277434798_3048791195334857_8538478073891513546_n
7 მაისი, 2025

მე-9 კლასის ვიზიტი პარლამენტში

სკოლა პოლიგლოტის მე-9 კლასის მოსწავლეები სამოქალაქო განათლების მასწავლებელთან, ხატია ჭილავასთან ერთად საქართველოს პარლამენტს, ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს ესტუმრნენ. მოსწავლეები დეტალურად გაეცნენ საქართველოს პარლამენტის ისტორიას, სტრუქტურასა და ფუნქციებს. მათ დიდი ინტერესით მოისმინეს ინფორმაცია კანონების მიღების პროცესის, კომიტეტების როლისა და პარლამენტის წევრების საქმიანობის შესახებ. ვიზიტის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნაწილი იყო იმიტირებული საკომიტეტო სხდომა. თითოეულმა მოსწავლემ თავი იგრძნო… Continue reading მე-9 კლასის ვიზიტი პარლამენტში

სრულად ნახვა
6 მაისი, 2025

მე-5 (ა, ბ) კლასები ბოტანიკურ ბაღში

გარემოს დაცვის დღესთან დაკავშირებით სკოლა პოლიგლოტის მე-5 (ა, ბ) კლასების მოსწავლეები ბუნების მასწავლებელ, ნინო წამალაშვილთან, კლასის დამრიგებლებთან: ნინო ოქრუაშვილთან და სოფო დვალიშვილთან ერთად იმყოფებოდნენ ბოტანიკურ ბაღში. მოსწავლეები გაეცნენ თბილისის ბოტანიკური ბაღის ეკოსისტემას, გაიგეს თუ რამდენად მნიშვნელოვანია ურბანულ ტერიტორიაზე ბუნების ასეთი მრავალფეროვნება. სკოლა პოლიგლოტი მადლობას უხდის მასწავლებლებს ასეთი მნიშვნელოვანი აქტივობის ორგანიზებისათვის.

სრულად ნახვა
5 მაისი, 2025

ღია გაკვეთილი: გარემოს დაცვა და მდგრადი განვითარება – ჰაერის დაბინძურება

სკოლა პოლიგლოტის მე-6 კლასში ინგლისური ენის მასწავლებელმა, ეკატერინე შუბითიძემ და მათემატიკის მასწავლებელმა – ნათია ქანთარიამ ჩაატარეს ინტეგრირებული გაკვეთილი. გაკვეთილის თემა იყო: გარემოს დაცვა და მდგრადი განვითარება – ჰაერის დაბინძურება. მოსწავლეებმა ინგლისურ ენაზე წარმოადგინეს ძალიან საინტერესო პრეზენტაციები ჰაერის დაბინძურების გამომწვევ მიზეზებზე, შეადგინეს ცხრილები, ააგეს სვეტოვანი და წრიული დიაგრამები, ასევე დაითვალეს ჰაერის დაბინძურების საშუალო მაჩვენებელი. სკოლა პოლიგლოტი… Continue reading ღია გაკვეთილი: გარემოს დაცვა და მდგრადი განვითარება – ჰაერის დაბინძურება

სრულად ნახვა
5 მაისი, 2025

ღია გაკვეთილი მე-4 (ბ) კლასში

სკოლა პოლიგლოტის მე-4 (ბ) კლასის ბუნებისმეტყველების მასწავლებელმა-ანა ნიჟარაძემ და კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელმა – ანა მეტრეველმა ჩაატარეს ინტეგრირებული გაკვეთილი. ამ გაკვეთილის ფარგლებში ისინი ჩაერთნენ სასკოლო პროექტში ,,ეკოლოგია და მდგრადი განვითარება”. მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაციები Canva.com- ის გამოყენებით. ასევე, მათ შეისწავლეს ,,ეკოლოგია და მდგრადი განვითარების” მიზნები და განსაკუთრებით ისეთი მიმართულებები, როგორიცაა: ჯანმრთელი ცხოვრება და კეთილდღეობა, სუფთა წყალი… Continue reading ღია გაკვეთილი მე-4 (ბ) კლასში

სრულად ნახვა
4 მაისი, 2025

პროექტი ,,ეკოლოგია და მდგრადი განვითარები”

სკოლა პოლიგლოტში პროექტ ,,ეკოლოგია და მდგრადი განვითარების“ ფარგლებში საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა და ეკოკლუბის წევრებმა ჩაატარეს კონფერენცია. მოსწავლეებმა წარმოადგინეს სხვადასხვა თემა, გამართეს დისკუსია, განიხილეს მსოფლიოს მდგრადი განვითარების 17 მიზანი. განსაკუთრებით გამოარჩიეს მე-13 მიზანი, რომელიც ეხება კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ პრობლემებს. საინტერესო იყო თემები: ,,რა არის მდგრადი განვითარება“, ,,კლიმატის ცვლილების ისტორია“, ,, კლიმატის გლობალური პრობლემები“, ,,მყინვარების მდგომარეობა. ისაუბრეს… Continue reading პროექტი ,,ეკოლოგია და მდგრადი განვითარები”

სრულად ნახვა

მე-2 (ა) კლასი – ,,ეკოლოგია და მდგრადი განვითარება”

სრულად ნახვა
3 მაისი, 2025

შეხვედრა არაფორმალური განათლების ფარგლებში

არაფორმალური განათლების პროგრამის ფარგლებში სკოლა პოლიგლოტში გაიმართა მორიგი ინტერაქციული და ინოვაციური შეხვედრა, რომელსაც უძღვებოდა პროფესორი ცირა ბარბაქაძე. შეხვედრის თემა იყო: • „5 რატომ“-ის მეთოდი გენერაციულ AI ჩატბოტებთან კომუნიკაციისას • QR კოდების გენერირება შემოქმედებითი მიზნებისთვის ღონისძიების მთავარი მიზანი იყო მოსწავლეებისთვის ხელოვნურ ინტელექტთან ეფექტური, გააზრებული და კრიტიკული კომუნიკაციის სწავლება. პროფესორმა ბარბაქაძემ მონაწილეებს გააცნო „5 რატომ“-ის მეთოდი —… Continue reading შეხვედრა არაფორმალური განათლების ფარგლებში

სრულად ნახვა
2 მაისი, 2025

დედამიწის დღე მე-5(ა,ბ) და მე-6 კლასებში

სკოლა პოლიგლოტში მიმდინარეობს სასკოლო პროექტი: ,,ეკოლოგია და მდგრადი განვითარება“ , რომლის ფარგლებში მთელი წლის განმავლობაში განხორციელდა მრავალი აქტივობა. მათ შორის ყველაზე მასშტაბური იყო ,,დედამიწის დღისადმი“ მიძღვნილი კვირეული. მე-5 (ა,ბ) და მე-6 კლასის მოსწავლეებმა აღნიშნული კვირეულის დროს შექმნეს სლოგანები : ,,დედამიწა ცოცხალი პლანეტაა!“, ,,დედამიწა ჩვენი სახლია!“, ,,დავეხმაროთ დედამიწას!“, ,,დავრგოთ ხეები!“, ,,გავუფრთხილდეთ წყლის რესურსებს!“, ,,დავიცვათ გარემო დაბინძურებისაგან!“… Continue reading დედამიწის დღე მე-5(ა,ბ) და მე-6 კლასებში

სრულად ნახვა
1 მაისი, 2025

დედამიწის დღე მე-2 (ა) კლასში

სკოლა პოლიგლოტის მე-2 (ა) კლასის მოსწავლეები, დამრიგებელ ნონა წამალაშვილთან და ბუნების პედაგოგ ნინო ოქრუაშვილთან ერთად შეუერთდნენ სასკოლო პროექტს ,, ეკოლოგია და მდგრადი განვითარება”. მოსწავლეებმა წარმოადგინეს თემატური პრეზენტაციები სახელწოდებით ,,გადაშენებული და გადაშენების პირას მყოფი ცხოველები და ფრინველები”. მოიძიეს ინფორმაციები, დახატეს გადაშენებული და გადაშენების პირას მყოფი ცხოველები და ფრინველები, ბოლოს კი სიმღერაც შეასრულეს ეკოლოგიის თემაზე. მსგავსი ღონისძიებები… Continue reading დედამიწის დღე მე-2 (ა) კლასში

სრულად ნახვა
1 მაისი, 2025

დედამიწის დღე მე-3 (ა) კლასში

სკოლა-პოლიგლოტის მე-3 (ა) კლასის მოსწავლეები დამრიგებელ მაკა წურწუმიასთან ერთად აქტიურად ჩაერთნენ დედამიწის დღესთან დაკავშირებულ კვირეულში. მოსწავლეებმა გააკეთეს შემეცნებითი პრეზენტაციები ულამაზესი პოსტერებითა და კედლის გაზეთებით შემდეგ თემებზე: ,,დედამიწა ჩვენი სახლია’’, ,,ბუნების ეკოსისტემა’’, ,,წყლის დაზოგვა’’, ,,წელიწადის დროები’’, ,,პატარა ბუნების მკვლევრები’’, ,,დავასუფთაოთ გარემო’’, ,,ბუნების საჩუქრები’’, ,,ჯანსაღი საკვები’’, ,,ბუნების ფერები’’, ,,მეგობრობა ბუნებასთან’’, ,,ბუნების ხმები’’, ,,მწვანე კანონები’’, ,,ცხოველების დაცვა’’ და… Continue reading დედამიწის დღე მე-3 (ა) კლასში

სრულად ნახვა
30 აპრილი, 2025

დედამიწის დღე მე-2(გ) კლასში

სკოლა პოლიგლოტის მე-2 (გ) კლასი დამრიგებელ სოფო მუმლაძესთან ერთად შეუერთდა დედამიწის დღის აღნიშვნას სლოგანით: “დედამიწა ჩვენი სახლია”. ბავშვები საინფორმაციო ვიდეო მასალითა და სახალისო თამაშით გაეცნენ ამ დღის შესახებ ინფორმაციას. ასწავლე სხვებს, თუ როგორ გაუფრთხილდნენ გარემოს და გახსოვდეს: “შენ არ მიგიღია დედამიწა მემკვიდრეობით შენი წინაპრებისაგან, შენ მას შენი შვილებისაგან სესხულობ” – ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი სკოლა პოლიგლოტი… Continue reading დედამიწის დღე მე-2(გ) კლასში

სრულად ნახვა
30 აპრილი, 2025

ინტეგრირებული გაკვეთილი მე-4 (გ) კლასში

სკოლა პოლიგლოტის მე-4 (გ) კლასში დამრიგებელმა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმ გურანდა ხუსკივაძემ და ბუნებისმეტყველების მასწავლებელმა ანა ნიჟარაძემ ჩაატარეს ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულ ენასა და ბუნებაში. ამ გაკვეთილის ფარგლებში ისინი ჩაერთნენ სასკოლო პროექტში “მდგრადი განვითარება და ეკოლოგია”. მათ შეისწავლეს ჯანსუღ ჩარკვიანის ლექსი “მოფრთხილება უნდა”, საქართველოს ბუნება და შავი ზღვა. ჩამოწერეს საქართველოს ბუნების საგანძური და დაწერეს თუ… Continue reading ინტეგრირებული გაკვეთილი მე-4 (გ) კლასში

სრულად ნახვა
29 აპრილი, 2025

,,ტვინების ბრძოლის” რეგიონული შეხვედრა

სკოლა პოლიგლოტის მე-5 (ა) კლასის მოსწავლეებმა წარმარტებულად იასპარეზეს ,,ტვინების ბრძოლის” რეგიონულ შეხვედრაზე. ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აჩვენეს თბილისის მასშტაბით და საგზურიც მოიპოვეს ფინალისათვის. ვულოცავთ მათ ამ დამსახურებულ წარმატებას და ვუსურვებთ წინსვლას მომავალში.

სრულად ნახვა
29 აპრილი, 2025

მე-4 (ა) კლასში ფილმის ჩვენება

სკოლა პოლიგლოტის მე-4 (ა) კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელთან თამარ რიჟამაძესთან ერთად სასკოლო პროექტის ფარგლებში ნახეს ფრანგი მწერლის ჟან ჟიონოს მოთხრობის მიხედვით გადაღებული ანიმაციური ფილმი „ადამიანი, რომელიც ხეებს რგავდა“. მოსწავლეებმა ყურადღება გაამახვილეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა გარემოს დაცვა, ტყის მნიშვნელობა და ტყის გადარჩენისა და ზრუნვის აუცილებლობა, პიროვნების როლი საზოგადოებაში. ფილმის ჩვენების შემდეგ ჯგუფებში დახატეს მთავარი პერსონაჟი, ადამიანი რომელიც… Continue reading მე-4 (ა) კლასში ფილმის ჩვენება

სრულად ნახვა
28 აპრილი, 2025

ღია გაკვეთილი მე-2(ა) კლასში

სკოლა პოლიგლოტის მასწავლებელმა სოფო მუმლაძემ ჩაატარა ღია გაკვეთილი მე-2 (ა) კლასის მოსწავლეებისათვის მათემატიკაში თემაზე: “ეროვნული ფულის ერთეულები, არითმეტიკული მოქმედებები, მოქმედებათა ურთიერთშებრუნებულობა.” გაკვეთილის მიზანი იყო წინარე ცოდნის გამყარება/შეჯამება. გაკვეთილი მოიცავდა მრავალფეროვან აქტივობებს. ბავშვები აქტიურად ჩაერთნენ ინტერაქციაში, შეძლეს მარტივი მსჯელობა, ლოგიკური კავშირის დამყარება, თვლა, ანგარიში (მიმატება-გამოკლება,როგორც მრგვალი ათეულების,ისე ჩვეულებრივი რიცხვების), რიცხვების დასახელება და ჩაწერა 100-ის ფარგლებში; ასევე,… Continue reading ღია გაკვეთილი მე-2(ა) კლასში

სრულად ნახვა