277434798_3048791195334857_8538478073891513546_n

სიახლეები

14 მარტი, 2026

მე-5(ბ) კლასი საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკაში

სკოლა პოლიგლოტის მე-5(ბ) კლასის მოსწავლეები ფრანგული ენის მასწავლებელ ირმა ჭანკოტაძესთან და კლასის დამრიგებელ ირმა ჯავახიშვილთან ერთად, იმყოფებოდნენ საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკაში. ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეებმა მოინახულეს მედიათეკა, გაეცნენ მსოფლიო და ფრანგულ ლიტერატურას ფრანგულ ენაზე, დაათვალიერეს ფრანგულ ენაზე ნათარგმნი ,,ვეფხისტყაოსანი”. ასევე ნახეს ფრანგული ანიმაცია “ჩექმებიანი კატა” და ითამაშეს სამაგიდო თამაშები. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის მედიათეკის წარმომადგენელს, ნინო… Continue reading მე-5(ბ) კლასი საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკაში

სრულად ნახვა
13 მარტი, 2026

მე-9 კლასი ავერსის საწარმოში

სკოლა პოლიგლოტის მე-9 კლასის მოსწავლეები დამრიგებელ ნინო გოგოლაძესთან ერთად იმყოფებოდნენ ავერსის საწარმოში ძალიან საინტერესო პროექტის ფარგლებში: ,,ხალხური მედიცინიდან თანამედროვე ფარმაკოლოგიამდე”. ვიზიტის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის წარმოების პროცესის გაცნობა. მათ ისწავლეს როგორ მიმდინარეობს საწარმოში ნედლეულის კონტროლი, ქიმიური და მიკრობიოლოგიური ანალიზი. მსგავსი ტიპის აქტივობები ხელს უწყობს პროფესიულ ორიენტაციას და მოსწავლეებში მეცნიერებისადმი ინტერესის გაზრდას.

სრულად ნახვა
12 მარტი, 2026

ველური ბუნების დაცვის საერთაშორისო დღე

სკოლა პოლიგლოტში ეკოკლუბის ინიციატივით აღინიშნა ველური ბუნების დაცვის საერთაშორისო დღე. ღონისძიებაში ჩაერთნენ მე-6, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეები, მათ გამოუშვეს კედლის გაზეთები და მოამზადეს პრეზენტაციები კონფერენციისათვის. კონფერენცია იყო საინტერესო და ნაყოფიერი, რადგან მოსწავლეებმა აიმაღლეს ცნობიერება ველური ბუნების დაცვის სფეროში. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ეკოკლუბის ხელმძღვანელ, ნინო წამალაშვილს და მონაწილეებს აღნიშნული სასწავლო პროექტის წარმატებულად განხორციელებისათვის.

სრულად ნახვა
11 მარტი, 2026

მე-5 (ა) კლასი საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკაში

სკოლა პოლიგლოტის მე-5 (ა) კლასის მოსწავლეები ფრანგული ენის მასწავლებელ გვანცა არაბულთან და კლასის დამრიგებელ ლინეტა ფუტირიძესთან ერთად, სტუმრად იმყოფებოდნენ საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკაში. ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეებმა მოინახულეს მედიათეკა, გაეცნენ მსოფლიო და ფრანგულ ლიტერატურას ფრანგულ ენაზე, დაათვალიერეს ფრანგულ ენაზე ნათარგმნი ,,ვეფხისტყაოსანი”. ასევე ნახეს ფრანგული ანიმაცია “ჩექმებიანი კატა” და ითამაშეს სამაგიდო თამაშები. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის მედიათეკის… Continue reading მე-5 (ა) კლასი საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკაში

სრულად ნახვა
10 მარტი, 2026

სასკოლო კონფერენცია – „ლეგენდად ქცეული ქალები“

სკოლა პოლიგლოტის ლიტერატურული კლუბის წევრებმა, კლუბის ხელმძღვანელთან მელანო ჩოკორაიასთან ერთად, ჩაატარეს სასკოლო კონფერენცია თემაზე – „ლეგენდად ქცეული ქალები“. კონფერენციის ფარგლებში მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია მსოფლიოს ისტორიაში ცნობილ ქალებზე და წარმოადგინეს საინტერესო მოხსენებები მათ ცხოვრებასა თუ საქმიანობაზე. კონფერენციის მიზანი იყო მოსწავლეებში კვლევითი და პრეზენტაციის უნარების განვითარება, ასევე ისტორიული და კულტურული ცოდნის გაღრმავება. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის მელანო… Continue reading სასკოლო კონფერენცია – „ლეგენდად ქცეული ქალები“

სრულად ნახვა
9 მარტი, 2026

მე-8(ბ) კლასის მოსწავლეები თეატრში

სკოლა პოლიგლოტის მე-8(ბ) კლასის მოსწავლეები დამრიგებელ ნაზი ზაალიშვილთან ერთად იმყოფებოდნენ სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, სპექტაკლზე – ,,ვერის უბნის მელოდიები’’. აღსანიშნავია, რომ თეატრში მოღვაწეობს ჩვენი სკოლის კურსდამთავრებული მსახიობი გიგა ჯიშკარიანი. სპექტაკლის დასრულების შემდეგ მოსწავლეები შეხვდნენ გიგას, გაუზიარეს შთაბეჭდილებები და მის მიმართ პატივისცემა გამოხატეს. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ნაზი ზაალიშვილს კლასგარეშე აქტივობის ორგანიზებისათვის.

სრულად ნახვა
7 მარტი, 2026

შიდასასკოლო საჭადრაკო ტურნირი

სკოლა პოლიგლოტში ჩატარდა შიდასასკოლო საჭადრაკო ტურნირი, სადაც მონაწილეობას იღებდნენ I-IV კლასების მოსწავლეები. ტურნირი ჩატარდა ოლიმპიური სისტემით. I კლასში საჭადრაკო ტურნირში მონაწილეობას იღებდა 18 მოსწავლე, ხოლო II-IV კლასებში 33 მოსწავლე. პირველკლასელთა შორის გამოვლინდნენ გამარჯვებულები: ლუკა კობიაშვილი გაბრიელ პეტრიაშვილი ნიკოლოზ ჭილაია საუკეთესო მოთამაშე გოგონად დასახელდა – ლაილა მჭედლიშვილი II-IV კლასებს შორის გამოვლინდნენ გამარჯვებულები: თომა ბაქრაძე სანდრო სართანია… Continue reading შიდასასკოლო საჭადრაკო ტურნირი

სრულად ნახვა
7 მარტი, 2026

მე-3 (ა) კლასის მოსწავლეები ილუზიების მუზეუმსა და პლანეტარიუმში

სკოლა პოლიგლოტის მე-3 (ა) კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ ილუზიების მუზეუმსა და პლანეტარიუმს. ილუზიების მუზეუმში ბავშვებმა მოინახულეს სამოცდაათზე მეტი ინტერაქციული ექსპონატი. სახალისო თავსატეხები, გასართობი და საინტერესო ოთახები: თავდაყირა, ფერების, უსასრულო და ა. შ. პლანეტარიუმში კი კოსმოსში იმოგზაურეს. გაეცნენ პლანეტებს, ვარსკვლავებსა და სამყაროს შექმნის ისტორიას. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ნონა წამალაშვილს და ნინო ოქრუაშვილს, საინტერესო გასვლითი აქტივობის ორგანიზებისთვის.

სრულად ნახვა
6 მარტი, 2026

ღია გაკვეთილი მე-5 (ბ) კლასში

სკოლა პოლიგლოტის მე-5 (ბ) კლასში მირანდა ხუსკივაძემ ჩაატარა ღია გაკვეთილი ინგლისურ ენაში. გაკვეთილის ფარგლებში მოსწავლეებმა წარმოადგინეს მოთხრობა “The ant and the beetle”. მათ დიდი მონდომებით მოთხრობის პერსონაჟების როლები. გაკვეთილის ბოლოს გააკეთეს ტექსტის გრამატიკული ანალიზი და გამოავლინეს კარგი საგნობრივი ცოდნა. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის მირანდა ხუსკივაძეს საინტერესო ღია გაკვეთილის ჩატარებისათვის.

სრულად ნახვა
4 მარტი, 2026

შეხვედრა მწერალთა სახლში

მწერალთა სახლში, მწერალ ნინო ქადაგიძის ინიციატივით, გაიმართა შეხვედრა თანამედროვე ქართველ მწერალ მარიამ წიკლაურთან, რომელსაც სკოლა პოლიგლოტის ლიტერატურული კლუბის წევრები დაესწრნენ. ღონისძიება მიეძღვნა ქართველი მწერლის, შიო მღვიმელის (ქუჩუკაშვილი) ცხოვრებასა და შემოქმედებით მოღვაწეობას. შეხვედრის ფარგლებში მარიამ წიკლაურმა მოსწავლეებს ამომწურავად გააცნო შიო მღვიმელის ბიოგრაფია და მისი ლიტერატურული მემკვიდრეობის მნიშვნელობა ქართულ მწერლობაში. ასევე, გაიხსენეს მისი ქალიშვილის, ქეთევან ქუჩუკაშვილის, მოგონებები… Continue reading შეხვედრა მწერალთა სახლში

სრულად ნახვა
4 მარტი, 2026

ღია გაკვეთილი თემაზე: “Things in the house”

სკოლა პოლიგლოტის მე-3 (გ) კლასში ინგლისური ენის მასწავლებელმა, მარიამ ცაბაძემ ჩაატარა ღია გაკვეთილი თემაზე: “Things in the house”. გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება, თამაშებისა და ვიზუალური აქტივობების საშუალებით წინდებულებისა და ლექსიკის გამოყენება რეალურ სიტუაციაში. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის მარიამ ცაბაძეს საინტერესო ღია გაკვეთილის ჩატარებისთვის.

სრულად ნახვა
3 მარტი, 2026

მე-8(ბ) კლასის მოსწავლეები მიხეილ ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმში

სკოლა პოლიგლოტის მე-8(ბ) კლასის მოსწავლეები დამრიგებელ – ნაზი ზაალიშვილთან და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ – სოფო დვალიშვილთან ერთად იმყოფებოდნენ მიხეილ ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმში. მოსწავლეებს უმასპინძლა სახლ-მუზეუმის დირექტორმა და მწერლის შვილიშვილმა – ნუგზარ ერისთავმა. მათ დაათვალიერეს მწერლის პირადი ნივთები, ფოტო მასალა, სხვადასხვა დროს დადგმული სპექტაკლების აფიშები. უფრო ახლოს გაეცნენ მიხეილ ჯავახიშვილის შემოქმედებას და რთულ ცხოვრებისეულ გზას,… Continue reading მე-8(ბ) კლასის მოსწავლეები მიხეილ ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმში

სრულად ნახვა
2 მარტი, 2026

მე-5 (გ) კლასი საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკაში

სკოლა პოლიგლოტის მე-5 (გ) კლასის მოსწავლეები ფრანგული ენის მასწავლებელ ირმა ჭანკოტაძესთან ერთად იმყოფებოდნენ საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკაში. ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეებმა მოინახულეს მედიათეკა, გაეცნენ მსოფლიო და ფრანგულ ლიტერატურას ფრანგულ ენაზე, დაათვალიერეს ფრანგულ ენაზე ნათარგმნი ,,ვეფხისტყაოსანი”. ასევე ითამაშეს სამაგიდო თამაშები და ნახეს ფრანგული ანიმაცია, რამაც მათზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის მედიათეკის წარმომადგენელს, ნინო შუბითიძეს… Continue reading მე-5 (გ) კლასი საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკაში

სრულად ნახვა
1 მარტი, 2026

ღია გაკვეთილი მე-5 (ბ, გ) კლასებში

სკოლა პოლიგლოტის მე-5 (ბ, გ) კლასებში ნათია ქანთარიამ ჩაატარა ღია გაკვეთილი მათემატიკაში, თემაზე: ,,დრო, დროის 24-საათიანი და 12-საათიანი ფორმატი”. მოსწავლეებმა გაიღრმავეს ცოდნა საათის შესახებ, ისწავლეს დროის წაკითხვა, როგორც 12-საათიან, ისე 24-საათიან ფორმატში, ამოიცნეს A.M. და P.M. აღნიშვნები. ასევე იმუშავეს წყვილებში და პრაქტიკული დავალებებით განამტკიცეს მიღებული ცოდნა. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ნათია ქანთარიას ასეთი საინტერესო ღია… Continue reading ღია გაკვეთილი მე-5 (ბ, გ) კლასებში

სრულად ნახვა
28 თებერვალი, 2026

ინტეგრირებული ვიქტორინა

სკოლა პოლიგლოტში ჩატარდა ინტეგრირებული ვიქტორინა, რომელშიც მონაწილეობდა ორი კათედრა: ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ჰუმანიტარულ-საზოგადოებრივი მეცნიერებების. ვიქტორინა შედგებოდა სამი ტურისგან, სადაც მონაწილეობდნენ მე-8, მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეები. ვიქტორინის მიზანი იყო მოსწავლეთა ცოდნის შემოწმება და გაღრმავება, სხვადასხვა კათედრის ინტეგრირებული სწავლების ხელშეწყობა, გუნდური მუშაობის უნარების განვითარება და ანალიტიკური აზროვნების გამომუშავება. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის კათედრის ხელმძღვანელებს ნინო… Continue reading ინტეგრირებული ვიქტორინა

სრულად ნახვა