კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

att(19)
3b2cfb4d-b181-46c4-ad86-71b8ca413c03
image00011
image00013
image00013
att

ექსკურსია სამხრეთ საქართველოში

2017 წლის 30 სექტემბერსა და 1 ოქტომბერს სკოლა „პოლიგლოტის“ XI კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ ორდღიან საწავლო-შემეცნებით ექსკურსიაზე სამხრეთ საქართველოში შემდეგი მარშრუტით: თბილისი,ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკი, ქვაბისხევი, ჭულევი, ზარზმა, ახალციხე,ვარძია,ხერთვისის ციხე.

მოსწავლეებმა დაათვალიერეს საქართველოს უძველესი ისტორიული მხარე, მოისმინეს საინტერესო ინფორმაცია ამ მხარეში არსებული ხუროთმოძღვრების ძეგლების შესახებ, მოილოცეს სიწმინდეები, გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები და წარუშლელი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ.

მოსწავლეებს ახლდნენ მშობლები, სკოლა „პოლიგლოტის“ დირექტორის მოადგილე, საორგანიზაციო საკითხების მართვის მენეჯერი ეკა სიორდია და ექსკურსიის ორგანიზატორი XI კლასის დამრიგებელი ანა ჯავახიშვილი.