კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

att(19)
3b2cfb4d-b181-46c4-ad86-71b8ca413c03
image00011
image00013
image00013
att

“პოლიგლოტის” მოსწავლეები ესტუმრნენ “ექსპო-ჯორჯიას” საგამოფენო დარბაზს

2016 წლის 16 თებერვალს სკოლა ,,პოლიგლოტის“ საშუალო საფეხურის მოსწავლეები მეწარმეობის საფუძვლების პედაგოგ ზაქარია ისაშვილთან ერთად იმყოფებოდნენ უმაღლესი და პროფესიული განათლების , საზღვარგარეთ სწავლისა და სტუდენტური სერვისების მე-7 საერთაშორისო გამოფენაზე, რომელიც მოეწყო ექსპო-ჯორჯიას მე-11 პავილიონში. მოსწავლეები გაეცნენ სხვადასხვა უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლის პროგრამებს, დაათვალიერეს წარმოდგენილი თვალსაჩინოებები, მიიღეს მონაწილეობა გასართობ თამაშებში, ექსპერიმენტებსა და ცდებში. ბავშვებმა , ასევე, მიიღეს საჩუქრები, ბუკლეტები, ხოლო პრეზენტატორები მოსწავლეებისათვის ყველა საინტერესო შეკითხვაზე პასუხობდნენ.

მადლობას ვუხდით IEFG-განათლების საერთაშორისო გამოფენის ორგანიზატორებს ამ შესანიშნავი პროექტისათვის.