277434798_3048791195334857_8538478073891513546_n
20 მაისი, 2025

მე-4 (ა) კლასის ექსკურსია

სკოლა პოლიგლოტის მე-4 (ა) კლასის მოსწავლეები დამრიგებელთან, თამარ რიჟამაძესთან ერთად იმყოფებოდნენ ექსკურსიაზე: წმინდა ესტატეს ტაძარსა და ქვათახევის სამონასტრო კომპლექსში. ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეებში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გაცნობა, მათი ისტორიის გაგება და კულტურული ღირებულებების ჩამოყალიბება. ასევე, დღის ბოლოს მოეწყო სახალისო, შემეცნებითი პიკნიკი. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის თამარ რიჟამაძეს ასეთი საინტერესო აქტივობის ორგანიზებისათვის და მშობლებს აქტიური ჩართულობისთვის.

სრულად ნახვა
19 მაისი, 2025

მოსწავლეები ხელოვნების სასახლეში

მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ლიტერატურული კლუბის წევრები ხელმძღვანელთან, მელანო ჩოკორაიასთან, ერთად ხელოვნების სასახლეში-საქართველოს თეატრის,მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმში იმყოფებოდნენ. მოსწავლეებმა მოისმინეს შენობის აგების ისტორია, რომლის თანახმადაც გერმანელმა პრინცმა კონსტანტინე ოლდენბურგელმა ეს სასახლე თავის დიდ სიყვარულს, აგრაფინა ჯაფარიძეს აუშენა. ლიტერატურული კლუბის წევრებმა დაათვალიერეს ხელნაწერთა ეროვნულ ფონდში დაცული ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის ხელნაწერები, ზაქარია ფალიაშვილისა და ვანო… Continue reading მოსწავლეები ხელოვნების სასახლეში

სრულად ნახვა
18 მაისი, 2025

ეროვნული სამოსის დღე

სკოლა პოლიგლოტი გილოცავთ ეროვნული სამოსის დღეს! სკოლა პოლიგლოტის მე-7 (ა) კლასის მოსწავლეებმა მუსიკის მასწავლებელთან, თამთა ცანავასთან და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთან, მელანო ჩოკორაიასთან ერთად ჩაატარეს ეროვნული სამოსის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. მოსწავლეებმა ისაუბრეს საქართველოს, ქართული კულტურისა და ტრადიციების,საქართველოს ჰიმნისა და დროშის, ქართული ცეკვისა და მრავალხმიანობის შესახებ. შეასრულეს პატრიოტული თემატიკის სიმღერები. ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებში ეროვნული… Continue reading ეროვნული სამოსის დღე

სრულად ნახვა
16 მაისი, 2025

ინტეგრირებული პროექტი ბავშვთა უფლებები და ლიტერატურა

სკოლა პოლიგლოტის მე-7 (ა) კლასის მოსწავლეებმა სამოქალაქო განათლების მასწავლებელთან, ხატია ჭილავასათან და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთან, მელანო ჩოკორაიასთან ერთად, განახორციელეს ინტეგრირებული პროექტი ბავშვთა უფლებები და ლიტერატურა. პროექტის მიზანი იყო მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება ბავშვთა უფლებების თემაზე ლიტერატურული ტექსტების მეშვეობით. პროექტი აერთიანებს ლიტერატურასა და სამოქალაქო განათლებას, რაც ხელს უწყობს მოსწავლეების მოქალაქეობრივი პოზიციის ჩამოყალიბებას,კრიტიკული აზროვნების განვითარებასა და… Continue reading ინტეგრირებული პროექტი ბავშვთა უფლებები და ლიტერატურა

სრულად ნახვა
15 მაისი, 2025

შეხვედრა თემაზე: „ცნობიერი, არაცნობიერი და AI“

სკოლა პოლიგლოტში გაიმართა პროფესორ ცირა ბარბაქაძის შეხვედრა თემაზე: „ცნობიერი, არაცნობიერი და AI“ სასწავლო სივრცე დროებით გადაიქცა ლაბორატორიად, სადაც მოსწავლეები ცნობიერების ფენებში მოგზაურობდნენ. შეხვედრის ძირითადი თემატიკა: როგორ მუშაობს ცნობიერი და არაცნობიერი აზროვნება; როგორ აისახება ეს პროცესები ენობრივ არჩევანზე; როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ AI, როგორც სარკე და სიმბოლური ინტერპრეტატორი შინაგანი სამყაროს უკეთ გასაგებად. ინოვაციური სავარჯიშო: მოსწავლეებმა შეასრულეს ლექსიკური… Continue reading შეხვედრა თემაზე: „ცნობიერი, არაცნობიერი და AI“

სრულად ნახვა
14 მაისი, 2025

პროექტი -„სუფთა წყალი, ოკეანისა და ზღვის რესურსები“

სკოლა პოლიგლოტში პროექტ „ეკოლოგია და მდგრადი განვითარება“ ფარგლებში, მე-4(გ) კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის მასწავლებელთან, მირანდა ხუსკივაძესთან, ერთად განახორციელეს შემეცნებით-საგანმანათლებლო პროექტი თემაზე „სუფთა წყალი, ოკეანისა და ზღვის რესურსები“. მოსწავლეები დაიყვნენ სამ ჯგუფად და ინგლისურ ენაზე შექმნეს პოსტერები თემებზე: “Ocean Wildlife”, “How Can We Help the Ocean?” და “Water Cycle”. მათ ინგლისურ ენაზე შექმნეს ვიზუალურად ეფექტური პოსტერები,… Continue reading პროექტი -„სუფთა წყალი, ოკეანისა და ზღვის რესურსები“

სრულად ნახვა
13 მაისი, 2025

მე-4(გ) კლასი ეთნოგრაფიულ მუზეუმში

სკოლა პოლიგლოტის მე-4(გ) კლასის მოსწავლეები ბუნებისმეტყველების მასწავლებელ ანა ნიჟარაძესთან და დამრიგებელ გურანდა ხუსკივაძესთან ერთად პროექტის ფარგლებში ,,ჩემი მხარე’’ იმყოფებოდნენ ეთნოგრაფიულ მუზეუმში. ბავშვებმა მოინახულეს ეთნოგრაფიულ მუზეუმში არსებული ყველა კუთხისთვის დამახასიათებელი ოდა-სახლები და გაეცნენ მათ ნიშან-თვისებებს. ბავშვებზე ეთნოგრაფიულმა მუზეუმმა ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ისინი ვერ მალავდნენ ემოციებს, რადგან ერთად იხილეს საქართველოს ყველა კუთხე. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის… Continue reading მე-4(გ) კლასი ეთნოგრაფიულ მუზეუმში

სრულად ნახვა
13 მაისი, 2025

ევროპის დღე მე-6 კლასში

ევროპის დღესთან დაკავშირებით სკოლა პოლიგლოტის მე-6 კლასის მოსწავლეებმა კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელ ანა მეტრეველთან ერთად პროგრამა Canva- ში შექმნეს მისალოცი პოსტერები. მოსწავლეებმა არაჩვეულებრივი ნამუშევრები შემოგვთავაზეს ევროკავშირის თემატიკაზე. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ანა მეტრეველს ასეთი თემატური აქტივობის ორგანიზებისათვის.

სრულად ნახვა
12 მაისი, 2025

სააღდგომო სამზადისი სკოლა პოლიგლოტში

სრულად ნახვა
12 მაისი, 2025

ევროპის დღე მე-4(ბ) კლასში

სკოლა პოლიგლოტის მე-4(ბ) კლასის მოსწავლეებმა საგნის ,,მე და საზოგადოება“ მასწავლებელ ხატია ჭილავასთან ერთად აღნიშნეს ევროპის დღე. მოსწავლეებმა შექმნეს ნახატები ევროკავშირის თემატიკაზე, ისაუბრეს საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობაზე. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ხატია ჭილავას ასეთი საინტერესო აქტივობის ორგანიზებისათვის.

სრულად ნახვა
11 მაისი, 2025

ევროპის დღე მე-3 (ბ) კლასში

სკოლა პოლიგლოტის მე-3 (ბ) კლასის მოსწავლეები, ხელოვნების მასწავლებელ სოფიო ლიჩელთან, კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელ ანა მეტრეველთან და დამრიგებელ თამარ ჯანხოთელთან ერთად აღნიშნეს ევროპის დღე. მოსწავლეები გაეცნენ ამ დღის დაარსების შესახებ ინფორმაციას და შექმნეს პოსტერები მოცემულ თემაზე. ,,ევროკავშირთან ერთად უფრო ძლიერები ვართ”. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის მასწავლებლებს ასეთი საინტერესო აქტივობის ორგანიზებისათვის.

სრულად ნახვა
11 მაისი, 2025

ევროპის დღე მე-2 (ბ, გ) კლასებში

სკოლა პოლიგლოტის მე-2 (ბ, გ) კლასის მოსწავლეებმა ხელოვნების მასწავლებელთან სოფიო ლიჩელთან და დამრიგებლებთან: სოფო მუმლაძესა და ნინო ჯვებენავასთან ერთად აღნიშნეს ევროპის დღე. ბავშვებმა შექმნეს ულამაზესი ნამუშევრები გაფორმებული ევროკავშირში შემავალი ქვეყნების დროშებით. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის მასწავლებლებს ასეთი ლამაზი აქტივობის ორგანიზებისათვის.

სრულად ნახვა
10 მაისი, 2025

საკლასო აქტივობა-,,ერთად ევროპისკენ”

სკოლა პოლიგლოტის მე-5(ა) კლასის მოსწავლეებმა ფრანგული ენის მასწავლებელთან ირმა ჭანკოტაძესთან ერთად განახორციელეს საკლასო აქტივობა-,,ერთად ევროპისკენ”. მოსწავლეებმა შექმნეს საინტერესო პოსტერები და თან დაურთეს შესაბამისი სლოგანები ფრანგულ ენაზე. ასევე, ისაუბრეს ევროკავშირისა და მასში შემავალი ქვეყნების შესახებ, გამოხატეს თავიანთი აზრი ევროკავშირთან დაკავშირებით. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ირმა ჭანკოტაძეს ასეთი საინტერესო აქტივობის ორგანიზებისათვის.

სრულად ნახვა
9 მაისი, 2025

ევროპის კვირეული

ევროპის დღესთან დაკავშირებით სკოლა პოლიგლოტში დაიწყო ,,ევროპის კვირეული’’. კვირეულის ფარგლებში საბაზო და დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის ისტორიის მოყვარულთა და მემატიანეთა კლუბის ხელმძღვანელმა, თინათინ დორეულმა, გამართა მინილექცია თემაზე: ,,საქართველო და ევროპა’’. ასევე, აჩვენა ფილმი ,,ევროკავშირის შექმნის ისტორია”, რის შემდეგაც გაიმართა დისკუსია. მოსწავლეებმა იმსჯელეს ევროპული განათლების, მშვიდობის, და ურთიერთობების განვითარების შესახებ. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის თინათინ დორეულს ასეთი… Continue reading ევროპის კვირეული

სრულად ნახვა
8 მაისი, 2025

მე-7(ა) კლასი ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში

სასკოლო პროექტის ფარგლებში, მე-7(ა) კლასის მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთან, მელანო ჩოკორაიასთან, ერთად ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში იმყოფებოდნენ და მიიღეს მონაწილეობა შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამაში ,,ვაცოცხლოთ, რომ ვიცოცხლოთ’’. გარდა იმისა, რომ მოსწავლეებმა დაათვალიერეს მუზეუმი და მიიღეს სხვადასხვა საინტერესო ინფორმაცია პოეტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ, ისინი ასევე ვიზუალური მასალის გამოყენებით გაეცნენ გლობალურ საფრთხეებთან დაკავშირებულ პრობლემებს: კლიმატური ცვლილებები… Continue reading მე-7(ა) კლასი ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში

სრულად ნახვა