277434798_3048791195334857_8538478073891513546_n
28 ნოემბერი, 2024

მათემატიკის ღია გაკვეთილი I (ა) კლასში

სკოლა პოლიგლოტის I (ა) კლასში ანა მუმლაძემ ჩაატარა ღია გაკვეთილი მათემატიკაში. გაკვეთილის მიზანი იყო რიცხვების დასახელება, მათი ჩაწერა ჯოხებით. შესწავლილი რიცხვების წერა, კითხვა და ზეპირმეტყველება, აგრეთვე არითმეტიკული ნიშნების გარჩევა (+,-,=, <,>,). მოსწავლეებმა თავი კარგად გაართვეს დასახულ მიზანს და მიიღეს შესაბამისი განმავითარებელი შეფასება. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ანა მუმლაძეს შემოქმედებითი და საინტერესო გაკვეთილისათვის.

სრულად ნახვა
27 ნოემბერი, 2024

მე-10 კლასი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში

სკოლა პოლიგლოტის მე-10 კლასის მოსწავლეები ბიოლოგიის მასწავლებელ როზა წიკლაურთან ერთად ეწვივნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტს. სტუმრობის უმთავრესი მიზანი იყო დასწრებოდნენ ლაბორატორიულ სამუშაოს, რომელსაც სტუდენტები ატარებდნენ ორგანულ მოლეკულებზე. მოსწავლეებს, ასევე, ჩაუტარდათ ლექცია ორგანულ ნივთიერებათა ძირითად ჯგუფებზე, რაც ითვალისწინებდა სკოლის პროგრამულ მასალას. შეხვედრის ფარგლებში მოეწყო კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ღია კარის დღეც. მოსწავლეებმა დაათვალიერეს ფაკულტეტის… Continue reading მე-10 კლასი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში

სრულად ნახვა
26 ნოემბერი, 2024

ფრანგული ლიცეუმების კვირეული

საფრანგეთის მთავრობამ საზღვარგარეთ ფრანგული ლიცეუმების კვირეული ჩაატარა. კვირეულის ფარგლებში საფრანგეთის ელჩი საქართველოში, ქალბატონი შერაზ გარსი შეხვდა სკოლის დირექტორებს და ფრანგული ენის მასწავლებლებს. შეხვედრა გაიმართა კავკასიის ფრანგულ სკოლაში. ღონისძიება იყო ძალიან საინტერესო, სადაც სასკოლო ცხოვრებასთან დაკავშირებული ბევრი საინტერესო საკითხი იქნა განხილული. შეხვედრა იყო შთამბეჭდავი და ინტერაქციული, რომელიც დასრულდა ალაფურშეტით. დიდი მადლობა საფრანგეთის ელჩს საქართველოში და კავკასიის… Continue reading ფრანგული ლიცეუმების კვირეული

სრულად ნახვა
25 ნოემბერი, 2024

ღია გაკვეთილი თემაზე: ,,ექვთიმე თაყაიშვილი – საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი და ღვთისკაცი“

სკოლა პოლიგლოტის მე-9 კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ანა ჯავახიშვილმა, ჩაატარა ღია გაკვეთილი თემაზე: ,,ექვთიმე თაყაიშვილი – საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი და ღვთისკაცი“. მოსწავლეებმა ისაუბრეს ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებაზე, სამეცნიერო მოღვაწეობაზე, არქეოლოგიის სფეროში შეტანილ წვლილზე, საქართველოს საგანძურის ისტორიასა და დანიშნულებაზე. გააკეთეს პრეზენტაციები, უყურეს რეზო თაბუკაშვილის ფილმს -,,საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი“, დაწერეს ესე და მისწერეს წერილები ექვთიმე თაყაიშვილს. გაკვეთილის ფარგლებში… Continue reading ღია გაკვეთილი თემაზე: ,,ექვთიმე თაყაიშვილი – საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი და ღვთისკაცი“

სრულად ნახვა
24 ნოემბერი, 2024

მე-5 (ბ) კლასი ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკაში

სკოლა პოლიგლოტის მე-5 (ბ) კლასის მოსწავლეები ფრანგული ენის მასწავლებელ ირმა ჭანკოტაძესთან და კლასის დამრიგებელ ნინო ოქრუაშვილთან ერთად, სტუმრად იმყოფებოდნენ საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკაში. ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეებმა მოინახულეს მედიათეკა, გაეცნენ მსოფლიო და ფრანგულ ლიტერატურას ფრანგულ ენაზე, დაათვალიერეს ფრანგულ ენაზე ნათარგმნი ,,ვეფხისტყაოსანი”. მოსწავლეებმა ითამაშეს ფრანგული სამაგიდო თამაშები, ასევე ნახეს ფრანგული ანიმაცია, რამაც მათზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. დარეგისტრირდნენ… Continue reading მე-5 (ბ) კლასი ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკაში

სრულად ნახვა
23 ნოემბერი, 2024

მე-8 (ა; ბ) კლასი ეროვნულ გალერეაში

სკოლა პოლიგლოტის მე-8 (ა; ბ) კლასის მოსწავლეები ხელოვნების მასწავლებელ ქეთევან მაისურაძესთან ერთად იმყოფებოდნენ ეროვნულ გალერეაში. მოსწავლეებმა მოინახულეს მოინახულეს XX საუკუნის დასაწყისში ცნობილი ქართველი მხატვრების: დავით კაკაბაძის, ლადო გუდიაშვილის, ქეთევან მაღალაშვილის, დიმიტრი შევარდნაძის მიერ შექმნილი შუა საუკუნოვანი ქართული მონუმენტური მხატვრობის ასლები. ასევე XIX საუკუნის ქართული დაზგური ფერწერის ნიმუშები, სადაც გამოსახულია ქართველი მეფეების, დედოფლების და თავად-აზნაურთა პორტრეტები.… Continue reading მე-8 (ა; ბ) კლასი ეროვნულ გალერეაში

სრულად ნახვა
22 ნოემბერი, 2024

მე-2(ბ) კლასი გარდენიაში

სკოლა პოლიგლოტის მე-2(ბ) კლასის მოსწავლეები დამრიგებელ ნინო ჯვებენავასთან ერთად იმყოფებოდნენ გარდენიაში. მოსწავლეებმა დაათვალიერეს ულამაზესი ბაღი, გაეცნენ მცენარეთა ნაირსახეობას, მოისმინეს და ჩაერთნენ საინტერესო ლექციაში, რომელიც ეხებოდა მცენარეთა მოვლა-გაფრთხილებას. ქოთნის მოხატვის და გაფორმების შემდეგ თავად ჩარგეს ყვავილები, რომელიც თითოეულს საჩუქრად გადაეცა. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ნინო ჯვებენავას ასეთი შემოქმედებითი და საინტერესო გასვლითი აქტივობის ორგანიზებისათვის.

სრულად ნახვა

სკოლა პოლიგლოტის ხატვის წრე – “სფუმატო”

სრულად ნახვა
19 ნოემბერი, 2024

I (გ) კლასი თოჯინების თეატრში

სკოლა პოლიგლოტის I (გ) კლასის მოსწავლეები დამრიგებელ მარიამ ხუსკივაძესთან ერთად იმყოფებოდნენ ქ. თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიულ სახელმწიფო თეატრში. მოსწავლეები ეზიარნენ თეატრის ხელოვნებას, ნახეს სპექტაკლი ,,ბუტია”, რომელიც ონავარი ბაჭიას თავგადასავალს მოგვითხრობს. ბავშვებმა შთაბეჭდილებებით სავსე დღე გაატარეს. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის მარიამ ხუსკივაძეს ასეთი სახალისო კლასგარეშე გასვლითი აქტივობის ორგანიზებისათვის და მშობლებს აქტიური ჩართულობისათვის.

სრულად ნახვა
18 ნოემბერი, 2024

I (ბ) კლასი თოჯინების თეატრში

სკოლა პოლიგლოტის I (ბ) კლასის მოსწავლეები დამრიგებელ მაგდა ჩანქსელიანთან ერთად  ქ. თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიულ სახელმწიფო თეატრში. მოსწავლეებმა ნახეს სპექტაკლი ,,ბუტია”, რომელიც ონავარი ბაჭიას თავგადასავალს მოგვითხრობს. ბავშვებმა დადებითი ემოციებით სავსე დღე გაატარეს. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის მაგდა ჩანქსელიანს ასეთი საინტერესო აქტივობის ორგანიზებისათვის და მშობლებს აქტიური ჩართულობისათვის.

სრულად ნახვა
17 ნოემბერი, 2024

მე-2(გ) კლასი ,,ექსპერიმენტორიუმში”

სკოლა პოლიგლოტის მე-2(გ) კლასის მოსწავლეები დამრიგებელ სოფო მუმლაძესთან ერთად იმყოფებოდნენ ,,ექსპერიმენტორიუმში”. მათ იმოგზაურეს მეცნიერული აღმოჩენების სამყაროში, მონაწილეობა მიიღეს სახალისო ექსპერიმენტებში. დაათვალიერეს მუზეუმში გამოფენილი ფიზიკის ინტერაქტიური ექსპონატები, ბავშვებს გაუღვივდათ ინტერესი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისადმი. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ქალბატონ სოფო მუმლაძეს ასეთი საინტერესო აქტივობის ორგანიზებისათვის.

სრულად ნახვა
16 ნოემბერი, 2024

l (ა) კლასი თოჯინების თეატრში

სკოლა პოლიგლოტის l (ა) კლასის მოსწავლეები დამრიგებელ ანა მუმლაძესთან ერთად იმყოფებოდნენ ქ. თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიულ სახელმწიფო თეატრში. მოსწავლეები ეზიარნენ თეატრის ხელოვნებას, ნახეს სპექტაკლი ,,ბუტია”, რომელიც ონავარი ბაჭიას თავგადასავალს მოგვითხრობს. ბავშვებმა ემოციებით და შთაბეჭდილებებით სავსე დღე გაატარეს. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ანა მუმლაძეს ასეთი მნიშვნელოვანი კლასგარეშე გასვლითი აქტივობის ორგანიზებისათვის და მშობლებს აქტიური ჩართულობისათვის.

სრულად ნახვა
15 ნოემბერი, 2024

მე-5 (ა) კლასი ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკაში

სკოლა პოლიგლოტის მე-5 (ა) კლასის მოსწავლეები ფრანგული ენის მასწავლებელ ირმა ჭანკოტაძესთან და კლასის დამრიგებელ სოფო დვალიშვილთან ერთად, სტუმრად იმყოფებოდნენ საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკაში. ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეებმა მოინახულეს მედიათეკა, გაეცნენ მსოფლიო და ფრანგულ ლიტერატურას ფრანგულ ენაზე, დაათვალიერეს ფრანგულ ენაზე ნათარგმნი ,,ვეფხისტყაოსანი”. მოსწავლეებმა ასევე ნახეს ფრანგული ანიმაცია, მოეწონათ, რამაც მათზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. დარეგისტრირდნენ ბიბლიოთეკაში და გამოიტანეს… Continue reading მე-5 (ა) კლასი ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკაში

სრულად ნახვა
14 ნოემბერი, 2024

მე-3 (ბ) კლასი გარდენიაში

სკოლა პოლიგლოტის მე-3 (ბ) კლასის მოსწავლეები დამრიგებელ მანანა ჭანტურიძესთან ერთად ესტუმრნენ გარდენიას. მოსწავლეებმა დაათვალიერეს ულამაზესი ბაღი, გაეცვნენ მცენარეთა მრავალფეროვნებას, მოისმინეს საინტერესო ლექცია ყვავილების მოვლა-გაფრთხილების შესახებ. თავად ჩარგეს ქოთანში ყვავილები, რომელიც თითოეულს საჩუქრად გადაეცა. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ქალბატონ მანანა ჭანტურიძეს ასეთი შემოქმედებითი გასვლითი აქტივობის ორგანიზებისათვის.

სრულად ნახვა
13 ნოემბერი, 2024

მე-4(გ) კლასი ილუზიების მუზეუმში

სკოლა პოლიგლოტის მე-4(გ) კლასის მოსწავლეები დამრიგებელ გურანდა ხუსკივაძესთან ერთად იმყოფებოდნენ ილუზიების მუზეუმში. ბავშვებმა დაათვალიერეს საინტერესო სივრცეები, მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა აქტივობაში და გადაიღეს სახალისო ფოტოები. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის ქალბატონ გურანდა ხუსკივაძეს და მშობლებს აქტიური ჩართულობისათვის.

სრულად ნახვა