კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

att(19)
3b2cfb4d-b181-46c4-ad86-71b8ca413c03
image00011
image00013
image00013
att

პოლიგლოტის მოსწავლეებმა კონკურსში ,,ჩვენ და ილია” გამარჯვება მოიპოვეს

კომპანია ,,ალმასმა” ჩაატარა ლიტერატურული კონკურსი ,,ჩვენ და ილია’’, რომელიც მიეძღვნა ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილეს.კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ საჯარო და კერძო სკოლის II – XII კლასების მოსწავლეებს.კონკურსში აქტიურად ჩაერთნენ სკოლა ,,პოლიგლოტის“ მოსწავლეები. 2018 წლის 16 თებერვალს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ლიტერატურული კონკურსი ,,ჩვენ და ილია”-ს გამარჯვებულების დაჯილდოვება გაიმართა. სამახსოვრო სერთიფიკატები გადაეცა კონკურსის ყველა მონაწილეს. დაჯილდოვებაზე გამოვლინდა 6 გამარჯვებული და კონკურსის 6 საუკეთესო მონაწილე. გამრჯვებულ მოსწავლეთა შორის საუკეთესოდ დასახელდა სკოლა ,,პოლიგლოტის“ მეცხრე კლასის მოსწავლე სანდრო კაპანაძე და სკოლა ,,პოლიგლოტის“ მეოთხე კლასის მოსწავლე ლიზი ქემოკლიძე. საინფორმაციო სააგენტო GMTV.GE-მ კონკურსის ორ რჩეულს, სკოლა ,,პოლიგლოტის „ მოსწავლეებს სანდრო კაპანაძეს და ლიზი ქემოკლიძეს საჩუქრად სამახსოვრო პრიზები და სერთიფიკატები გადასცა. კომპანია “ალმასი” მადლობას უხდის კომპანია “დაქსი თრეველს” და GMTV.GE-ს მხარდაჭერისთვის.სკოლა ,,პოლიგლოტი“ მადლობას უხდის კომპანია ,,ალმასს“ საინტერესო საგანმანათლებლო პროექტის განხორციელებისათვის და უსურვებს წარმატებებს.