ახალი წლის ჯადოსნურ ღამეს სკოლა ,,პოლიგლოტის“ IVა კლასელებიც სიხარულით ელიან. მათ თავიანთი საშობაო სურვილი მაყურებელს გაანდეს, ოცნების ასახდენად კი ზღაპრის ჯადოსნურ ქვეყანაში იმოგზაურეს. ბავშვებმა მოირგეს ინგლისურ, ფრანგულ და რუსულენოვანი ზღაპრის გმირების როლი, ამეტყველდნენ და ამღერდნენ მათ მშობლიურ ენაზე. ღონისძიების დასასრულს კი საშობაო სურვილი აისრულეს, სანტასაც ეწვივნენ ლაპლანდიაში, გააოცეს თავისი კრეატიულობით და სურვილით, რომ მისთვისაც მადლობა… Continue reading IVა კლასის საახალწლო ღონისძიება
სკოლა ,,პოლიგლოტის” VII ბ კლასის მოსწავლეებმა წარმოგვიდგინეს მინი-სპექტაკლი ,,თოვლის დედოფალი” ინგლისურ ენაზე. მთავარმა მოქმედმა გმირებმა კაიმ და გერდამ დანარჩენი მონაწილეების მხარდაჭერით, სიკეთის რწმენითა და სიყვარულით თოვლის დედოფალს ყინულის გული გაულღვეს. მოსწავლეებმა შესანიშნავად მოირგეს როლები და საოცარი არტისტიზმი გამოავლინეს სცენაზე. რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით კლასის დამრიგებელს – ნინო გოგოლაძეს, ინგლისურის პედაგოგს – ქეთი კუპატაძესა და VII… Continue reading სპექტაკლი ,,თოვლის დედოფალი”
სკოლა პოლიგლოტის IIა კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელ მაკა ტოფაძესთან ერთად ტრადიციულად წარმოადგინეს საახალწლო ღონისძიება სახელწოდებით: ,,ახალი წელი საქართველოში“. მოსწავლეებმა ისაუბრეს საქართველოს საახალწლო ტრადიციებსა და წეს-ჩვეულებებზე. მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები. დიდი მადლობა კლასის დამრიგებელ მაკა ტოფაძეს, პედაგოგებს ანი ზაზაშვილს, ანუკი ლაბაძეს, სოფიო ლიჩელს. ასევე დიდი მადლობა მშობლებს აქტიური ჩართულობისათვის.
სკოლა პოლიგლოტის V ა კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელთან, ანუკი ლაბაძესთან ერთად, შესანიშნავი საშობაო მეჯლისი მოაწყვეს. წარმოადგინეს ინგლისურად და ფრანგულად ლექსები, სიმღერები, ცეკვები და ეტიუდები ცნობილი ფილმებიდან. ჯადოსნურ საღამოს ბავშვები და სტუმრები ბედნიერად და მხიარულად შეხვდნენ. მოსწავლეებმა არტისტულობითა და ნიჭიერებით ზღაპრულ სამყაროში გვამოგზაურეს. დიდი მადლობა პედაგოგებს ანუკი ლაბაძეს, ირმა ჭანკოტაძეს და უნიჭიერეს მოსწავლეებს. ასევე დიდი მადლობა მშობლებს… Continue reading Vა კლასის საშობაო მეჯლისი
სკოლა პოლიგლოტის IV ბ კლასის მოსწავლეებმა ზამთრის საახალწლო ბრჭყვიალა ვარიაციები წარმოგვიდგინეს. თითოეულმა მოსწავლემ არაჩვეულებრივად მოირგო მსოფლიოს სხვადასხვა კინოსა თუ ესტრადის ცნობილი ვარსკვლავის როლი. ინგლისურად, ფრანგულად და რუსულად შეასრულეს ლექსები და სიმღერები. დიდი მადლობა კლასის დამრიგებელ ნინო ოქრუაშვილს და პედაგოგებს: სალომე ქერაშვილს, ლამარა თვალიაშვილს, ირმა ჭანკოტაძეს, ანი ზაზაშვილს და სოფიო ლიჩელს შესანიშნავი წარმოდგენისთვის. ასევე დიდ მადლობას… Continue reading IVბ კლასის საახალწლო ღონისძიება
სკოლა ,,პოლიგლოტში“ ტრადიციულ საახალწლო ღონისძიებებს შეუერთდა VI ა კლასი. მოსწავლეებმა წარმოადგინეს ღონისძიება ,,საახალწლო ტრადიციები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში“. ისაუბრეს ახალი წლის სიმბოლოებზე, მათი წარმოშობის ისტორიაზე და სხვადასხვა ქვეყნის საახალწლო ტრადიციებზე. ღონისძიება გაფორმებული იყო მუსიკალური ნომრებით. დიდი მადლობა კლასის დამრიგებელ მელანო ჩოკორაიას, პედაგოგებს ქეთი კუპატაძეს და ანი ზაზაშვილს.
სკოლა ,,პოლიგლოტში“ VIბ კლასის მოსწავლეებმა დადგეს საახალწლო ინგლისურენოვანი სპექტაკლი ,,ტყის ზღაპარი“. სპექტაკლში მოსწავლეებმა აგრეთვე, გამოიყენეს ფრანგული და რუსული სიმღერები და ლექსები. სპექტაკლში მოსწავლეებმა გააცილეს ძველი წელი და მოუწყვეს საზეიმო დახვედრა 2024 წელს. დიდი მადლობა პედაგოგებს: სალომე ქერაშვილს, ლამარა თვალიაშვილს, გვანცა არაბულს და კლასის დამრიგებელ ნაზი ზაალიშვილს.
სკოლა “პოლიგლოტის” III გ კლასის მოსწავლეებმა საახალწლო წარმოდგენა გამართეს. მათ წინა პლანზე წამოწიეს ,,ჩიჩილაკის“ შექმნის ქართული საახალწლო ტრადიცია. ეს ულამაზესი საახალწლო ქმნილება როგორც მეგობრობის, ერთიანობისა და საახალწლო სურვილების შესრულების სიმბოლო. ლამაზ, საახალწლო ფორმებში გამოწყობილმა მოსწავლეებმა გამოავლინეს საუკეთესო მხატვრული ნიჭი. დიდი მადლობა კლასის დამრიგებელ გურანდა ხუსკივაძეს, მასწავლებლებს: ანა ზაზაშვილს, სოფიო ლიჩელს, ირმა ჭანკოტაძეს და მშობლებს აქტიური… Continue reading IIIგ კლასის საახალწლო ღონისძიება
სკოლა ,,პოლიგლოტში” გრძელდება წინა საახალწლო ღონისძიებები. ამჯერად მე-2ბ კლასის მოსწავლებმა, დამრიგებელ ნინო კაპანაძესთან ერთად, დადგეს სპექტაკლი ,,ზღაპრული ახალი წელი”, სადაც ყველა ზღაპრის პერსონაჟი ერთად შეხვდა ჯადოსნურ ახალ წელს. დიდი მადლობა პედაგოგებს გაწეული შრომისთვის და მშობლებს აქტიური მხარდაჭერისათვის.
სკოლა პოლიგლოტის I ბ კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელ – ეკა ჩიტრეკაშვილთან ერთად დადგეს საახალწლო ღონისძიება – ,,წინასაახალწლო ფუსფუსი საქართველოში”. მოსწავლეებმა ისაუბრეს საქართველოს საახალწლო ტრადიციებისა და წეს-ჩვეულებების შესახებ. წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს საახალწლო სიმღერები, როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე. დიდი მადლობა უნიჭიერეს მოსწავლეებს და მათ პედაგოგებს ეკა ჩიტრეკაშვილს, ანი ზაზაშვილს, მარიამ ცაბაძეს, სოფიო ლიჩელს საუკეთესო ღონისძიებისათვის. ასევე, დიდი… Continue reading Iბ კლასის ღონისძიება ,,წინასაახალწლო ფუსფუსი საქართველოში”
სკოლა „პოლიგლოტის“ მე-IX კლასის მოსწავლეები სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგთან ქეთევან მაისურაძესთან ერთად იმყოფებოდნენ ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში, სადაც სკოლის მოსწავლეებისათვის შეიქმნა საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის მიზანია მომავალ თაობებს გააცნონ თანამედროვე ქართველი მხატვრები. მუზეუმში მოსწავლეები ჩაერთნენ საგანმანაღლებლო პროგრამაში ,,კალეიდოსკოპი“. პროექტის ავტორმა კოტე ბოლქვაძემ ჩაატარა ტური ქართველ მხატვართა შემოქმედაბზე. მოსწავლეებმა მოინახულეს მხატვრების: ირაკლი ფარჯიანის, აპოლონ ქუთათელაძის, ლევან… Continue reading IX კლასი სტუმრად სახვითი ხელოვნების მუზეუმში
სკოლა ,,პოლიგლოტის” III ბ კლასის მოსწავლეებმა საახალწლოდ საინტერესო სპექტაკლი შემოგვთავაზეს ,,ახალი წელი მზის სისტემაში“. მათ პლანეტების როლი მოირგეს და აისრულეს ოცნება, რომ ყველა პლანეტა დედამიწაზე დაეპატიჟებინათ და ახალი წელი ერთად აღენიშნათ, ლამაზი ლექსებითა და სიმღერებით. დიდი მადლობა კლასის დამრიგებელ ანა ნიჟარაძეს, მასწავლებლებს ანა ზაზაშვილს, სოფიო ლიჩელს და მშობლებს აქტიური მხარდაჭერისათვის.
სკოლა ,,პოლიგლოტის” lა კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ ნონა წამალაშვილთან ერთად წარმოგვიდგინეს საახალწლო ღონისძიება ,,ზღაპრის გმირები სტუმრად სანტასთან ლაპლანდიაში.” მოსწავლეებმა შესანიშნავად წაიკითხეს საახალწლო ლექსები, იცეკვეს, იმღერეს და მაყურებელთა დიდი მოწონება დაიმსახურეს. დიდი მადლობა პედაგოგებს ნონა წამალაშვილს, ანი ზაზაშვილს და დეკორაციების ავტორს სოფიო ლიჩელს. ასევე, დიდ მადლობას ვუხდით მშობლებს აქტიური მხარდაჭერისთვის.
20 დეკემბერს სკოლა ,,პოლიგლოტში“ ჩატარდა სახალისო ვიქტორინა ქართულ ენასა და გეოგრაფიაში. ვიქტორინაში მონაწილეობდნენ მე-8 კლასის მოსწავლეები. მათ გამოავლინეს საგნობრვი ცოდნა, სისხარტე და შემოქმედებითი უნარები. ღონისძიებას თან ერთოდა მუსიკალური პაუზა, სიმღერები, ცეკვები და მხიარული ნომრები. საგანგებოდ შერჩეულმა ჟიურიმ შეაფასა გუნდები და გამოავლინა გამარჯვებული. ღონისძიება დასრულდა ,,საიდუმლო სანტას“ საჩუქრების გადაცემით. დიდი მადლობა ვიქტორინის ორგანიზატორებს ქალბატონ ანა ჯავახიშვილს… Continue reading სახალისო ვიქტორინა
20 დეკემბერს სკოლა ,,პოლიგლოტის“ IIIა კლასის მოსწავლეებმა ზღაპრის გმირებისა და მულტფილმის პერსონაჟების როლი მოირგეს. ზღაპრის გმირების სამოსში გამოწყობილმა მოსწავლეებმა ჯადოსნურ სამეფოში ახალი წლის შემობრძანება აღნიშნეს ლექსებითა და სიმღერებით. სპექტაკლმა განუმეორებელი შთაბეჭდილება დატოვა. დიდი მადლობა კლასის დამრიგებელ თამარ რიჟამაძეს შესანიშნავი წარმოდგენისათვის, მუსიკის მასწავლებელ ანი ზაზაშვილს სპექტაკლის მუსიკალურად გაფორმებისათვის, ინგლისურის მასწავლებელ ანუკი ლაბაძეს და ფრანგულის მასწავლებელს გვანცა… Continue reading IIIა კლასის ჯადოსნური სამყარო