მეშვიდე კლასის მოსწავლეები პროექტის ფარგლებში -,,ეთნოტური საქართველოში“- იმყოფებოდნენ სასწავლო -შემეცნებით ექსკურსიაზე ქვემო ქართლში. დაათვალიერეს მარნეული-ბოლნისი – დმანისის ტერიტოიები , მოინახულეს ისტორიულ-ეთნოგრაფიული ძეგლები. განსაკუთრებული შთაბეჭდილება დატოვა მე-5 საუკუნის უნიკალურმა ძეგლმა , ბოლნისის სიონის ტაძარმა,სადაც მოსწავლეებს გაკვეთილი ჩაუტარა ქართული ენის მასწავლებელმა , ანა ჯავახიშვილმა. მან ესაუბრა მოსწავლეებს უძველეს წარწერებსა და ბოლნისის სიონის ისტორიაზე. დმანისში მოინახულეს არქეოლოგიური გათხრები,… Continue reading მეშვიდე კლასის ექსკურსია ქვემო ქართლში
სკოლა “პოლიგლოტის” v “ბ” კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ ექსკურსიაზე კახეთში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში. მათ მირზაანში მოინახულეს ნიკო ფიროსმანის სახლ მუზეუმი, სიღნაღის ღირსშესანიშნაობები და ბოდბის წმ. ნინოს სახელობის დედათა მონასტერი. ხელოვნების მასწავლებლის სოფიო ლიჩელის ორგანიზებით სიღნაღში, ნ.ფიროსმანის მუზეუმში ჩატარდა ვორკშოპი.ბავშვებმა სცადეს დაეხატათ დიდი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის ნახატები. ექსკურსიამ საინტერესო და სასიამოვნო ვითარებაში ჩაიარა.
სასწავლო წლის ბოლოს VI “ა” კლასის მოსწავლეები ხელოვნების პედაგოგ ქეთევან მაისურაძესთან, კლასის ხელმძღვანელ ნინო გოგოლაძესთან და მშობლებთან ერთად იმყოფებოდნენ ექსკურსიაზე კახეთში, კერძოდ, ესტუმრნენ ფიროსმანის სახლ-მუზეუმს მირზაანში, მოილოცეს ბოდბე და ბოლოს სიყვარულის ქალაქს სიღნაღსაც ეწვივნენ, მოინახულეს სიღნაღის ციხე-გალავანი და ეროვნული მუზეუმი. მოსწავლეებმა საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი ფიროსმანის 16 ორიგინალი ფერწერული ტილოც დაათვალიერეს. ექსკურსია იყო საინტერესო და ნაყოფიერი.… Continue reading VI “ა” კლასის ექსკურსია კახეთში
სკოლა “პოლიგლოტის” მეორე “ა” კლასის მოსწავლეები სასწავლო წლის ბოლოს ესტუმრნენ მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმს საგურამოში, ასევე მოინახულეს მცხეთა და მოილოცეს სვეტიცხოვლის ტაძარი. ექსკურსია მოსწავლეებისათვის საინტერესო, შემეცნებითი და შთაბეჭდილებებით სავსე აღმოჩნდა.
სკოლა “პოლიგლოტში” წარმატებით დასრულდა ორწლიანი პროექტი “ეთნოტური”. პროექტის ფარგლებში წლის ბოლოს ჩატარდა სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიები , მოსწავლეებმა მოინახულეს ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა ულამაზესი კუთხე.
სკოლა ,,პოლოგლოტში” წლის ღონისძიებები დაასრულა ფრესქულის ჯგუფმა, წარმოადგინა წლის შემაჯამებელი ღონისძიება-,, გზა სკოლისაკენ”. სიმღერებით, ლექსებითა და ცეკვებით გამოემშვიდობნენ ბაღს და ცხოვრების უმნიშვნელოვანეს საფეხურზე გადაინაცვლეს. მათ ასევე სიყვარულით უმასპინძლებს სკოლა “პოლიგლოტი” პირველ კლასში. მათთვის პოლიგლოტი იქნება ის ნაცნობი გარემო , სადაც უკვე ყოველდღე სიყვარულით მოდიოდნენ. ვუსურვებთ მათ წინსვლასა და წარმატებებს
ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“- ნომინაცია ,,ჟიურის რჩეული“ სკოლა ,,პოლიგლოტმა” მონაწილეობა მიიღო სასკოლო კონკურსში ,,ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“, რომელიც ჩატარდა საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს საპატრიარქოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ. სკოლა ,,პოლიგლოტი” დაჯილდოვდა ნომინაციაში: ,, ჟიურის რჩეული “. განათლების მინისტრმა, ბატონმა გიორგი ამილახვარმა, სკოლის დირექტორს, ქალბატონ მზია დაუშვილს, მიულოცა გამარჯვება… Continue reading სკოლა “პოლიგლოტის” დიდი გამარჯვება
საქართველოში ევროპულ დღეებთან დაკავშირებით, სკოლა „პოლიგლოტში“ ჩატარდა ღონისძიება – „განათლება და ჯანსაღი ცხოვრების წესი.“ ღონისძიებაზე სტუმრად იყო მოწვეული საფრანგეთის საელჩოს ფრანგული ინსტიტუტი და ესწრებოდნენ მისი წარმომადგენლები თეა ჯიქიძე და ელიზ ზამორა (Élise Zamora). ღონისძიებაზე ბავშვებმა ისაუბრეს განათლებასა და მის მნიშვნელობაზე, ასევე ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ, რაც ბედნიერი და წარმატებული ცხოვრების წინაპირობაა. მოსწავლეებმა ძალიან საინტერესოდ გადმოსცეს… Continue reading ფრანგული ინსტიტუტის სტუმრობა სკოლა “პოლიგლოტში”
დასრულდა ორწლიანი სასკოლო პროექტი ,,ეთნოტური საქართველოში“ , რომელიც განხორციელდა სკოლა ,,პოლიგლოტის“ ჰუმანიტარულ – საზოგადოებრივი მეცნიერებებისა და ესთეტიკურ – სპორტული აღზრდის კათედრის ინიციატივით, დაიწყო 2021-2022 სასწავლო წელს და დასრულდა 2022-2023 სასწავლო წლის ივნისში. პროექტში მონაწილეობა მიიღეს მოსწავლეებმა, პედაგოგებმა და მშობლებმა. პროექტის მიზანი იყო: ➢ საქართველოს მხარეების ეთნოგრაფიულ-გეოგრაფიული და ისტორიულ-კულტურული ღირსშესანიშნაობების შესწავლა ; ➢ მატერიალური და არამატერიალური… Continue reading პროექტი ,,ეთნოტური-პოლიგლოტში“
სკოლა პოლიგლოტის მეხუთე “ა” კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს სპექტაკლი ,,იავნანამ რა ჰქმნა?!” პატარა მსახიობებმა საინტერესოდ შეასრულეს სხვადასხვა პერსონაჟების როლები. დიდი მადლობა მათ პედაგოგს მელანო ჩოკორაიას საინტერესო წარმოდგენისთვის
სკოლა “პოლიგლოტში” დასრულდა შიდასასკოლოსპორტული შეჯიბრებები, რომლის ლოზუნგი იყო “ჯანსაღი ცხოვრება ჩვენი სტილია”. სკოლის სპორტული ჩემპიონატის ფარგლებში ტურნირები ჩატარდა ფრენბურთსა და მაგიდის ჩოგბურთში. ჩემპიონატი დასრულდა შეჯიბრით მინი ფეხბურთში. პირველი ადგილი დაიკავა მეცხრე კლასმამეორე ადგილი – მერვე კლასმა მესამე ადგილი კი – მეშვიდე კლასმა. ვულოცავთ გამარჯვებულ ბავშებს და მადლობას ვუხდით ყველა მოსწავლეს მონაწილეობისთვის. დიდი მადლობა სპორტის პედაგოგს… Continue reading “ჯანსაღი ცხოვრება ჩვენი სტილია”
სკოლა ,,პოლიგლოტის” მე-3 “ა” კლასის მოსწავლეებმა სკოლის დამთავრება სპექტაკლით აღნიშნეს. მოსწავლეებმა სცენაზე გააცოცხლეს შარლ პეროს ცნობილი ზღაპრის ,,მძინარე მხეთუნახავის” პერსონაჟები. ბავშვებმა ოსტატურად მოირგეს სხვადასხვა გმირის როლები და მხიარული ცეკვითა და სიმღერით შეეგებნენ არდადეგების დაწყებას. სკოლა ,,პოლიგლოტი” ულოცავს მათ მე-3 კლასის წარმატებულად დასრულებას და უსურვებს წინსვლას მომავალში.
პატარა პოლიგლოტელებმა განაცრისფრებული სამყაროს გაფერადება გადაწყვიტეს. თქვეს და აასრულეს კიდეც!სკოლის ლამაზი დარბაზი ბრჭყვიალა და კაშკაშა ფერებით აფერადდა. მათი დამრიგებლის, ნინო ოქრუაშვილის ხელმძღვანელობით არაჩვეულებრივი მიუზიკლი „ სამყაროს შევმატოთ ფერები“ წარმოადგინეს. სამყაროში ურთიერთობები გაუფასურდა. ადამიანებმა გულწრფელი მეგობრობა, თანადგომა და სიყვარული დაივიწყეს. პატარა პოლიგლოტელებმა გამოსავალი იპოვეს და მათ მიერ შექმნილ „იმედის, მშვიდობისა და სიყვარულის ქუჩაზე“ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან… Continue reading მიუზიკლი „ სამყაროს შევმატოთ ფერები“
სკოლა პოლიგლოტის მე-4 კლასის მოსწავლეებმა , დამრიგებელთან, ანუკი ლაბაძესთან ერთად ინგლისურ ენაზე დადგეს სპექტაკლი “ტომ სოიერი”. პატარებმა არაჩვეულებრივი თეატრალური უნარები, სიმღერისა და ცეკვის ნიჭი და ენის შესანიშნავი ცოდნა გამოავლინეს. მათ ასევე შემოგვთავაზეს სიმღერა ტომ სოიერზე-ფრანგულ ენაზე, გაგვანებივრეს ცეკვებით, სიმღერებით, არაჩვეულებრივი გამოსამშვიდობებელი სიტყვებით და მეოთხე კლასი ასე დაასრულეს. ვუსურვებთ მათ წარმატებებს ცხოვრების ახალ ეტაპებზე. დიდი მადლობა… Continue reading სპექტაკლი “ტომ სოიერი”
დღეს სკოლა „პოლიგლოტს“ ეწვია ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლობა: სარა მერჩანტი – პოლიტიკური მდივანი /კიბერ უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელი, ნინო ვადაქარია – კიბერ უსაფრთხოების პროგრამის მენეჯერი, ლიკა შავიშვილი – საზოგადოებასთან და მედიასთან სამსახურის ხელმძღვანელი, ვიკა ზამთარაძე – საზოგადოებასთან ურთიერთობებისა და პოლიტიკური ოფიცერი. სტუმრებმა დაათვალიერეს სკოლა და მოსწავლეებს ესაუბრნენ სხვადასხვა აქტუალურ თემაზე: XXI სუკუნის ერთ-ერთ დიდ გამოწვევაზე – კიბერუსაფრთხოებაზე,… Continue reading ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლების სტუმრობა ,,პოლიგლოტში“