კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

att(19)
3b2cfb4d-b181-46c4-ad86-71b8ca413c03
image00011
image00013
image00013
att

ნორჩ ეკოლოგისტთა ექსკურია ანანურში და დასუფთავების აქცია

2018 წლის 20 ოქტომბერს VI კლასის მოსწავლეები კლასის დამრიგებელ მერი ციმაკურიძესთან, ბუნების მასწავლებელ ნათია ქვრივიშვილთან და პედაგოგ ელენე თარხნიშვილთან ერთად იმყოფებოდნენ ექსკურსიაზე . მათ მოინახულეს საქართველოს პირველი ისტორიული დედაქალქი მცხეთა, მოილოცეს სვეტიცხოველი, სამთავროს დედათა მონასტერი, წილკნის ღვთისმშობლის მიძინებისა და ანანურის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრები. მოინახულეს ბებრის ციხე და ანანურის სამონასტრო კომპლექსი. ბუნების მასწავლებელმა ნათია ქვრივიშვილმა მოსწავლეებს ჩაატარებინა დასუფთავების აქცია, პატარებმა შეიტანეს თავიანთი წვლილი გარემოს დაცვის საქმეში. ექსკურსია იყო როგორც სასწავლო – შემეცნებითი ხასიათის, ასევე ემსახურებოდა მოსწავლეების ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნვას.