სკოლა პოლიგლოტის მე-9 კლასის მოსწავლეებმა კლასის დამრიგებლის, ანა ჯავახიშვილის, მშობლებისა და მოსწავლეების ინიციატივით ჩაატარეს კლასის საათი. აქტივობის ფარგლებში მათ გამართეს სახალისო თამაშები, მიულოცეს ერთმანეთს დამდეგი შობა-ახალი წელი და გადასცეს საიდუმლო სანტას საჩუქრები. ბოლოს ტკბილეულით გაუმასპინძლდნენ ერთმანეთს და ასევე არ დაივიწყეს სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებიც. სკოლა პოლიგლოტი სიყვარულით ულოცავს ანა ჯავახიშვილს, მე-9 კლასის მოსწავლეებს და მათ… Continue reading საიდუმლო სანტა მე-9 კლასში
სკოლა პოლიგლოტის მათემატიკის მასწავლებელმა ქალბატონმა ნინო დაუშვილმა ჩაატარა ღია გაკვეთილი მე-8 (ა) და მე-8(ბ) კლასებში თემაზე : ,,მთელმაჩვენებლიანი ხარისხი და მისი თვისებები.“ მასწავლებელმა გამოიყენა სხვადასხვა საინტერესო ინტერაქტიური მეთოდი. მოსწავლეებმა გამოავლინეს საგნის ცოდნა და სიყვარული. მათ შეასრულეს სახალისო ჯგუფური სამუშაო, კერძოდ, მოსწავლეებმა ამოხსნილი მაგალითების პასუხებით გახსნეს შავი ყუთის კოდი და დაიმსახურეს სიურპრიზი(მათი საყვარელი ნუგბარი). სკოლა პოლიგლოტი… Continue reading ღია გაკვეთილი: ,,მთელმაჩვენებლიანი ხარისხი და მისი თვისებები.“
სკოლა პოლიგლოტის ხატვის წრის ,,სფუმატო‘’ მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო გამოფენაში, რომელიც გაიმართა სასტუმრო Wyndham Grand Tbilisi-ში. მათ გამოფინეს ულამაზესი ზამთრის პეიზაჟები და საპატიო სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ. გამოფენაში ასევე მონაწილეობდნენ მხატვრები სხვადასხვა ქვეყნიდან. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ღონისძიების ავტორებს: ერნა წიფურიასა და ნინა ჩიხლაძეს. ასევე განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ ხატვის წრის ,,სფუმატო‘’ ხელმძღვანელს, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების… Continue reading საერთაშორისო გამოფენა სასტუმრო Wyndham Grand Tbilisi-ში
სკოლა პოლიგლოტის VIII-ა და VIII-ბ კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ინტეგრირებულ ვიქტორინაში, სახელწოდებით ,,ცოდნის ძალა“. ვიქტორინა მოიცავდა შეკითხვებს ქართული ლიტერატურიდან, ისტორიიდან, მათემატიკიდან, გეოგრაფიიდან, მოქალაქეობიდან, ფიზიკიდან, ქიმიიდან და ბიოლოგიიდან. ვიქტორინა ჩატარდა სამ ტურად. მოსწავლეებმა წარმოაჩინეს დიდი მოტივაცია, მაღალი აკადემიური უნარები და კარგი საგნობრივი ცოდნა. სკოლა პოლიგლოტი დიდ მადლობას ღონისძიების ინიციატორებს: ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ, მელანო ჩოკორაიასა… Continue reading ინტეგრირებული ვიქტორინა ,,ცოდნის ძალა“
სკოლა პოლიგლოტში მიმდინარეობს შიდა სასკოლო სპორტული შეჯიბრებები. ამ ღონისძიების ფარგლებში, დაწყებითი განათლების კათედრაზე, გაიმართა მე-4 კლასის მოსწავლეების ტურნირი მხიარულ სტარტებში. ტურნირზე ბავშვებს გულშემატკივრობდნენ მშობლები, კლასის დამრიგებლები და კათედრის წარმომადგენლები. ტურნირის ჟიურიმ გამოავლინა გამარჯვებული მე-4 (ბ) კლასი. სკოლა პოლიგლოტი ულოცავს მათ ამ გამარჯვებას და მომავალშიც უსურვებს წარმატებებს. სკოლა პოლიგლოტი მადლობა უხდის სპორტის მასწავლებლებს: პედაგოგებს, ქალბატონ ნანა… Continue reading მხიარული სტარტები
სკოლა პოლიგლოტში მოსწავლეთა საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით ჩატარდა ინტელექტუალური თამაშის – რა? სად? როდის? – ზამთრის სეზონი. თამაშში მონაწილეობდნენ მე-9, მე-10 და მე-11 კლასის გუნდები. გამარჯვება მოიპოვეს მე-11 კლასელებმა და მათ გადაეცათ გარდამავალი პრიზი – ,,ვერცხლისფერი ბუ“. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ღონისძიების ორგანიზატორებს: მოსწავლეთა საინიციატივო ჯგუფის წევრებსა და პედაგოგებს, კერძოდ: სამოქალაქო განათლების მასწავლებელს, ხატია ჭილავას, მათემატიკის… Continue reading ინტელექტუალური თამაში-რა? სად ? როდის? მე-9, მე-10 და მე-11 კლასებს შორის
სკოლა პოლიგლოტის მე-4(ბ) კლასში ბუნებისმეტყველების მასწავლებელმა ანა ნიჟარაძემ ჩაატარა ღია გაკვეთილი თემაზე: ,,ჰორიზონტი, ჰორიზონტის მხარეები”. გაკვეთილის მიზანი იყო – მოსწავლეებს გაეცნობიერებინათ ჰორიზონტის არსი და განესხვავებინათ ღია და დახურული ჰორიზონტი. მოსწავლეებმა იმუშავეს როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად, ითამაშეს თამაში ,, გამოიცანი მიმართულება’’ სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ანა ნიჟარაძეს ასეთი საინტერესო გაკვეთილის ჩატარებისთვის.
სკოლა პოლიგლოტის მე-3 (ბ) კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა , მანანა ჭანტურიძემ ჩაატარა ღია გაკვეთილი თემაზე: “ბალახის სიმღერა” და “მცენარის ძირითადი ორგანოები, აგებულება და მნიშვნელობა”. მოსწავლეებმა გაიმდიდრეს ლექსიკური მარაგი, იმსჯელეს ტექსტის შინაარსსა და მთავარ სათქმელზე. შეასრულეს ჯგუფური სამუშაო, დაახასიათეს მცენარეები, ისაუბრეს მათ მნიშვნელობაზე ჩვენს სამყაროში. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის მანანა ჭანტურიძეს ასეთი საინტერესო გაკვეთილის… Continue reading ღია გაკვეთილი მე-3 (ბ) კლასში
სკოლა პოლიგლოტის მე-4 (ა) კლასში თამარ რიჟამაძემ ჩაატარა ღია გაკვეთილი ქართულ ენაში. გაკვეთილის თემა იყო ზმნა, ზმნის უღლება. კითხვა-პასუხის, მსჯელობის, ინდივიდუალური და წყვილებში მუშაობის საშუალებით მოსწავლეებმა გააცნობიერეს რა არის ზმნა და რას ნიშნავს ზმნის უღლება. დააკვირდნენ და აღმოაჩინეს პირის ნაცვალსახელისა და ზმნის კავშირი. გაკვეთილის ბოლოს კი, ფერად ფურცლებზე მოცემულ წინადადებებში აღმოაჩინეს ზმნები და დაასკვნეს, რომ… Continue reading ღია გაკვეთილი ქართულ ენაში მე-4 (ა) კლასში
სკოლა პოლიგლოტის მე-5(ა) კლასში მუსიკის მასწავლებელმა თამთა ცანავამ ჩაატარა ღია გაკვეთილი თემაზე: ,,სიმფონიური ზღაპარი”. გაკვეთილის მიზანი იყო, მოსწავლეები გასცნობოდნენ რომანტიზმის ეპოქაში მოღვაწე კომპოზიტორის, სერგეი პროკოფიევის ბიოგრაფიასა და შემოქმედებას. შეესწავლათ მის მიერ შექმნილი ზღაპრის ,,პეტრე და მგლის“ შინაარსი, მოქმედი პერსონაჟები და მოესმინათ ის კლასიკური საკრავები, რომლითაც კომპოზიტორმა გადმოსცა ზღაპრის პერსონაჟების ხასიათი და განწყობა. ასევე გაეცნენ სიმფონიური… Continue reading მუსიკის ღია გაკვეთილი მე-5(ა) კლასში
სკოლა პოლიგლოტის მე-4(გ) კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, გურანდა ხუსკივაძემ, ჩაატარა ღია გაკვეთილი თემაზე: განათლება – ძველად და ახლა მოსწავლეებმა გაიხსენეს ანდაზები ცოდნასა და სიბრძნეზე. ასევე პრეზენტაციის საშუალებით დაათვალიერეს ძველი და ახალი სკოლები, საკლასო ნივთები. იმსჯელეს მათ მსგავსება/განსხვავებებზე. შეასრულეს ჯგუფური სამუშაო, ააგეს ცოდნის ხე, რომელზეც დაწერეს – “რას სწავლობენ სკოლაში”. სკოლა პოლიგლოტი მადლობა უხდის… Continue reading ქართული ენისა და ლიტერატურის ღია გაკვეთილი მე-4(გ) კლასში
სკოლა პოლიგლოტში პროფესორ ცირა ბარბაქაძის მორიგი შეხვედრა გაიმართა მოსწავლეებთან, პროექტის „ხელოვნური ინტელექტი, ციფრული უნარები და მომავლის პროფესიები“ – ფარგლებში. შეხვედრის თემა იყო: „ხელოვნური ინტელექტი და მომავლის პროფესიები“. მოსწავლეებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია იმაზე თუ როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ტრადიციულ პროფესიებს, როგორ ხდება ზოგიერთი პროფესიის გაქრობა ან ტრანსფორმაცია, და როგორ ჩნდება ახალი შესაძლებლობები, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში… Continue reading შეხვედრა თემაზე: „ხელოვნური ინტელექტი და მომავლის პროფესიები“
სკოლა პოლიგლოტის მე-2(ა) კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ნინო ოქრუაშვილმა, ჩაატარა ღია გაკვეთილი თემაზე: არსებითი და ზედსართავი სახელის გაგება გააზრება. მოსწავლეებმა გაიხსენეს შესწავლილი მეტყველების ნაწილები. ისაუბრეს არსებითისა და ზედსართავი სახელის შესახებ. ცოდნის განმტკიცების მიზნით, ინტერაქციული აქტივობებით მოსწავლეებმა საინტერესოდ და სახალისოდ გაართვეს თავი დავალებებს. აქტივობები ასევე მოიცავდა შემდეგ თამაშებს: ,, სიტყვების კალათა’’ და ,,დაეხმარე არსებით… Continue reading ქართული ენისა და ლიტერატურის ღია გაკვეთილი მე-2(ა) კლასში
სკოლა პოლიგლოტის მათემატიკის მასწავლებელმა სოფო მუმლაძემ 1-ელ (გ) კლასში ჩაატარა ღია გაკვეთილი თემაზე: „არითმეტიკული მოქმედებები, თვლა და გროვების ჩხირებით ჩაწერა’’. გაკვეთილის მიზანი იყო 10-ის ფარგლებში შეკრება, მიმდევრობაში გამოტოვებული ციფრის ჩასმა, სურათზე საგანთა რაოდენობების დასახელება და ციფრის ჩაწერა როგორც შესაბამისი რიცხვით, ასევე ჯოხებით. ღია გაკვეთილის აქტივობები შედგებოდა როგორც წერითი,ასევე ზეპირი დავალებებისგან, რომელსაც მოსწავლეებმა თავი შესანიშნავად გაართვეს.… Continue reading მათემატიკის ღია გაკვეთილი 1-ელ (გ) კლასში
სკოლა პოლიგლოტის მე-3(ა) კლასში მაკა წურწუმიამ ჩაატარა, ღია შემაჯამებელი გაკვეთილი ბუნებისმეტყველებაში თემაზე: მზის სისტემა, პლანეტები, დედამიწა,მთვარე და ვარსკვლავები. მოსწავლეებმა ჯგუფური მუშაობით წარმოაჩინეს თავიანთი ცოდნა, განიხილეს ვარსკვლავები, მთლიანი მზის სისტემა, კოსმოსის ძირითადი მახასიათებლები, აღწერეს დედამიწის მოძრაობა და გავლენა დღე-ღამის ცვლაზე. ასევე, შექმნეს თემატური ნახატები და პლანეტები. გაკვეთილზე გამოყენებული იყო სხვადასხვა საინტერესო აქტივობა: გლობუსი, ტელესკოპი, სახელმძღვანელო. სკოლა… Continue reading ბუნებისმეტყველების ღია გაკვეთილი მე-3(ა) კლასში