მე-8 კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ სასწავლო-შემეცნებით და გასართობ ექსკურსიაზე საქართველოს ულამაზეს და ყველაზე ბარაქიან კუთხეში, კახეთში. მოსწავლეებმა დაათვალიერეს ღირსშესანიშნაობები, ისტორიული ძეგლები და მუზეუმები წინანდალი – თელავი – ალავერდი – გრემი – ნეკრესის მიმართულებით. ექსკურსია იყო საინტერესო და შთამბეჭდავი. დიდი მადლობა კლასის დამრიგებელს ანა ჯავახიშვილს და მე-8 კლასის მშობლებს გვერდში დგომისა და დიდი მხარდაჭერისთვის.
სკოლა ,,პოლიგლოტში” არაფორმალური განათლების მიმართულებით სალექციო კურსი განაახლა თანამედროვე რიტორიკის აკადემიამ, რომელსაც უძღვება მწერალი, მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ცირა ბარბაქაძე. პროექტის ფარგლებში ჩატარდა ლექცია სახელწოდებით: ,,მედიაწიგნიერება და კულეშოვის მეთოდი”. ლექცია იყო ძალიან საინტერესო და ინტერაქტიული. სკოლა ,,პოლიგლოტის” მოსწავლეებმა გადაწყვიტეს მონაწილეობა მიიღონ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში ,,მედიაწიგნიერების დღე სკოლებში”.
26 სექტემბერს, ყოველწლიურად აღინიშნება ენების ევროპული დღე. სკოლა პოლიგლოტის უცხო ენების კათედრა შეუერთდა ზემოთ აღნიშნულ ინიციატივას და სკოლაში ჩატარდა სხვა და სხვა აქტივობა სლოგანით: “ჩვენ ვართ პოლიგლოტელები, ჩვენ ვსაუბრობთ ევროპულ ენებზე”.
პოლიგლოტის მე-5ა კლასის მოსწავლეები დამრიგებელთან, ანუკი ლაბაძესთან ერთად შემოდგომის კახეთს ესტუმრნენ. მათ მოინახულეს წინანდლის მამულები, ჭავჭავაძეების სახლ-მუზეუმი, ასევე მოილოცეს გრემი და ნეკრესის მონასტერი, დაათვალიერეს გრემის სამონასტრო კომპლექსში არსებული უძველესი ნივთები, გაიღრმავეს ცოდნა კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლების შესახებ. ექსკურსიამ ძალიან წარმატებით ჩაიარა და ბავშვები შინ ამაღლებული განწყობით დაბრუნდნენ. დიდი მადლობა მე-5ა კლასის მშობლებს აქტიური მონაწილეობისათვის და… Continue reading მე-5 კლასის ექსკურსია კახეთში
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 29 სექტემბერს გაიმართა ქართულ-ფრანგული ურთიერთობისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელსაც ესწრებოდნენ სკოლა „პოლიგლოტის“ მე-5, მე-6 და მე-7 კლასის მოსწავლეები. ღონისძიებაზე დასახელდა გონკურის პრემიის საქართველოს ლაურეატი და გაიმართა ფრანგული რენესანსის ოქროს მედლის გადაცემის ცერემონია. ღონისძიების დასასრულს გაიმართა პოეტ ნიკა ჯორჯანელიას ლექსების კრებულის – „ზაფხულის მოლოდინში“ – პრეზენტაცია. ლექსების კრებული ქართულიდან ფრანგულად თარგმნა პოეტმა ბორის… Continue reading ქართულ-ფრანგული ღონისძიება
საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ხელშეწყობით სასკოლო სპორტის განვითარების ფარგლებში 23 სექტემბრიდან 29 სექტემბრის ჩათვლით სკოლა ,,პოლიგლოტში” ჩატარდა სასკოლო სპორტის კვირეული. კვირეულის ფარგლებში მეგობრული შეხვედრები ჩატარდა შემდეგ სახეობებში: ფეხბურთში, ფრენბურთსა და მაგიდის ჩოგბურთში. კვირეული დასრულდა 29 სექტემბერს, ევროპის საერთაშორისო სასკოლო სპორტის დღეს. ეს დღე განსაკუთრებით აღნიშნეს ყველაზე პატარა პოლიგლოტელებმა დაწყებითების კათედრაზე მხიარული სტარტებით.
29 სექტემბერი ევროპის სასკოლო სპორტის საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით სკოლა ,,პოლიგლოტის” დაწყებითების კათედრამ მხიარული სტარტები ჩაატარა. დღე ძალიან ლამაზი და შთამბეჭდავი იყო ჩვენი პატარებისათვის.
სკოლა ,,პოლიგლოტის” მოსწავლეები და ხელოვნების პედაგოგი სოფიო ლიჩელი დაჯილდოვდნენ წარმატებული მონაწილეობისათვის პროექტში ,,ამღერებული ფერები”. მოსწავლეების ნამუშევრები გამოფენილი იყო სამხატვრო გალერეაში. გამოფენამ ძალიან წარმატებით ჩაიარა
სკოლა ,,პოლიგლოტში” გრძელდება სასკოლო სპორტული კვირეული დღეს გაიმართა მეგობრული შეხვედრა ფრენბურთში. ერთმანეთთან იასპარეზეს მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებმა. ტურნირზე მონაწილეებმა გამოავლინეს ამაღლებული მოტივაცია და სიყვარული სპორტის ამ სახეობისადმი.
საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ხელშეწყობით, სასკოლო სპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში 23 სექტემბრიდან 29 სექტემბრის ჩათვლით ტარდება სასკოლო სპორტის კვირეული. კვირეულის ფარგლებში სკოლა ,,პოლიგლოტში” 25 სექტემბერს გაიმართა მეგობრული შეჯიბრი ფეხბურთში, ერთმანეთს ხვდებოდნენ სკოლა ,,პოლიგლოტის” მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეები, შეჯიბრმა მეგობრულ გარემოში ჩაიარა, ბავშვები დიდი ენთუზიაზმით შეუერთდნენ სასკოლო სპორტის კვირეულს.
სკოლა ,,პოლიგლოტი” სიყვარულით ულოცავს ყველა მოსწავლეს, პედაგოგს და მშობელს ახალ 2023-2024 სასწავლო წელს, უსურვებს ულევ წარმატებას, წინსვლას, ბედნიერებასა და სიხარულს
სკოლა ,,პოლიგლოტში” 2023 წლის 15 სექტემბრიდან ფუნქციონირებას განაახლებს ცეკვის სტუდია ,,ნილეა”, რომელიც ფუნქციონირებდა გასულ წელს. ცეკვის წრეს ხელმძღვანელობს სუხიშვილების აკადემიის პედაგოგი ნია ჭაკნელიძე. სტუდიაში იფუნქციონირებს როგორც სამოყვარულო, ისე პროფესიონალური ჯგუფები; მისამართი, გუდამაყრის ქუჩა N4, სკოლა “პოლიგლოტი”; კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: 557638986 ან მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში. წინასწარი რეგისტრაციისთვის მიჰყევით მითითებულ ბმულს: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfQjzJM3Rel2gYSWAZTZsC08irqKlEg_p9p0GsVGCFyL0Z28g/viewform?usp=sf_link
სკოლა ,,პოლიგლოტი” ულოცავს სკოლის კურსდამთავრებულებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას, უსურვებს მათ წარმატებულ სტუდენტობას და ბედნიერ მომავალს.
მოგესალმებით, ძვირფასო პოლიგლოტელებო, გილოცავთ ახალი 2023-2024 სასწავლო წლის დაწყებას, გისურვებთ წარმატებულ და შემოქმედებით ახალ სასწავლო წელს. გთავაზობთ გრიფირებული სახელმძღვანელოების ჩამონათვალს. მოგახსენებთ, რომ ინგლისური ენისა და ფრანგული ენის სახელმძღვანელოები ჩამონათვალში არ არის. როდესაც დაიწყება სწავლა, აღნიშნულ სახელმძღვანელოებს გამომცემლები სკოლაში მოგვაწვდიან. I კლასი 1.ქართული ენა და ლიტერატურა – ვახტანგ როდონაია, მარიამ მირიანაშვილი, ლალი ვაშაკიძე, ნატო ხაჭაპურიძე-შპს “გაზეთი… Continue reading გრიფირებული სახელმძღვანელოები
სკოლა პოლიგლოტის მერვე კლასის მოსწავლეები, მშობლები და დამრიგებელი სალომე ქერაშვილი იმყოფებოდნენ სპორტულ-შემეცნებით ექსკურსიაზე ახალიციხის რაიონში. 🌳👭👬 მათ თან ახლდათ მათემატიკის მასწავლებელი ზურა შუბითიძე.🫶🏻მოსწავლეებმა მოინახულეს რაბათის ციხესიმაგრე და მოისმინეს გიდის ლექცია მისი ისტორიული მნიშვნელობის შესახებ. 🤍მოსწავლეები ექსკურსიის ფარგლებში აგრეთვე იმყოფებოდნენ ჯავახეთში , ასპინძის მუნიციპალიტეტში სადაც ესტუმრნენ XII – XIII საუკუნეების ქართული მხატვრული კულტურის ძეგლს, ვარძიის სამონასტრო… Continue reading მერვე კლასის ექსკურსია ახალციხის რაიონში