277434798_3048791195334857_8538478073891513546_n
1 აპრილი, 2025

გამოფენა ექვანიას სახელობის სამხატვრო გალერეაში

ექვანიას სახელობის სამხატვრო გალერეაში ჩატარდა ახალგაზრდა და ცნობილი მხატვრების საღამო, გამოფენა-გაყიდვა. ამ გამოფენაზე მონაწილეობა მიიღეს სკოლა პოლიგლოტის სამხატვრო სტუდიო,,სფუმატოს “ნორჩმა მხატვრებმა.     ჩვენმა მოსწავლეებმა გამოფინეს არაჩვეულებრივი ნამუშევრები და დიდი ოსტატობა გამოამჟღავნეს გაზაფხულის თემაზე შესრულებულ ნამუშევრებში. ჩვენი მოსწავლეების ნამუშევრებმა დაიმსახურა დიდი მოწონება და დაჯილდოვდნენ საპატიო სერტიფიკატებით.                                                                                                                                                                                                                                 გამოფენას ესწრებოდნენ სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლები: ნონა წამალაშვილი, მაკა წურწუმია და… Continue reading გამოფენა ექვანიას სახელობის სამხატვრო გალერეაში

სრულად ნახვა
1 აპრილი, 2025

ღია გაკვეთილი I (ბ) კლასში

სკოლა პოლიგლოტის I (ბ) კლასში, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, მაკა ცენგირაშვილმა ჩაატარა ღია გაკვეთილი ქართულში ,,ანბანის გაბრძანება”. გაკვეთილის მიზანს წარმოადგენდა შესწავლილი ასო-ბგერების ამოცნობა, არსებითი სახელის გაგება,  სიტყვაში მარცვლების როდინობის დათვლა,  ხმოვანი და თანხმოვანი ასო-ბგერების გამოცნობა, არსებითი სახელის მხოლობითი და მრავლობითი რიცხვის გარჩევა.  (წერა, კითხვა და ზეპირმეტყველება). მოსწავლეებმა თავი კარგად გაართვეს დასახულ მიზანს, სკოლა პოლიგლოტი… Continue reading ღია გაკვეთილი I (ბ) კლასში

სრულად ნახვა
31 მარტი, 2025

მე-8 (ა,ბ) კლასის მოსწავლეები დაცული ტერიტორიების სააგენტოში

სკოლა პოლიგლოტის მე-8 (ა,ბ) კლასის მოსწავლეები სტუმრად დაცული ტერიტორიების სააგენტოში იმყოფებოდნენ, სადაც მოისმინეს სემინარი თემაზე: „დაცული ტერიტორიების როლი მდგრადი განვითარების მიმართულებით“. მოსწავლეებმა სემინარის შემდეგ წარადგინეს ჯგუფური პრეზენტაციები ქართულ და ინგლისურ ენებზე: პირველი დაცული ტერიტორია მსოფლიოსა და საქართველოში, ბარგუზინის ნაკრძალი და არალი ტბის პრობლემა. მათ იმსჯელეს აღნიშნულ საკითხებზე მასწავლებლების ჩართულობით, აიმაღლეს ცოდნა ეკოლოგიისა და მდგრადი განვითარების… Continue reading მე-8 (ა,ბ) კლასის მოსწავლეები დაცული ტერიტორიების სააგენტოში

სრულად ნახვა
30 მარტი, 2025

ღია გაკვეთილი I (ა) კლასში

სკოლა პოლიგლოტის I (ა) კლასში, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ანა მუმლაძემ ჩაატარა ღია გაკვეთილი თემაზე: ,,ანბანის გაბრძანება”. გაკვეთილის მიზანს წარმოადგენდა შესწავლილი ასო-ბგერების ამოცნობა, არსებითი სახელის გაგება, სულიერი და უსულო არსებითი სახელების დაჯგუფება, სიტყვაში მარცვლების რაოდენობების დათვლა, ხმოვანი და თანხმოვანი ასო-ბგერების გამოცნობა (წერა, კითხვა და ზეპირმეტყველება). მოსწავლეებმა თავი კარგად გაართვეს დასახულ მიზანს. სკოლა პოლიგლოტი მადლობას… Continue reading ღია გაკვეთილი I (ა) კლასში

სრულად ნახვა
29 მარტი, 2025

ფრანკოფონიის ფესტივალის გახსნის ცერემონიალი

26 მარტს, კავკასიის ფრანგულ სკოლაში გაიმართა ფრანკოფონიის ფესტივალის გახსნის ცერემონიალი. ფესტივალს ესწრებოდა: საფრანგეთის ელჩი – ქალბატონი შერაზ გასრი, ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი – ქალბატონი კამილ ნორა, ქეთევან ქურციკიძე-ატაშე ლინგვისტურ და საგანმანათლებლო დარგში, კავკასიის ფრანგული სკოლის დირექტორი – კამელ იასილი და სკოლის წარმომადგენლები. ფესტივალში მონაწილეობას იღებდნენ თბილისისა და საქართველოს სხვა რეგიონების სკოლის მოსწავლეები. ფრანკოფონიის ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს… Continue reading ფრანკოფონიის ფესტივალის გახსნის ცერემონიალი

სრულად ნახვა
28 მარტი, 2025

მიუზიკლი ,,უარი”

სკოლა პოლიგლოტში ჩატარდა შემოქმედებითი ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავდა არაფორმალური განათლების წახალისებას. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მე-9, მე-11 და მე-12კლასის მოსწავლეები. მათ შეასრულეს საცეკვაო ნომრები და წარმოადგინეს მიუზიკლი ,,უარი”. ღონისძიების ორგანიზატორი და მიუზიკლის სცენარის ავტორი იყო მათემატიკის მასწავლებელი და მე-11 კლასის დამრიგებელი, ზურაბ შუბითიძე. სკოლა პოლიგლოტი დიდ მადლობას უხდის მას ასეთი საინტერესო, შემოქმედებითი აქტივობის ჩატარებისათვის და მოსწავლეებში მხატვრული… Continue reading მიუზიკლი ,,უარი”

სრულად ნახვა
27 მარტი, 2025

მე-9 კლასის მოსწავლეები თეატრში

სკოლა პოლიგლოტის მე-9 კლასის მოსწავლეები მუსიკის მასწავლებელ თამთა ცანავასთან ერთად ესტუმრნენ თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრს, სადაც დაიდგა ადოლფ ადენის საბალეტო წარმოდგენა ,,ჟიზელი’’. მოსწავლეებს მიეცათ შესაძლებლობა ცოცხლად მოესმინათ და ენახათ ორკესტრი, ლევან ჯაგაევის დირიჟორობით და მრავალფეროვანი ქორეოგრაფიული ნომრები, ნინო ანანიაშვილის ხელმძღვანელობით. სპექტაკლის ბოლოს მოსწავლეებმა დაათვალიერეს თეატრის შენობა, გაეცნენ ზაქარია ფალიაშვილის მოკლე… Continue reading მე-9 კლასის მოსწავლეები თეატრში

სრულად ნახვა
26 მარტი, 2025

შემეცნებითი ექსკურსია ძველ თბილისში

სკოლა პოლიგლოტის მე-6 კლასის მოსწავლეები დამრიგებელ ეკატერინე შუბითიძესთან და ისტორიის მასწავლებელ, ნაზი ზაალიშვილთან ერთად იმყოფებოდნენ შემეცნებით ექსკურსიაზე ძველ თბილისში. შემეცნებითი აქტივობა დაგეგმილი იყო თემატურად სასწავლო პროგრამის გათვალისწინებით. მოსწავლეები გაეცნენ მსოფლიო რელიგიებს და მოინახულეს თბილისში არსებული სხვადასხვა რელიგიის ტაძრები, მეჩეთი, სინაგოგა და კათოლიკური ტაძარი. კიდევ ერთხელ მოისმინეს ინფორმაცია სხვადასხვა რელიგიების და ქართველთა ტოლერანტობის შესახებ. სკოლა პოლიგლოტი… Continue reading შემეცნებითი ექსკურსია ძველ თბილისში

სრულად ნახვა
25 მარტი, 2025

ღია გაკვეთილი თემაზე: “მოფრთხილება უნდა”

სკოლა პოლიგლოტის მე-4(ა) კლასში დამრიგებელმა თამარ რიჟამაძემ სასკოლო პროექტის ფარგლებში და ტყის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ჩაატარა ღია გაკვეთილი თემაზე: ” მოფრთხილება უნდა”. მოსწავლეებმა განიხილეს ჯანსუღ ჩარკვიანის ლექსი, გაანალიზეს თითოეული სტროფი, განმარტეს უცხო სიტყვები და იმსჯელეს რა საფრთხის წინაშე შეიძლება დადგეს ჩვენი სამყარო თუ არ გავუფრთხილდებით. ასევე იმუშავეს ჯგუფებში და შექმნეს პოსტერები, რომელიც განათავსეს საკლასო ოთახში.… Continue reading ღია გაკვეთილი თემაზე: “მოფრთხილება უნდა”

სრულად ნახვა
24 მარტი, 2025

ფრანკოფონიის დღეები ილიაუნიში

24 მარტს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფრანკოფონიის დღეებთან დაკავშირებით, რენესანსის ფარგლებში, ქალბატონი მზაღო დოხტურიშვილის ხელმძღვანელობით, გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით – ,,საქართველო და საფრანგეთი, თბილისი და პარიზი პოეზიაში, მუსიკაში, ფილმებში, მხატვრობასა და ფოტოხელოვნებაში”. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სკოლა ,,პოლიგლოტის” მე-6 და მე-7 კლასის მოსწავლეებმა. მათ წარმოადგინეს ქართულ და ფრანგულ ენაზე შესრულებული სიმღერები და ლექსები, ასევე, შეასრულეს ნახატი საქართველოსა და… Continue reading ფრანკოფონიის დღეები ილიაუნიში

სრულად ნახვა
24 მარტი, 2025

წარმატებული პოლიგლოტელები

სკოლა პოლიგლოტის მოსწავლეები მუდმივად იღებენ მონაწილეობას სხვადასხვა ოლიმპიადებსა თუ კონკურსებში. ისინი წარმატებით წარმოაჩენენ თავიანთ ცოდნას და უნარებს, რითაც სკოლა ძალიან ამაყობს. ამჯერად 2024 წლის საშემოდგომო სეზონში ჩვენმა მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს “კინგსის” და “ევერესტის” ოლიმპიადებში. მათ გადაეცათ სიგელები და საჩუქრები წარმატებული მონაწილეობისათვის. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის მასწავლებლებს: ზურაბ შუბითიძეს, თამარ რიჟამაძეს, ნინო ჯვებენავას და სოფო მუმლაძე… Continue reading წარმატებული პოლიგლოტელები

სრულად ნახვა
23 მარტი, 2025

ტყის საერთაშორისო დღე სკოლა პოლიგლოტში

ტყის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ინგლისური ენის მასწავლებლის, მარიამ ცაბაძის ორგანიზებით მე-2(ბ) კლასში ჩატარდა სხვადასხვა შემეცნებითი აქტივობა. მოსწავლეები გაეცნენ, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ტყის რესურსებს, გაიგეს საინტერესო ინფორმაციები, ბოლოს კი შექმნეს პოსტერი, როგორ დავიცვათ და გავუფრთხილდეთ ტყეს. აღსანიშნავია, რომ სკოლა პოლიგლოტი უერთდება გარემოს მდგრადი განვითარების კონვენციას და სკოლაში ხშირად ტარდება მსგავსი ტიპის ღონისძიებები. სკოლა პოლიგლოტი… Continue reading ტყის საერთაშორისო დღე სკოლა პოლიგლოტში

სრულად ნახვა
22 მარტი, 2025

წყლის საერთაშორისო დღე სკოლა პოლიგლოტში

სკოლა პოლიგლოტი უერთდება გარემოს მდგრადი განვითარების კონვენციას და სკოლაში ხშირად ტარდება საინტერესო ღონისძიებები. ამჯერად მე-2(ბ) კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ ნინო ჯვებენავასთან ერთად, „წყლის საერთაშორისო დღის“ აღსანიშნავად შექმნეს შემოქმედებითი პლაკატები. მოსწავლეებმა ჯგუფებში მუშაობისას განიხილეს წყლის მნიშვნელობა, მისი როლი ბუნებასა და ადამიანის ცხოვრებაში, ასევე იმსჯელეს, რატომ არის აუცილებელი მისი დაცვა და რაციონალური გამოყენება. მათ სხვადასხვა მეთოდით გამოხატეს თავიანთი… Continue reading წყლის საერთაშორისო დღე სკოლა პოლიგლოტში

სრულად ნახვა
21 მარტი, 2025

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის აღნიშვნა

21 მარტს, აღინიშნება დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე, რომელიც მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას და საზოგადოების ყურადღების გამახვილებას დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების ცხოვრებაზე და მათი ინტეგრაციის მნიშვნელობაზე. რა თქმა უნდა სკოლა პოლიგლოტიც შეუერთდა ამ დღეს. ჩატარდა სხვადასხვა საინტერესო ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავდა მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებასა და სოციალური პასუხისმგებლობის გაძლიერებას. 1-ლი (ა, ბ, გ) კლასის მოსწავლეებმა დამრიგებლებთან ერთად… Continue reading დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის აღნიშვნა

სრულად ნახვა
20 მარტი, 2025

შეხვედრა თემაზე: ,,ხელოვნური ინტელექტი და კრეატიულობა’’

სკოლა პოლიგლოტში შედგა მორიგი შეხვედრა არაფორმალური განათლების ფარგლებში პროფესორ ცირა ბარბაქაძესთან თემაზე: ,,ხელოვნური ინტელექტი და კრეატიულობა’’. მოსწავლეებმა იმუშავეს ხელოვნური ინტელექტის თანამედროვე ინსტრუმენტებთან, რათა თავიანთი იდეები, ემოციები და ისტორიები ციფრულ ხელოვნებად ექციათ. ფოტოები, ვიდეოები ანიმაციები-ეს იყო შემოქმედებითი პროცესი, სადაც მოსწავლეები ქმნიდნენ სიუჟეტებს, აცოცხლებდნენ ფანტაზიას, ხოლო შემდგომ ვიზუალურ ნამუშევრებზე დაყრდნობით ChatGPT-ს პატარა ემოციური ნოველებიც შეაქმნევინეს. მოსწავლეებმა დიდი… Continue reading შეხვედრა თემაზე: ,,ხელოვნური ინტელექტი და კრეატიულობა’’

სრულად ნახვა