სკოლა პოლიგლოტის მე-2 (გ) კლასში სოფო მუმლაძემ ჩაატარა ღია გაკვეთილი მათემატიკაში თემაზე: “ეროვნული ფულის ერთეულები, არითმეტიკული მოქმედებები, მოქმედებათა ურთიერთშებრუნებულობა.” გაკვეთილის მიზანი იყო წინარე ცოდნის გამყარება/შეჯამება და მოიცავდა მრავალფეროვან აქტივობებს. ბავშვები აქტიურად ჩაერთნენ ინტერაქციაში, შეძლეს მარტივი მსჯელობა, ლოგიკური კავშირის დამყარება, თვლა, ანგარიში (მიმატება-გამოკლება,როგორც მრგვალი ათეულების,ისე ჩვეულებრივი რიცხვების), რიცხვების დასახელებას და ჩაწერა 100-ის ფარგლებში; ასევე, 100-მდე რიცხვების… Continue reading ღია გაკვეთილი მათემატიკაში
სკოლა პოლიგლოტის მე-4 (ა) კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა თამარ რიჟამაძემ და მუსიკის პედაგოგმა ანი ზაზაშვილმა ჩაატარეს ინტეგრირებული გაკვეთილი “სასწაული”. მოსწავლეები გაეცნენ მოცარტის შემოქმედებას, გაანალიზეს ტექსტი “ სასწაული”, დაახასიათეს პერსონაჟები, იმსჯელეს მუსიკის მნიშვნელობასა და როლზე ადამიანის ცხოვრებაში. ასევე, ითამაშეს თამაში “მართალია თუ ტყუილი”, სადაც მოსწავლეებმა მიღებული ინფორმაციის საფუძველზე კიდევ ერთხელ გადაამოწმეს ფაქტების სისწორე მოცარტის… Continue reading ინტეგრირებული გაკვეთილი “სასწაული”
სკოლა პოლიგლოტის მე-5 (ა,ბ) კლასებში ფრანგული ენის მასწავლებელმა, ირმა ჭანკოტაძემ ჩაატარა ღია გაკვეთილი თემაზე ,,Moi et ma famille”. მოსწავლეებმა შეისწავლეს მათი ოჯახის აღწერისთვის საჭირო ლექსიკა, გაეცნენ ისეთ გრამატიკული ფორმებს, რომლითაც გაგვაცნეს საკუთარი ოჯახები და ოჯახის წევრები. ახალი მასალისა და წინარე ცოდნის გამოყენებით შექმნეს პრეზენტაციები, თან დაურთეს თავიანთი და ასევე ოჯახის წევრების ფოტოები. სკოლა პოლიგლოტი მადლობას… Continue reading ღია გაკვეთილი თემაზე ,,Moi et ma famille”
სკოლა პოლიგლოტის მე-3 (ბ) კლასში მასწავლებელმა ნინო ჯვებენავამ ჩაატარა ღია გაკვეთილი თემაზე: ,,4-ის და 5-ის გამრავლება”. გაკვეთილი ორიენტირებული იყო თამაშებით სწავლებაზე, რაც კიდევ უფრო საინტერესოსა და სახალისოს ხდიდა სასწავლო პროცესს. მოსწავლეებმა გაიხსენეს წინარე ცოდნა — 2-ისა და 3-ის გამრავლება, რაც წარმოდგენილი იყო პრეზენტაციების სახით. ახალი მასალის შესწავლის პარალელურად ჩატარდა შემოქმედებითი აქტივობები, რომლებიც დაეხმარა მოსწავლეებს ცოდნის… Continue reading ღია გაკვეთილი თემაზე: ,,4-ის და 5-ის გამრავლება”
სკოლა პოლიგლოტის მე-4 (ბ) კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა , მანანა ჭანტურიძემ ჩაატარა ღია გაკვეთილი თემაზე: “რას გალობს შაშვი”. გაკვეთილის მიზანი ტექსტის გაგება-გააზრებასთან ერთად იყო მოსწავლეებში ჰუმანური დამოკიდებულების ჩამოყალიბება ბუნების შვილების მიმართ. გაკვეთილზე თითოეული მოსწავლე აქტიურობდა, გამოთქვამდა საინტერესო მოსაზრებებს. მათ დაახასიათეს პერსონაჟები, ისაუბრეს პრობლემაზე და მისი გადაჭრის გზებზე. იმუშავეს ჯგუფურად, გამოყვეს ტექსტის მთავარი სათქმელი.… Continue reading ღია გაკვეთილი თემაზე: “რას გალობს შაშვი”
სკოლა პოლიგლოტის მე-5 (ა)კლასში მათემატიკის მასწავლებელმა ზურა შუბითიძემ ჩაატარა ღია გაკვეთილი თემაზე: ,,მარტივი და შედგენილი რიცხვები’’. ბავშვები გაეცნენ მარტივ და შედგენილ რიცხვებს, მათ თვისებებს, შეისწავლეს რომელი რიცხვია არც მარტივი და არც შედგენილი, რომელი რიცხვია ერთადერთი ლუწი მარტივი და თავად გამოიტანეს დასკვნა იმასთან დაკავშირებით თუ რატომ არ იარსებებს სხვა ლუწი მარტივი რიცხვი. ბავშვებს მიენიჭათ რიცხვები 1-დან… Continue reading ღია გაკვეთილი თემაზე: ,,მარტივი და შედგენილი რიცხვები’’
სკოლა პოლიგლოტის მე-5(ა) კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა სოფიო დვალიშვილმა ჩაატარა ღია გაკვეთილი თემაზე: ,,ჭაში ჩავარდნილის იგავი’’. მოსწავლეებმა გაიხსენეს ქართული ლიტერატურის პერიოდები, ისაუბრეს ძველი ქართული ლიტერატურის ძირითად მახასიათებლებზე. ერთად განმარტეს იუმორისა და ირონიის მნიშვნელობა და განიხილეს კონკრეტული მაგალითები. აგრეთვე, გაიცნეს ნაწყვეტი შოთა რუსთაველის პოემიდან და შეკრიბეს სიტყვათა ფორმები, რომლებიც უცხოა თანამედროვე სალიტერატურო ენისათვის. სკოლა… Continue reading ღია გაკვეთილი თემაზე: ,,ჭაში ჩავარდნილის იგავი’’
სკოლა პოლიგლოტის მე-6 კლასში ინგლისურის პედაგოგმა ეკატერინე შუბითიძემ ჩაატარა ღია გაკვეთილი თემაზე “The visit at the zoo”. მოსწავლეებმა ისაუბრეს გადაშენების პირას მყოფი ცხოველების შესახებ. გამოთქვეს თავიანთი მოსაზრება ზოოპარკის დადებით მხარეზე გადაშენების პირას მყოფი ცხოველებისთვის. გაეცნენ რამდენიმე ცხოველის შესახებ ფაქტებს, გაიმდიდრეს ლექსიკა და გაიუმჯობესეს მოსმენის უნარი. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ეკატერინე შუბითიძეს ასეთი მნიშვნელოვანი გაკვეთილის ორგანიზებისათვის.
სკოლა პოლიგლოტის I (ბ) კლასში ინგლისური ენის მასწავლებელმა, მარიამ ცაბაძემ ჩაატარა ღია გაკვეთილი თემაზე “Body Parts”. მოსწავლეები გაეცნენ ადამიანის აგებულებას, გააკეთეს პრეზენტაციები საკუთარი სხეულის ნაწილებზე, წინარე ცოდნაზე დაყრდნობით განასხვავეს რაოდენობრივად, შეასრულეს მოსასმენი და წერითი სავარჯიშოები. გაკვეთილი დაასრულეს სახალისო სიმღერით, რამაც ხელი შეუწყო ცოდნის გამოყენება/განმტკიცებას. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის მარიამ ცაბაძეს ასეთი საინტერესო გაკვეთილის ჩატარებისათვის.
სკოლა პოლიგლოტის 1-ელ (გ) კლასში, ინგლისური ენის მასწავლებელმა ანი ფუტკარაძემ ჩაატარა ღია გაკვეთილი თემაზე: “At school” გაკვეთილის განმავლობაში ბავშვებმა აქტიურად მიიღეს მონაწილეობა სახალისო თამაშებში: დაალაგეს საკლასო ნივთები სურათების მიხედვით; ითამაშეს „მოძებნე და დაასახელე“; იმიტირებული დიალოგებით წარმოადგინეს, როგორ სთხოვენ ერთმანეთს ნივთებს. გაკვეთილი სასიამოვნო და საინტერესო იყო, ბავშვებმა ხალისით იმუშავეს. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ანი ფუტკარაძეს ასეთი… Continue reading ღია გაკვეთილი თემაზე:“At school”
სკოლა პოლიგლოტის I (გ)კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, მარიამ ხუსკივაძემ ჩაატარა ღია გაკვეთილი – ,,ანბანის გაცილება”. თემატურად მოწყობილ საკლასო ოთახში მოსწავლეებმა შეაჯამეს ნასწავლი მასალა სახალისო აქტივობებით. წაიკითხეს ასო-ბგერებზე ნასწავლი ლექსები და შეასრულეს ანბანზე შექმნილი სიმღერები. გააკეთეს სავარჯიშოები არსებით სახელებზე; დააჯგუფეს სულიერი და უსულო სახელები, მხოლობითი და მრავლობითი რიცხვის აღმნიშვნელი არსებითი სახელები. სკოლა პოლიგლოტი მადლობას… Continue reading ღია გაკვეთილი I (გ)კლასში
სკოლა პოლიგლოტის I (ბ) კლასში, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, მაკა ცენგირაშვილმა ჩაატარა ღია გაკვეთილი ქართულში ,,ანბანის გაბრძანება”. გაკვეთილის მიზანს წარმოადგენდა შესწავლილი ასო-ბგერების ამოცნობა, არსებითი სახელის გაგება, სიტყვაში მარცვლების როდინობის დათვლა, ხმოვანი და თანხმოვანი ასო-ბგერების გამოცნობა, არსებითი სახელის მხოლობითი და მრავლობითი რიცხვის გარჩევა. (წერა, კითხვა და ზეპირმეტყველება). მოსწავლეებმა თავი კარგად გაართვეს დასახულ მიზანს, სკოლა პოლიგლოტი… Continue reading ღია გაკვეთილი I (ბ) კლასში
სკოლა პოლიგლოტის I (ა) კლასში, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ანა მუმლაძემ ჩაატარა ღია გაკვეთილი თემაზე: ,,ანბანის გაბრძანება”. გაკვეთილის მიზანს წარმოადგენდა შესწავლილი ასო-ბგერების ამოცნობა, არსებითი სახელის გაგება, სულიერი და უსულო არსებითი სახელების დაჯგუფება, სიტყვაში მარცვლების რაოდენობების დათვლა, ხმოვანი და თანხმოვანი ასო-ბგერების გამოცნობა (წერა, კითხვა და ზეპირმეტყველება). მოსწავლეებმა თავი კარგად გაართვეს დასახულ მიზანს. სკოლა პოლიგლოტი მადლობას… Continue reading ღია გაკვეთილი I (ა) კლასში
სკოლა პოლიგლოტის მე-4(ა) კლასში დამრიგებელმა თამარ რიჟამაძემ სასკოლო პროექტის ფარგლებში და ტყის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ჩაატარა ღია გაკვეთილი თემაზე: ” მოფრთხილება უნდა”. მოსწავლეებმა განიხილეს ჯანსუღ ჩარკვიანის ლექსი, გაანალიზეს თითოეული სტროფი, განმარტეს უცხო სიტყვები და იმსჯელეს რა საფრთხის წინაშე შეიძლება დადგეს ჩვენი სამყარო თუ არ გავუფრთხილდებით. ასევე იმუშავეს ჯგუფებში და შექმნეს პოსტერები, რომელიც განათავსეს საკლასო ოთახში.… Continue reading ღია გაკვეთილი თემაზე: “მოფრთხილება უნდა”
სკოლა პოლიგლოტის მე-6 კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა სოფო დვალიშვილმა და მუსიკის მასწავლებელმა თამთა ცანავამ ჩაატარეს ღია ინტეგრირებული გაკვეთილი თემაზე ,,აბესალომ და ეთერი.” მოსწავლეებმა გაიხსენეს ზღაპრის ჟანრული მახასიათებლები და იმსჯელეს, ,,ეთერის,” როგორც ზღაპრის, ლიტერატურულ წარმომავლობაზე. მათ ისაუბრეს ოპერაზე და მისი ჩამოყალიბების პროცესზე. გაიხსენეს ზაქარია ფალიაშვილის ბიოგრაფია და მოუსმინეს სხვადასხვა არიას ოპერიდან ,,აბესალომ და ეთერი.”… Continue reading ღია ინტეგრირებული გაკვეთილი თემაზე ,,აბესალომ და ეთერი”