
4 თებერვალი, 2026

საჯაროდ წიგნის კითხვის საერთაშორისო დღე

საჯაროდ წიგნის კითხვის საერთაშორისო დღე 2010 წლიდან აღინიშნება. ამ დღის აღსანიშნავად, სკოლა პოლიგლოტში არსებული ლიტერატურული კლუბის ინიციატივით, მე-5(ა,ბ,გ) კლასების მოსწავლეებმა საჯაროდ წაიკითხეს გიორგი კეკელიძის ახალი წიგნი „კუპატას თავგადასავალი“. ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ კუპატას ისტორიას, ნახეს რეალური ისტორიის მიხედვით შექმნილი ანიმაცია და მიიღეს ინფორმაცია სახელმძღვანელოს ავტორზე. აღნიშნულმა ღონისძიებამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა კითხვის მნიშვნელობა მოსწავლეთა შემეცნებითი და… Continue reading საჯაროდ წიგნის კითხვის საერთაშორისო დღე

სრულად ნახვა
24 იანვარი, 2026

ღია კარის დღე

21 თებერვალს, 13:00 საათზე, სკოლა პოლიგლოტი გიწვევთ ღია კარის დღეზე. ღია კარის დღის ფარგლებში თქვენ: გაიგებთ დეტალურ ინფორმაციას სკოლის საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ; გაიცნობთ სკოლის ადმინისტრაციას და მასწავლებლებს; გაიგებთ რა საერთაშორისო შესაძლებლობებს გთავაზობთ სკოლა; დეტალურად დაათვალიერებთ სკოლის ყველა სივრცეს; და გაიგებთ თქვენთვის საინტერესო ყველა დეტალს. ღია კარის დღეზე დასასწრებად, გთხოვთ, დარეგისტრირდით: https://forms.gle/5sYCq1YWvo9wCNzb7 ჩვენი მისამართია: გუდამაყრის ქ.… Continue reading ღია კარის დღე

სრულად ნახვა

გაიგეთ მეტი სკოლა პოლიგლოტის შესახებ

სრულად ნახვა

საახალწლო განწყობა სკოლა პოლიგლოტში

სრულად ნახვა

საახალწლო მიუზიკლი ,,საახალწლო კარნავალი ზღაპრის პერსონაჟებთან ერთად”

სრულად ნახვა
22 იანვარი, 2026

საახალწლო მიუზიკლი ,,საახალწლო კარნავალი ზღაპრის პერსონაჟებთან ერთად”

სრულად ნახვა