სკოლა პოლიგლოტის 1-ელი (ბ) კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ სოფიო შერმაზანაშვილთან ერთად წარმოგვიდგინეს პირველი კლასის დამამთავრებელი ღონისძიება. ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა შეასრულეს სიმღერები, წაიკითხეს ლექსები და წარმოადგინეს მრავალფეროვანი საცეკვაო ნომრები. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის კლასის დამრიგებელ სოფიო შერმაზანაშვილს და ყველა იმ მასწავლებელს, რომლებიც მთელი წლის მანძილზე მუშაობდნენ პატარებთან.
სკოლა პოლიგლოტის მე-2 (ა) კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ ანა მუმლაძესთან ერთად წარმოადგინეს ღონისძიება — “ენა, მამული, სარწმუნოება“. მოსწავლეებმა საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობების საშუალებით, გაგვაცნეს ჩვენი ქვეყნის საამაყო წარსული, ტრადიციები, კულტურა და ენის უნიკალური თავისებურებები, რომლებიც საქართველოს თითოეულ კუთხეს განსაკუთრებულს ხდის. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ანა მუმლაძეს საინტერესო და მნიშვნელოვანი ღონისძიების ორგანიზებისთვის.
სკოლა პოლიგლოტის 1-ელი (გ) კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელ ნინო კიკაძესთან ერთად წარმოადგინეს ღონისძიება — „ჩვენი ენა ქართული“. მოსწავლეებმა სიყვარულითა და სითბოთი გააცოცხლეს ქართული ენა და ის ცოდნა, რომელიც პირველი სასწავლო წლის განმავლობაში შეიძინეს. პატარებმა მაყურებელს თავიანთი ნიჭი, მონდომება და მიღწევები გაუზიარეს. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის კლასის დამრიგებელ ნინო კიკაძეს და ყველა იმ მასწავლებელს, რომლებიც მთელი წლის… Continue reading 1-ელი (გ) კლასის ღონისძიება — „ჩვენი ენა ქართული“
სკოლა პოლიგლოტის მე-3 (ბ) კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელ მარიამ მჭედლიშვილთან ერთად წარმოადგინეს ღონისძიება “საქართველოს მოგზაურები”. მოსწავლეებმა სტუმრებს გააცნეს საქართველოს კუთხეები ლექსებით, სიმღერებითა და ცეკვებით. მათ დიდი სიყვარულით წარმოადგინეს სამშობლოს წეს-ჩვეულებები და ტრადიციები. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის მარიამ მჭედლიშვილს საინტერესო ღონისძიების ორგანიზებისათვის.
სკოლა პოლიგლოტის 1-ელი (ა) კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელ თამარ რიჟამაძესთან ერთად წარმოადგინეს ღონისძიება „დედაენა – ცოდნის წყარო“. ლექსებით და სიმღერებითა მოსწავლეებმა გაგვიზიარეს ის ცოდნა და გამოცდილება, რომელიც მთელი წლის განმავლობაში შეიძინეს. მათ ასევე შეასრულეს სხვადასხვა საცეკვაო ნომრები. ეს დღე იყო პირველი სასწავლო წლის მნიშვნელოვანი და ემოციური შეჯამება, რამაც კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ბავშვების ცოდნა და ნიჭიერება. სკოლა… Continue reading 1-ელი (ა) კლასის ღონისძიება „დედაენა – ცოდნის წყარო“
სკოლა პოლიგლოტის მე-5(ა) კლასის მოსწავლეები დამრიგებელ ლინეტა ფუთურიძესთან ერთად იმყოფებოდნენ ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში, სპექტაკლზე – “წითელკანიანთა ბელადი”. სპექტაკლი ონავარ ბიჭზე, მის გამტაცებლებზე, მშობლებზე მოგვითხრობს და გვახსენებს, რომ ბოროტება ყოველთვის უკან უბრუნდება მის ჩამდენს. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ლინეტა ფუტურიძეს საინტერესო კლასგარეშე აქტივობის ორგანიზებისათვის.
სკოლა პოლიგლოტის მე-4(ა,ბ) კლასის მოსწავლეები დამრიგებლებთან ერთად იმყოფებოდნენ ნ. დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში, სპექტაკლზე ,,ცისფერი ირემი”. სპექტაკლს ლიტერატურულ საფუᲫვლად არᲩილ სულაკაურის მოᲗხრობა,, ცისფერი ირემი” დაედო. სპექტაკლი სიკეᲗისა და ბოროტების მარადიულ ბრᲫოლაზე მოგვითხორბს. მᲗავარი გმირები ამარცხებენ ბოროტებას, იმარჯვებს სიკეᲗე, სიყვარული და Თავისუფლება. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის დამრიგებლებს – მაკა ტოფაძესა და თამარ ჯანხოთელს საინტერესო კლასგარეშე… Continue reading მე-4(ა,ბ) კლასის მოსწავლეები თეატრში
სკოლა პოლიგლოტის მე-5 (ა) კლასში ლინეტა ფუთურიძემ ჩაატარა ღია გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში თემაზე: ქართული ხალხური ლექსი “ქართლის ტყვე”. გაკვეთილის ფარგლებში მოსწავლეები მოსწავლეებმა ისაუბრეს თავისუფლების ფასზე, სამშობლოს სიყვარულის არსსა და მნიშვნელობაზე. გარდა ტექსტის ლიტერატურული გააზრებისა, მათ იმსჯელეს მის გრამატიკულ ფორმებზე. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ლინეტა ფუთურიძეს საინტერესო ღია გაკვეთილის ჩატარებისათვის.
სკოლა პოლიგლოტის მე-7 კლასის მოსწავლეებმა დედამიწის დღესთან დაკავშირებით ინგლისური ენის მასწავლებელთან და დამრიგებელთან ეკატერინე შუბითიძესთან ერთად წარმოადგინეს პრეზენტაცია ინგლისურ ენაზე. მოსწავლებმა შექმნეს ხელთნაკეთი გლობუსი, რომელზეც მონიშნეს კონტინენტები და ოკეანეები. აღნიშნული აქტივობა მიზნად ისახავდა შემოქმედებითი და გუნდური მუშაობის უნარების განვითარებას. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ეკატერინე შუბითიძეს საინტერესო აქტივობის ორგანიზებისათვის.
სკოლა პოლიგლოტის მე- 3(ა) კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის პედაგოგ მარიამ ცაბაძესთან და დამრიგებელ ნონა წამალაშვილთან ერთად წარმოადგინეს პროექტი სახელწოდებით” Happy earth day- let’s take care of the earth.” მოსწავლეებმა ინგლისურ ენაზე წარმოადგინეს პრეზენტაციები დედამიწის ბინადარ ცხოველებსა და მცენარეებზე. ბოლოს კი შეასრულეს სიღერა “earth, we’re in it together. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის მასწავლებლებს თემატური აქტივობის ორგანიზებისათვის.
სკოლა პოლიგლოტის მე-9(ა,ბ) კლასის მოსწავლეები, ხელოვნების მასწავლებელ ქეთევან მაისურაძესთან ერთად ეწვივნენ ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმს, სადაც ჩაერთნენ საგანმანათლებლო პროგრამაში „კალეიდოსკოპი“. პროგრამის მიზანია მოსწავლეები გაეცნონ მათთვის უცნობ თანამედროვე ქართველ მხატვრებს, მათ სტილს, ისტორიულ პერიოდებს და აითვისონ ხელოვნებაში დანერგილი საკვანძო სიტყვების მნიშვნელობა. მოსწავლეები საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გაეცნენ მე-XX საუკუნის ქართველ მხატვართა შემოქმედებას და დიდი ინტერესით დაათვალიერეს მუზეუმის… Continue reading მე-9(ა,ბ) კლასი ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში
დედამიწის დღესთან დაკავშირებით სკოლა პოლიგლოტის მე-6, მე-7 და მე-8 კლასების მოსწავლეებმა გეოგრაფიის მასწავლებელ, ნინო წამალაშვილთან ერთად ჩაატარეს საინტერესო ღონისძიება. ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა გააკეთეს პოსტერები, გამოუშვეს კედლის გაზეთები და წარადგინეს პრეზენტაციები. ყურადღება გაამახვილეს იმაზე, რომ დედამიწა ჩვენი სახლია და მისი დაცვა, მასზე ზრუნვა თითოეული ადამიანის ვალდებულებაა. აღნიშნულმა ღონისძიებამ ხელი შეუწყო გუნდური და შემოქმედებითი უნარების განვითარებას. სკოლა… Continue reading მე-6, მე-7 და მე-8 კლასების მოსწავლეებმა დედამიწის დღე აღნიშნეს
დედამიწის დღესთან დაკავშირებით მე-4(ა,ბ) კლასებში ჩატარდა სხვადასხვა შემეცნებითი აქტივობა. მოსწავლეებმა ქვეყნის ნაკრძალებსა და დაცულ ტერიტორიებზე წარმოადგინეს პრეზენტაციები. ისაუბრეს თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი უნიკალური ბუნების შენარჩუნება და გააცნობიერეს ნაკრძალის არსებობის მნიშვნელობა. ასევე, მისწერეს წერილი დედამიწას სახელწოდებით,, დედამიწა გპირდები რომ… “. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის დამრიგებლებს: თამარ ჯანხოთელსა და მაკა წურწუმიას თემატური აქტივობების ჩატარებისათვის.
სკოლა პოლიგლოტის მოსწავლეების ვიზიტი ავსტრიის დედაქალაქ ვენაში დღე 3 ეს იყო დელეგირებული ვიზიტი ავსტრიის პარლამენტში. ვიზიტის განმავლობაში მათ შეისწავლეს თუ როგორ იქმნება კანონები, როგორ მიმდინარეობს დებატები, რა როლი აქვთ პარლამენტარებს და რამდენად მნიშვნელოვანია მოქალაქის ჩართულობა ქვეყნის განვითარებაში. ევროპის პარლამენტში ჩაერთნენ role-play game-ში, რომელიც არის ინტერაქტიული საგანმანათლებლო აქტივობა. მოსწავლეებმა თავად მოირგეს ევროპარლამენტარების როლი, განიხილეს მნიშვნელოვანი საკითხები,… Continue reading სკოლა პოლიგლოტის მოსწავლეების ვიზიტი ავსტრიის დედაქალაქ ვენაში – დღე 3
დედამიწის დღესთან დაკავშირებით სკოლა პოლიგლოტის მე-2(გ) კლასში დამრიგებელმა ანი ჭელიძემ, ჩაატარა სახალისო და შემეცნებითი აქტივობები. მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია დედამიწის დღესთან დაკავშირებით, გააფერადეს პოსტერები და ითამაშეს სახალისო თამაშები. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ანი ჭელიძეს თემატური აქტივობის ჩატარებისათვის.