სკოლა პოლიგლოტში პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო! სკოლა პოლიგლოტი ტრადიციულად გთავაზობთ ხარისხიან განათლებას, როგორც ფორმალურს, ასევე არაფორმალურს: უცხო ენების გაძლიერებულ სწავლებას საერთაშორისო პროგრამებით; მათემატიკის გაძლიერებულ სწავლებას საერთაშორისო პროგრამებით; სწავლების თანამედროვე, მრავალფეროვან მეთოდებს და გაცვლით საერთაშორისო პროგრამებს; პროფესიონალ მასწავლებლებს; გახანგრძლივებულ სწავლებას; ორჯერად კვებას; სხვადასხვა შემეცნებით თუ სპორტულ წრეებს. რეგისტრაციისათვის ეწვიეთ ბმულს: https://shorturl.at/frvzY გახდი სკოლა პოლიგლოტის მოსწავლე და შეიქმენი… Continue reading პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო
სკოლა პოლიგლოტის მე-3 (გ) კლასის მოსწავლეებმა, მათემატიკის მასწავლებელ, სოფო მუმლაძესთან ერთად დადგეს საახალწლო მიუზიკლი ,,საახალწლო კარნავალი ზღაპრის პერსონაჟებთან ერთად”. ბავშვებმა იმოგზაურეს ზღაპრების სამყაროში, იმღერეს სიმღერები და ცეკვითაც გაახალისეს აუდიტორია. ეს იყო ძალინ მხიარული, სათავგადასავლო, თბილი და გულწრფელი ემოციებით სავსე წარმოდგენა. მიუზიკლში მოსწავლეებმა დიდი მონდომებით გააცოცხლეს ზღაპრის პერსონაჟები. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის სოფო მუმლაძეს საინტერესო საახალწლო… Continue reading საახალწლო მიუზიკლი ,,საახალწლო კარნავალი ზღაპრის პერსონაჟებთან ერთად”.
სკოლა პოლიგლოტის მე-8 (ა) კლასში მუსიკის მასწავლებელმა თამთა ცანავამ და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მელანო ჩოკორაიამ ჩაატარეს ლიტერატურულ-მუსიკალური საღამო თემაზე: „სიყვარული და იუმორი ნოდარ დუმბაძის ლიტერატურულ სამყაროში“. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები ნოდარ დუმბაძის ბიოგრაფიისა და შემოქმედების შესახებ. ასევე, შეასრულეს მუსიკალური ნომრები. ინტეგრირებულმა პროექტმა სასწავლო პროცესის გახადა მრავალმხრივი და საინტერესო. მოსწავლეების აქტიურმა ჩართულობამ ხელი… Continue reading ლიტერატურულ-მუსიკალური საღამო „სიყვარული და იუმორი ნოდარ დუმბაძის ლიტერატურულ სამყაროში“
სკოლა პოლიგლოტის მე-2(ბ) კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ მაია ხუტუნიშვილთან ერთად წარმოადგინეს საახალწლო ღონისძიება – „ელფების დიდი ჯადოქრობა“. სცენარის მიხედვით, პატარა ელფები დიდი დღესასწაულისთვის ემზადებოდნენ, თუმცა მოულოდნელმა ამბავმა ყველაფერი შეცვალა — სანტა ცუდად გახდა და სათამაშოების დამზადება-დარიგება ელფებს დაევალათ. დროის სიმცირის გამო მათ დროის ელფებს სთხოვეს დახმარება და ლექსების, სიმღერების, ცეკვისა და მხიარული ეპიზოდების დახმარებით დროის შეჩერებაც… Continue reading საახალწლო ღონისძიება ,,ელფების დიდი ჯადოქრობა”