სკოლა პოლიგლოტმა მონაწილეობა მიიღო English Book Education -ის ორგანიზებით გამართულ ყოველწლიურ საგანმანათლებლო კონფერენციაში. კონფერენცია შეეხებოდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა სფეროს ინოვაციები და უახლესი რესურსები. კონფერენციის ფარგლებში გაიმართა საინტერესო სესიები და ღონისძიებები. სკოლა პოლიგლოტი დიდ მადლობას უხდის English Book Education-ს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.
სკოლა პოლიგლოტში ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში ჩატარდა მინი ლექციები, მოეწყო ფილმის ჩვენება, მოსწავლეებმა გამოუშვეს კედლის გაზეთები და წარმოადგინეს პრეზენტაციები თემებზე: საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ისტორიის მასწავლებლებს თინათინ დორეულსა და ნაზი ზაალიშვილს ასეთი მნიშვნელოვანი აქტივობების ორგანიზებისათვის.
ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში სკოლა პოლიგლოტის ლიტერატურული კლუბის წევრებმა მე-6 კლასის მოსწავლეებთან და კლუბის ხელმძღვანელ მელანო ჩოკორაიასთან ერთად ჩაატარეს საგანმანათლებლო-შემეცნებითი შეხვედრა, რომელიც მიეძღვნა მარო მაყაშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობას. შეხვედრის მიზანი იყო მოსწავლეებში ეროვნული თვითშეგნების ამაღლება და იმ ახალგაზრდების გმირობის დაფასება, რომლებმაც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას სიცოცხლე შესწირეს. აქტივობის ფარგლებში მოსწავლეებმა ერთობლივად წაიკითხეს წიგნი „დიდი ქართველები -მარო მაყაშვილი“,… Continue reading საგანმანათლებლო-შემეცნებითი შეხვედრა -მარო მაყაშვილის ცხოვრებაზე
21 თებერვალს, სკოლა პოლიგლოტში ღია კარის დღე გაიმართა. მშობლებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია სკოლის საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ, შეხვდნენ სკოლის ადმინისტრაციას, მასწავლებლებს და მიიღეს პასუხი მათთვის საინტერესო ყველა შეკითხვაზე. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის მშობლებს მობრძანებისა და აქტიური ჩართულობისათვის.
სკოლა პოლიგლოტის მე-2(ა,ბ,გ) კლასის მოსწავლეები დამრიგებლებთან: მაია ხუტუნიშვილთან, ანა მუმლაძესა და ანი ჭელიძესთან ერთად იმყოფებოდნენ ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში, სადაც დაესწრნენ სპექტაკლს „ალადინი“. სპექტაკლი აღმოსავლური ზღაპრის მოტივებზეა შექმნილი და გვიყვება ალადინის საოცარ თავგადასავალს. სპექტაკლმა დაანახა მოსწავლეებს, რომ სიკეთე და გულწრფელობა ყოველთვის იმარჯვებს. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის დამრიგებლებს საინტერესო კლასგარეშე აქტივობის ორგანიზებისათვის და მშობლებს… Continue reading მე-2(ა,ბ,გ) კლასის მოსწავლეები თეატრში
სკოლა პოლიგლოტის მე-8(ა) კლასის მოსწავლეები STEAM კლუბის ხელმძღვანელ მარიამ ხაჩიძესთან, ქიმიის მასწავლებელ ნანა ბარიშვილთან და კლასის დამრიგებელ მელანო ჩოკორაიასთან ერთად იმყოფებოდნენ თბილისის ტექნოპარკში. ტექნოპარკი არის სივრცე სადაც თავმოყრილია ტექნოლოგიური, საგანმანათლებლო და პროფესიონალური რესურსები. ჩვენი მოსწავლეები გაეცნენ თანამედროვე ტექნოლოგიურ მიღწევებსა და პროგრამებს, რომლებიც განკუთვნილია სკოლის მოსწავლეებისათვის. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის მასწავლებლებს ასეთი მნიშვნელოვანი კლასგარეშე აქტივობის ორგანიზებისათვის.
სკოლა პოლიგლოტის მე-9 (ბ) კლასის მოსწავლეებმა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ, მელანო ჩოკორაიასთან ერთად, ჩაატარეს სასკოლო კონფერენცია თემაზე -„კარგ ქართველთა ხსოვნისთვის“. ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა წარმოადგინეს სხვადასხვა ეპოქის გამორჩეული ქართველების შესახებ მომზადებული მოხსენებები – მეფეების, საზოგადო მოღვაწეების, ეროვნული გმირებისა და იმ ადამიანების შესახებ, რომლებმაც თავიანთი ცხოვრებითა და საქმით მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს საქართველოს ისტორიაში, ლიტერატურასა და კულტურაში.… Continue reading სასკოლო კონფერენცია -„კარგ ქართველთა ხსოვნისთვის“
სკოლა პოლიგლოტის მე-3 (გ) კლასის მოსწავლეები, დამრიგებელ სოფო მუმლაძესთან ერთად ესტუმრნენ ორ მუზეუმს ერთ სივრცეში. მოსწავლეებმა ჰოლოზეუმში, ნახეს ვან გოგის ციფრული გამოფენა, ხოლო პლანეტარიუმში კი – იმოგზაურეს კოსმოსში, გაეცნენ პლანეტებს, ვარსკვლავებსა და სამყაროს საიდუმლოებებს. მათ შთაბეჭდილებებით სავსე დღე გაატარეს. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის სოფო მუმლაძეს შემეცნებითი აქტივობის ორგანიზებისათვის.
სკოლა პოლიგლოტის მე-8(ა) კლასის მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთან მელანო ჩოკორაიასთან ერთად ახმეტელის თეატრში იმყოფებოდნენ ანა ფრანკის დღიურის მიხედვით დადგმულ სპექტაკლზე. აღსანიშნავია, რომ სასკოლო პროგრამის ფარგლებში მათ შეისწავლეს ანა ფრანკის დღიური, გააანალიზეს ტექსტის ისტორიული კონტექსტი, ჰოლოკოსტის ტრაგედია და ავტორის შინაგანი სამყაროს სიღრმე. ხოლო თეატრალურმა ინტერპრეტაციამ ემოციურად გააძლიერა ნაწარმოების აღქმა და უფრო თვალსაჩინო გახადა პერსონაჟების… Continue reading მე-8(ა) კლასის მოსწავლეები თეატრში
სკოლა პოლიგლოტის STEAM კლუბის წევრები, მე-8 კლასის მოსწავლეები დარეგისტრირდნენ საქართველოს უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ოლიმპიადაზე – GENIUS Olympiad მოსწავლეები მონაწილეობას იღებენ სამ კატეგორიაში: ხელოვნური ინტელექტი, მეწარმეობა და რობოტიკა. ხოლო მათ ჩართულობას ხელმძღვანელობს სკოლის ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პედაგოგი მარიამ ხაჩიძე. სკოლა პოლიგლოტი წარმატებებს უსურვებს მარიამ ხაჩიძესა და მე-8 კლასის მოსწავლეებს: ანი ქურდიანს, სოფია ბიწაძეს, ქეთევან ვალაშვილს,… Continue reading მე-8 კლასის მოსწავლეები GENIUS Olympiad-ზე
სკოლა პოლიგლოტის ლიტერატურული კლუბის წევრები იმყოფებოდნენ თავისუფალ თეატრში, სადაც დაესწრნენ დათო ტურაშვილის ნაწარმოებ ,,ჯინსების თაობის” სასცენო წარმოდგენას, რომელიც ეძღვნება თვითმფრინავის ბიჭების ტრაგიკულ ისტორიას. სპექტაკლამდე კლუბის წევრებმა შეისწავლეს და წაიკითხეს აღნიშნული ლიტერატურული ტექსტი, რის შედეგადაც თეატრალური წარმოდგენა მათთვის იქცა არა მხოლოდ ესთეტიკურ გამოცდილებად, არამედ ტექსტის სიღრმისეული გააზრებისა და ინტერპრეტაციის შესაძლებლობად. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ლიტერატურული კლუბის… Continue reading ლიტერატურული კლუბის წევრები თეატრში
სკოლა პოლიგლოტის მე-4(ა,ბ) კლასის მოსწავლეები დამრიგებლებთან ერთად იმყოფებოდნენ ნ. დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში, სპექტაკლზე ,,ოდისეა”. სპექტაკლს ლიტერატურულ საფუძვლად მითოლოგია უდევს. წარმოდგენას ორი მთავარი პერსონაჟი ყავს, ,,ხორციელი” ადამიანი და ანიმაციური გმირი-ოდისევსი. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის დამრიგებლებს – მაკა ტოფაძესა და თამარ ჯანხოთელს საინტერესო კლასგარეშე აქტივობის ორგანიზებისათვის და მშობლებს აქტიური ჩართულობისთვის.
სკოლა პოლიგლოტის ლიტერატურული კლუბის წევრები კლუბის ხელმძღვანელ მელანო ჩოკორაიასთან ერთად თბილისის ისტორიულ უბნებში იმყოფებოდნენ. მათ მოინახულეს სამების საკათედრო ტაძარი, მეტეხის ტაძარი და დაათვალიერეს ძველი თბილისის უბნები. თბილისი ქართულ პოეზიაში წარმოჩენილია როგორც სიმბოლური და ემოციური სივრცე, სადაც ისტორიული მეხსიერება, ეროვნული იდენტობა და პირადი განცდები ერთიანდება. შესაბამისად აღნიშნული აქტივობა ემსახურებოდა ლიტერატურის, ისტორიისა და სივრცის ურთიერთკავშირის გააზრებას. სკოლა… Continue reading ექსკურსია თბილისის ისტორიულ უბნებში
სკოლა პოლიგლოტის ისტორიის მკვლევართა და მემატიანეთა კლუბის წევრებმა ხელმძღვანელ თინათინ დორეულთან ერთად ჩაატარეს კონფერენცია თემაზე: ქართველი წმინდანი მეფე – ვახტანგ I გორგასალი. კონფერენციაზე მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები: მეფის ოჯახსა და გამეფების ისტორიაზე, მის ძლევამოსილ ლაშქრობებზე, ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის მინიჭებასა და ქალაქების დაარსებაზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ვახტანგ გორგასლის ინიციატივით აგებულ ბოლნისის სიონის ტაძარზე შემორჩენილ უძველეს ქართულ წარწერაზე.… Continue reading კონფერენცია თემაზე: ქართველი წმინდანი მეფე – ვახტანგ I გორგასალი
სკოლა პოლიგლოტის მე-3 (გ) კლასში, ბუნების მასწავლებელმა, ანა მუმლაძემ ჩაატარა ღია გაკვეთილი თემაზე: ,,ბუნებრივი მოვლენები და ჰაერის ტემპერატურა”. გაკვეთილის მიზანი იყო შესწავლილი მასალის შეჯამება და განმტკიცება. მოსწავლეებმა დიდი მონდომებით სხვადასხვა დავალება და გასმოავლინეს კარგი საგნობრივი ცოდნა. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ანა მუმლაძეს შემოქმედებითი და საინტერესო გაკვეთილის ჩატარებისათვის.